ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებამდე 12 დღით ადრე, “ახალმა ქრისტიან – დემოკრატებმა” ქუთაისში კანდიდატურები მოხსნეს. პარტიის მერობის კანდიდატის გოგიტა გოგელაშვილის თქმით, ოპოზიციური პარტიების ძალთა დაქსაქსვა ისევ ხელისუფლების წისქვილზე ასხამს წყალს და კარგი იქნება ძალთა კონსოლიდირება.
“დღეს „ახალი ქრისტიან-დემოკრატების“ ქუთაისის მთლიანმა შემადგენლობამ მოვხსენით კანდიდატურები როგორც მერობის კანდიდატობიდან, ასევე პროპორციული სიიდან და მაჟორიტარობიდან. მინდა უღრმესი მადლობა გადავუხადო ყველა იმ ადამიანს, რომელსაც გადაწყვეტილი ჰქონდა მხარი დაეჭირა ჩვენთვის. ვიცით, რომ ასეთი ადამიანები ცოტანი არ იყვნენ. მიგვაჩნია, რომ ოპოზიციური პარტიების ძალთა დაქსაქსვა ისევ ხელისუფლების წისქვილზე ასხამს წყალს და კარგი იქნება, ძალთა კონსოლიდირება”, –აცხადებს გოგიტა გოგელაშვილი.
ქუთაისში მერობისთვის ათი კანდიდატი იბრძოდა.
წყარო: ინტერპრესნიუსი