ვაზისუბნის დასახლებაში კალათბურთის ახალგაზრდული ფესტივალი გაიმართა, რომელსაც ორგანიზებას პარტია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ ახალგაზრდული ორგანიზაცია უწევს.
როგორც ”ინტერპრესნიუსს” პარტიის პრესსამსახურიდან აცნობეს, ღონისძიების მიზანი მოსახლეობაში, განსაკუთრებით ახალგაზრდებში, ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციაა.
ფესტივალს “ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს” ისნის მაჟორიტარობის კანდიდატი ლევან დავითაშვილი დაესწრო.
„ჩვენი პრიორიტეტია ხელი შევუწყოთ ახალგაზრდა თაობაში ცხოვრების ჯანსაღი წესის პოპულარიზაციას. გამარჯვების შემთხვევაში ვგეგმავთ, დედაქალაქის მასშტაბით და მათ შორის, რა თქმა უნდა, ვაზისუბანსა და მერვე ლეგიონში, სპორტული მოედნების მოწყობას და ამ მიმართულებით სხვა ინფრასტრუქტურის განვითარებას, რათა მომავალ თაობაში ცხოვრების ჯანსაღი წესი უფრო და უფრო პოპულარული გახდეს“, – განაცხადა ლევან დავითაშვილმა.
წყარო: ინტერპრესნიუსი