სამცხე–ჯავახეთში მაჟორიტარობის 329 კანდიდატიდან 39 ქალია

704

სამცხე–ჯავახეთში ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილე მაჟორიტარობის 329 კანდიდატიდან, 39 ქალია. მათი ნაწილი პოლიტიკაში ახალი სახეა, ნაწილი კი წლებია პოლიტიკაშია.

21 ოქტომბრის არჩევნებზე სამცხე–ჯავახეთის მაჟორიტარულ ოლქებში რეგისტრირებული ყველა ქალი მაჟორიტარი კანდიდატი პარტიის მიერაა წარდგენილი. მამაკაცებთან შედარებით, მათი რიცხვი საკმაოდ მცირეა. ქალები, მაჟორიტარ დეპუტატთა მთლიანი რაოდენობის მხოლოდ 12% – ს შეადგენენ.

სამცხე–ჯავახეთის მაჟორიტარულ ოლქებში კანდიდატები ექვსმა პარტიამ წარადგინა. ესენია: „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“, „ქართული ოცნება დემოკრატიული საქართველო“, „ევროპული საქართველო“, „საქართველოს პატრიოტთა ალიანსი“, დემოკრატიული მოძრაობა-თავისუფალი საქართველო”, და „საქართველოს ლეიბორისტული პარტია“.

არჩევნებში მონაწილე ქალი კანდიდატების მოლოდინები იდენტურია. ამბობენ, რომ არჩევნებში გამარჯვების შემთხვევაში, შეეცდებიან საკუთარი ინიციატივები დაიცვან და ადგილობრივ თვითმმართვეობაში მათ ხელთ არსებული ბერკეტი გამოიყენონ.

რაოდენობრივად სამცხე–ჯავახეთში ყველაზე მეტი ქალი მაჟორიტარი საარჩევნო ბლოკმა „ევროპულმა საქართველომ“ წარადგინა. პარტიას, რეგიონის მასშტაბით 17 ქალი კანდიდატი ჰყავს.

სტატიის სრულად წასაკითხად გადადით ბმულზე.

წყარო: სამხრეთის კარიბჭე