“ოცნების” მაჟორიტარი კანდიდატის მოსახლეობასთან შეხვედრა ქეიფის თანხლებით [Photo]

937

TSpress.ge “ქართული ოცნების” ფოთის ერთ-ერთი მაჟორიტარი კანდიდატის, თორნიკე კირთაძის ფოტოებს აქვეყნებს.

“ფოთში, მალთაყვის უბანში, 18:00 საათზე, მაჟორიტარი კანდიდატის მიერ ჩანიშნულ მოსახლეობასთან შეხვედრაზე მისულ TSpress-ს ეს სურათი დახვდა. მალთაყვის უბნის მაჟორიტარობის კანდიდატი თორნიკე კირთაძე მოსახლეობასთან შეხვედრას ქეიფის ფონზე მართავდა. კამერის გამოჩენამ იქ მყოფთა უკმაყოფილება გამოიწვია, მათ გადაღებაზე უარი აგრესიულად განაცხადეს. თავად კირთაძე კი დამალვას ცდილობდა და მას კომენტარი არ გაუკეთებია”, – წერს გამოცემა.

წყარო: TSpress.ge