ქალაქ აბაშაში ჩიქოვანის, ჯორჯიკიასა და თავისუფლების ქუჩებზე შეკეთდა ტროტუარები.
პროექტი ითვალისწინებდა: ტროტუარებზე შემორჩენილი ასფალტის ფენისა და ამორტიზებული ბეტონის წყალსაშრეტი არხების დემონტაჟს, ახალი რკინა-ბეტონის არხების, არხის ზემოთ გადასასვლელების, ბორდიურებისა და ტროტუარების მოწყობას.
სამუშაოები ელ-ტენდერში გამარჯვებულმა შ.პ.ს. „ JM-მა“ შეასრულა და ადგილობრივი ბიუჯეტიდან 94 405 ლარით დაფინანსდა.
ინფორმაციას ამის შესახებ აბაშის მუნიციპალიტეტი ავრცელებს.