დავით ნარმანია გერმანიაში ელჩად მისი კანდიდატურის განხილვის შესახებ ინფორმაციას ჭორს უწოდებს

600

თბილისის მერი დავით ნარმანია გერმანიაში საქართველოს ელჩის პოზიციაზე მისი კანდიდატურის განხილვას არ ადასტურებს. როგორც დავით ნარმანიამ ჟურნალისტებს განუცხადა, “ეს არის ნამდვილად ჭორი”.

მისივე თქმით, ამასთან დაკავშირებით კონსულტაციები და მოლაპარაკებები არ ყოფილა.

როგორც ნარმანიამ აღნიშნა, მისი გეგმების შესახებ არჩევნების დამთავრების შესახებ გახდება ცნობილი.

წყარო: ინტერპრესნიუსი