დმანისში „შენების მოძრაობის“ პლაკატები „ქართული ოცნების“ აქტივისტებმა ჩამოხიეს, ამბავს "შენების მოძრაობა" ავრცელებს. "შენების მოძრაობის" დმანისის შტაბის უფროსი, ალექსანდრე ნონიაშვილი აცხადებს, რომ: "„ქართული ოცნება“ დმანისში განაგრძობს პროვოკაციებს და ამჯერად „შენების მოძრობის“ საარჩევნო პლაკატების ჩამოხევითაა დაკავებული“. ალექსანდრე ნონიაშვილის განცხადებით: "„დმანისში, „შენების მოძრაობის“ მერობის კანდიდატის გოგი ბარბაქაძის საარჩევნო პლაკატები გუშინ ღამით „ქართული ოცნების“ აქტივისტებმა მაშინ ჩამოხიეს, როდესაც მათი მერობის კანდიდატის პლაკატებს აკრავდნენ", იგი აღნიშნულ...
მიუხედავად იმისა, რომ ადმინისტრაციული რესურსის გამოყენების თაობაზე ცესკომ უწყებათაშორის კომისიასა და 10 ადგილობრივ ორგანიზაციასთან მემორანდუმი გააფორმა, "ევროპულ საქართველოში" ამბობენ, რომ ცენტრალური საარჩევნო კომისია ადმინისტრაციული რესურსის გამოყენების პრობლემას თავს ვერ ართმევს. "როგორც კი შსს-ს წარმომადგენელმა მოაწერა ამ მემორანდუმს ხელი, იმავე დღეს მოხდა ფიზიკური დაპირისპირება მარნეულში, როდესაც თავს დაესხნენ ჩვენს კანდიდატს და დღემდე არავინ დასჯილა, დღემდე საქმე გამოუძიებელია. შეგვიძლია გავიხსენოთ კიდევ ბევრი ასეთი...
საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია არ ეთანხმება ცესკოს გადაწყვეტილებას ფეხბურთელ ანდრეი შევჩენკოს განცხადებასთან დაკავშირებით და სასამართლოში ჩივილს არ გამორიცხავს. ამის შესახებ საიას წევრმა ირმა პავლიაშვილმა განაცხადა. მისის თქმით, თბილისის მერობის კანდიდატის კახა კალაძის მიმართ შევჩენკოს მხარდამჭერი განცხადება უკანონო აგიტაციაა. „როგორც კი შევჩენკოს კომენტარი გავრცელდა, რომ ის კახა კალაძის მხარდასაჭერად იყო ჩამოსული და მიიჩნევდა, რომ კალაძე კარგი მერი იქნებოდა, მივმართეთ ცესკოს. ჩვენ ვაფასებთ...
თვითმმართველობის არჩევნებში ხმის მიცემის უფლება 3 442 455 ამომრჩეველს აქვს, აქედან 54% ქალია ხოლო 46% კაცი, - ამის შესახებ ცესკოს თავმჯდომარე თამარ ჟვანიამ 21 ოქტომბრის არჩევნების შუალედური ანგარიშის პრეზენტაციაზე განაცხადა. რაც შეეხება თბილისში რეგისტრირებულ ამომრჩეველს, აქ 57% ქალი ამომრჩეველია, ხოლო 43% კაცი. თამარ ჟვანიას განცხადებით, სმარტფონებით, პლანშეტით და ცესკოს ვებ-გვერდის მეშვეობით ამომრჩეველს საშუალება აქვს, შეამოწმოს საკუთარი თავი ამომრჩეველთა სიაში. ამ მიზნით,...
2017 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილე თბილისის მერობის კანდიდატების მიერ საკუთარი წინასაარჩევნო ხედვების უკეთ ფორმირების წახალისებისა და მათი საზოგადოებისათვის მოსახერხებელი ფორმით მიწოდების მიზნით, “აღმოსავლეთ ევროპის მრავალპარტიული დემოკრატიის ცენტრმა” (EECMD) თბილისის მერობის კანდიდატებს ქვეყნისათვის მნიშვნელოვან პოლიტიკურ, ეკონომიკურ და სოციალურ საკითხებზე მოკლე პასუხების გაცემა შესთავაზა . არჩევნებში მონაწილე თბილისის მერობის კანდიდატების პასუხები განთავსებულია განახლებულ ვებ-გვერდზე. partiebi.ge-ის საშუალებით, მომხმარებელს შეუძლია გაეცნოს ცალკეული პოლიტიკური...
საერთაშორისო ორგანიზაციებს არჩევნებზე დასაკვირვებლად რეგისტრაციის ვადა ხვალ ეწურებათ. საარჩევნო კოდექსის თანახმად, რეგისტრაციაში გატარების მიზნით, საერთაშორისო დამკვირვებელი ორგანიზაცია განცხადებით მიმართავს ცესკოს. ცესკო, განცხადების მიღებიდან 5 დღის ვადაში, მაგრამ კენჭისყრის დღემდე არაუგვიანეს მე-4 დღისა, წყვეტს საერთაშორისო დამკვირვებელი ორგანიზაციის, დამკვირვებლის (დამკვირვებელთა ჯგუფის) რეგისტრაციის საკითხს. ამ დროისთვის ცესკოში უკვე რეგისტრირებულია 29 საერთაშორისო სადამკვირვებლო ორგანიზაცია, რომელთაგანაც საარჩევნო პროცესს მონიტორინგს 362 დამკვირვებელი გაუწევს. რაც შეეხება ადგილობრივ სადამკვირვებლო ორგანიზაციებს,...
თვითმმართველობის არჩევნებამდე რვა დღე რჩება, ახალციხეში საარჩევნო ციებ–ცხელება პიკს აღწევს და ოპოზიციური პარტიებიც მუქარისა და ზეწოლის ფაქტებზე ალაპარაკდნენ. მუქარისა და ზეწოლის ფაქტებს შორის, ყველაზე მასშტაბური და ხმაურიანი ასპინძაში, „ქართული ოცნების“ შტაბში საჯარო მოხელეების დაიბარება აღმოჩნდა. ასპინძა, სადაც ერთმანეთს მოქმედი გამგებელი ლევან ცაბაძე და მმართველი გუნდიდან როსტომ მაგრაქველიძე უპირისპირდებიან, განსაკუთრებული ყურადღების ქვეშაა. 7 ოქტომბერს, ასპინძის „ქართული ოცნების“ შტაბში, საჯარო მოხელეები და თვითმმართველობის სხვა თანამშრომლები...
„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველომ“ აჭარაში მერობის კანდიდატების ქონება და ბიზნესინტერესები შეისწავლა. როგორც “საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს” რეგიონული ოფისების მენეჯერმა, მალხაზ ჭკადუამ განაცხადა, „ქართული ოცნების“ მიერ ექვს მუნიციპალიტეტში დასახებული მერობის კანდიდატებიდან, ოთხს ბიზნეს ინტერესები აქვს. ორგანიზაციის ინფორმაციით, ბათუმის მერობის კანდიდატებიდან სამს ოპოზიციური პარტიებიდან, სხვადასხვა დროს პოლიტიკური პარტიის სახელზე შემოწირულობა აქვს განხორციელებული, მათ შორის პარტია „ევროპული საქართველოს“ ბათუმის მერობის კანდიდატ პეტრე ზამბახიძეს, როდესაც...
საარჩევნო სუბიექტები, რომლებმაც კანდიდატურები მოიხსნეს, ზეწოლაზე საუბრობენ. ნაწილი აცხადებს, რომ პარტიამ ისინი მაჟორიტარულ ოლქსა თუ სიებში მათ დაუკითხავად ჩასვა. სამცხე–ჯავახეთის საარჩევნო ოლქებში კანდიდატურა 26–მა საარჩევნო სუბიექტმა მოხსნა. მათ შორის წარმომადგენლები თითქმის ყველა პარტიიდან არიან, გარდა „ქართული ოცნებისა“. მოხსნილ კანდიდატებს შორის, ყველაზე მეტი, 12 საარჩევნო სუბიექტი – „დიმიტრი ლორთქიფანიძე, კახა კუკავა-დემოკრატიული მოძრაობა-თავისუფალ საქართველოს” ჰყავს. 12–დან 11 ასპინძის, ერთი კი ბორჯომის საარჩევნო ოლქშია. „ყველა...
„ლეიბორისტული პარტიის“ თბილისის მერობის კანდიდატმა „ლიბერალს“ განუცხადა, რომ  ქალაქში გადაადგილების პრობლემის მოგვარება მცხეთიდან რუსთავამდე მეტროს გაკეთების შემთხვევაში იქნება შესაძლებელი. გიორგი გუგავას აზრით, თბილისში, პარკინგის სისტემის მუნიციპალიტეტისთვის გადაცემასა და „ტრამვაის ხაზების ინსტალირების“ პარალელურად, მეტრო უნდა განვითარდეს. „გასარემონტებელი და შესასყიდია ახალი შემადგენლობები. მგზავრთა ნაკადის გადაყვანა საჭიროა მეტროს საშუალებით. უნდა მოხდეს ამ ხაზის განვითარება, საბოლოო ჯამში - მცხეთა-თბილისი-რუსთავის დაკავშირება მეტროს ხაზით. ბუნებრივია, მუნიციპალიტეტი ამას ერთ...
თბილისის მერობის დამოუკიდებელი კანდიდატის თქმით, „თბილისის იერსახის დამახინჯებას“ საკუთარი პლაკატებით არ აპირებს. „მთელი თბილისი არის აჭრელებული სხვადასხვა პარტიის, მერობის და მაჟორიტარობის კანდიდატის პლაკატებით. შემდეგ ისინი წლობით რჩება ხოლმე და ათასობით, ასიათასობით პლაკატი, ვისიც არ უნდა იყოს, ამახინჯებს ქალაქის იერსახეს.“ - აღნიშნავს ელისაშვილი ვიდეომიმართვაში. ალეკო ელისაშვილის თქმით, შეწირულობის სახით სხვადასხვა სტამბა მას ძალიან იაფად სთავაზობდა პლაკატების დაბეჭდვას, მაგრამ ტრადიციული პოლიტიკური გზით სიარულს...
„არსებული ბიუჯეტით შეუძლებელი იქნება ქალაქის განვითარებაზე ფიქრი, ამიტომ საჭიროა დამატებითი ინვესტიციების შემოტანა“ - აღნიშნული განცხადება „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ თბილისის მერობის კანდიდატმა კახა კალაძემ  მოსახლეობასთან მორიგი შეხვედრისას გააკეთა. მისი თქმით, აუცილებელია ქალაქის მერს ჰქონდეს მჭიდრო თანამშრომლობითი ურთიერთობა ხელისუფლებასთან და საქმიანი ურთიერთობის გამოცდილება საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციებთან, რათა შეძლოს დამატებითი სახსრების მოზიდვა და დაგეგმილი პროექტების განხორციელება. „კარგად მესმის, რომ მომდევნო 4 წლის...
ვაზისუბნის დასახლებაში კალათბურთის ახალგაზრდული ფესტივალი გაიმართა, რომელსაც ორგანიზებას პარტია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ ახალგაზრდული ორგანიზაცია უწევს. როგორც ”ინტერპრესნიუსს” პარტიის პრესსამსახურიდან აცნობეს, ღონისძიების მიზანი მოსახლეობაში, განსაკუთრებით ახალგაზრდებში, ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციაა. ფესტივალს "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" ისნის მაჟორიტარობის კანდიდატი ლევან დავითაშვილი დაესწრო. „ჩვენი პრიორიტეტია ხელი შევუწყოთ ახალგაზრდა თაობაში ცხოვრების ჯანსაღი წესის პოპულარიზაციას. გამარჯვების შემთხვევაში ვგეგმავთ, დედაქალაქის მასშტაბით და მათ შორის, რა თქმა უნდა,...
თბილისის მერი დავით ნარმანია გერმანიაში საქართველოს ელჩის პოზიციაზე მისი კანდიდატურის განხილვას არ ადასტურებს. როგორც დავით ნარმანიამ ჟურნალისტებს განუცხადა, "ეს არის ნამდვილად ჭორი". მისივე თქმით, ამასთან დაკავშირებით კონსულტაციები და მოლაპარაკებები არ ყოფილა. როგორც ნარმანიამ აღნიშნა, მისი გეგმების შესახებ არჩევნების დამთავრების შესახებ გახდება ცნობილი. წყარო: ინტერპრესნიუსი
TSpress.ge "ქართული ოცნების" ფოთის ერთ-ერთი მაჟორიტარი კანდიდატის, თორნიკე კირთაძის ფოტოებს აქვეყნებს. "ფოთში, მალთაყვის უბანში, 18:00 საათზე, მაჟორიტარი კანდიდატის მიერ ჩანიშნულ მოსახლეობასთან შეხვედრაზე მისულ TSpress-ს ეს სურათი დახვდა. მალთაყვის უბნის მაჟორიტარობის კანდიდატი თორნიკე კირთაძე მოსახლეობასთან შეხვედრას ქეიფის ფონზე მართავდა. კამერის გამოჩენამ იქ მყოფთა უკმაყოფილება გამოიწვია, მათ გადაღებაზე უარი აგრესიულად განაცხადეს. თავად კირთაძე კი დამალვას ცდილობდა და მას კომენტარი არ გაუკეთებია", - წერს...
11 ოქტომბერს ამოიწურა ვადა, რა დრომდეც ადგილობრივ დამკვირვებელ ორგანიზაციებს შესაბამის საარჩევნო ადმინისტრაციაში არჩევნების დღეზე დასაკვირვებლად რეგისტრაციის გავლა შეეძლოთ. ამ დროისთვის შესაბამისი პროცედურები 71-მა ორგანიზაციამ გაიარა. ამასთან, "საარჩევნო კოდექსის" თანახმად, ადგილობრივმა დამკვირვებელმა ორგანიზაციებმა, კენჭისყრამდე არაუგვიანეს მე-5 დღისა, შესაბამის საარჩევნო ადმინისტრაციას, ცესკოს მიერ დადგენილი ფორმით, უნდა წარუდგინონ საარჩევნო კომისიებში დამკვირვებლების სია. შესაბამისი საარჩევნო კომისიის მდივანი, ადგილობრივ დამკვირვებელთა სიის წარდგენიდან არა უგვიანეს მე-2 დღისა, რეგისტრაციაში ატარებს...

ბლოგი

ტესტი

ვინ რას წყვეტს? – გაარჩიე უფლებამოსილებები

შეგიძლია, გაარჩიო, რომელ საკითხს წყვეტს ადგილობრივი ხელისუფლება და რომელს - ცენტრალური? - შეავსე ქვიზი და გაიგე, რამდენად კარგად ერკვევი მმართველობით სისტემებში. დავიწყოთ!

თვითმმართველობის ისტორია

სოფელ-სოფელ