ასპინძაში, სოფელ ოთაში დამოუკიდებელი მერობის კანდიდატს მოსახლეობასთან დაგეგმილი შეხვედრა ჩაეშალა. ლევან ცაბაძის მხარდამჭერები ამბობენ, რომ „ქართული ოცნების“ აქტივისტების მხრიდან, ადგილობრივებზე ზეწოლა განხორციელდა.
ასპინძაში, დამოუკიდებელი მერობის კანდიდატის ლევან ცაბაძის საარჩვენო შტაბის წევრი ზურაბ ნარიმანიძე, რომელიც ამავე დროს სოფელ ორგორაში გამგებლის წარმომადგენელია, აცხადებს, რომ სოფელ ოთაში 12 ოქტომბერს, ცაბაძის მიერ მოსახლეობასთან დაგეგმილი შეხვედრა ჩაიშალა. მიზეზად ნარიმანიძე „ქართული ოცნების“ აქტივისტების მხრიდან, ადგილობრივებზე განხორცილებულ...
საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, ამ მიზნით, სოფელში მდებარე სახელმწიფო საკუთრებაში არსებული 18 895 კვ. მეტრი ფართობის არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი და მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობები პირდაპირი მიყიდვის ფორმით, 100 ათას ლარად, საკუთრებაში ბიზნესმენ გიორგი თათილაშვილს გადაეცა.
აღნიშნულ განკარგულებას ხელს აწერს საქართველოს პრემიერ– მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი.
,,საპრივატიზებო პირობების თანახმად, თათილაშვილმა თანხა ხელშეკრულების გაფორმებიდან ერთი თვის ვადაში უნდა გადაიხადოს; თორმეტი თვის ვადაში კი 50...
მედიით გავრცელებული ინფორმაციის საფუძველზე, ბაგა-ბაღების დირექტორების მიერ საარჩევნო პროცესში შესაძლო ჩართვისა და ამ კუთხით შესაძლო დარღვევასთან დაკავშირებით, ცენტრალურ საარჩევნო კომისიას მოკვლევა დაწყებული აქვს - ამის შესახებ ჟურნალისტებს ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ თამარ ჟვანიამ განუცხადა.
„ბაღების დირექტორების საკითხზე მედიით გავრცელებული ინფორმაცია ჩვენთვის იყო ძალიან საინტერესო და სწორედ ამ მედიაინფორმაციის საფუძველზე, მე პირადად მოკვლევის მიზნით ეს ფაქტები გადავუგზავნე შესაბამის საოლქო საარჩევნო კომისიებს....
" დღეს დაიწყება 21 ოქტომბრის მუნიციპალიტეტის არჩევნებისთვის საარჩევნო ბიულეტენების ბეჭდვის პროცესი" - ამის შესახებ ცესკო-ს პრესსპიკერმა ანა მიქელაძემ განაცხადა.
ცესკო-ს ინფორმაციით, საერთო ჯამში, თბილისის ცხრა სტამბაში დაიბეჭდება 9 546 450 ბიულეტენი.
"ბიულეტების ბეჭდვის პროცესს, რომელიც რამდენიმე დღე გაგრძელდება, ცენტრალური საარჩევნო კომისიის წევრებთან ერთად, დააკვირდება ორი საერთაშორისო და ექვსი ადგილობრივი სადამკვირვებლო ორგანიზაციის 20 დამკვირვებელი. საარჩევნო ადმინისტრაციამ სტამბების შერჩევის პროცესში სხვა კრიტერიუმებთან ერთად...
„ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ რუსთავის მერობის კანდიდატის ირაკლი ტაბაღუას საარჩევნო შტაბში, დღეს აქცია სახელწოდებით - „ირაკლი ჩემი მეგობარია“ პრეზენტაცია გაიმართა. აქციის მონაწილეებმა, სხვადასხვა პროფესიის წარმომადგენლებმა, მათ შორის ექიმებმა, სპორტსმენებმა, ინჟინრებმა, მშენებლებმა და მსახიობებმა, თვითმმართველობის არჩევნებში ,,ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატისადმი მხარდაჭერა გამოხატეს.
„მეგობრებმა გადავწყვიტეთ გაგვეკეთებინა პატარა აქცია, რომელიც გულისხმობს მეგობრობის დადასტურებას იმ დიდ საქმეში, რასაც ბატონი ირაკლი პირდება რუსთაველ მოქალაქეებს....
ჩვენი პრიორიტეტია ახალი სამუშაო ადგილების შექმნა, რათა ადამიანები დასაქმდნენ, თვითრეალიზება შეძლონ და ქალაქში სოციალურად დაუცველების რიცხვი დასაქმებულთა რაოდენობის ზრდის შესაბამისად შემცირდეს, - ამის შესახებ ”ქართული ოცნების” თბილისის მერობის კანდიდატმა კახა კალაძემ მოსახლეობასთან შეხვედრისას განაცხადა.
მისივე თქმით, ამჟამად, „ქართუ ჯგუფის“ ინვესტიციის ფარგლებში, პანორამას, გალერეას, თაბორის მთის პროექტებზე დაახლოებით 15 000 ადამიანია დასაქმებული, პროექტების დასრულების შემდეგ კი 2000-მდე მუდმივი სამუშაო ადგილი შეიქმნება.
ქართული...
”ქართული ოცნებისთვის” აბსოლუტურად სულ ერთია, რას ჰპირდება ხალხს, - ამის შესახებ ”ნაციონალური მოძრაობის” წევრმა თინა ბოკუჩავამ ”პალიტრანიუსის” გადაცემა ”360 გრადუსის” ეთერში განაცხადა. ბოკუჩავა გამოეხმაურა საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტს, რომელიც პარლამენტმა მიიღო.
”მე დღეს გამახსენდა ერთ-ერთი საერთაშორისო ორგანიზაციის დასკვნა, სადაც ნათქვამი იყო, რომ მათ დაინახეს ორი საქართველო - ”ქართული ოცნების” საქართველო და მეორე, დანარჩენი საზოგადოება. სწორედ ეს მახსენდებოდა პარლამენტში, რადგან მიუხედავად იმისა,...
პარტია "საქართველოს ერთობისა და განვითარების" ბათუმის მერობის კანდიდატი კახაბერ ცისკარიძე დღეს საზაფხულო თეატრში მოსახლეობასთან შეხვედრას გამართავს და საარჩევნო პროგრამას გააცნობს.
როგორც მან ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, ამომრჩევლებს საარჩევნო პროგრამასთან ერთად, ექსკლუზიურად მუსიკალურ პროექტს წარუდგენს.
"16:00 საათზე ბათუმში, საზაფხულო თეატრში ამომრჩევლებთან შეხვედრას გავმართავ. მხარდამჭერებს ჩემს საარჩევნო პროგრამას გავაცნობ, თუ როგორ ვაპირებ ბათუმის მერად არჩევის შემთხვევაში ქალაქის განვითარებას. ამასთან, საზაფხულო თეატრში შეკრებილ მოსახლეობას ჩემს...
სოფლის მეურნეობის სამინისტროს შპს „საქართველოს მელიორაცია” გამყოფ ხაზთან მდებარე მერეთის თემის სოფლების სავარგულების სარწყავი წყლით უზრუნველყოფის მიზნით, საირიგაციო სისტემის მოწყობის პროექტს ახორციელებს. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ სოფლის მეურნეობის სამინისტროდან აცნობეს.
პროექტის ფარგლებში მდინარე პატარა ლიახვზე გაკეთდა გვერდითი წყალაღების სათავე ნაგებობა; აშენდა ოთხი სატუმბი სადგური; მოეწყო 2 კილომეტრი სიგრძის მაგისტრალური არხი და წყალგამშვები კვანძები. ამ ეტაპზე მიმდინარეობს ელექტრო მექანიკური მოწყობილობების მონტაჟი.
ახალი საირიგაციო...
საბურთალოს ამომრჩევლთან შეხვედრისას კახა კუკავამ პრეზენტაცია გამართა, სადაც ნაჩვენები იყო, რომელი კანდიდატი რა ღირებულების ტყუილს ჰპირდება ამომრჩეველს, - ამის შესახებ ”ინტერპრესნიუსს” ”თავისუფალი საქართველოდან“ აცნობეს. კერძოდ, კახა კუკავას მიერ წარდგენილი პრეზენტაცია შეეხება მერობის კანდიდატების - ელენე ხოშტარიას და ზაალ უდუმაშვილის დაპირებებს.
”1. ყველა პენსიონერი მიიღებს დანამატს 50 ლარის ოდენობით (ელენე ხოშტარია); 206 478 პენსიონერი X 50 ლარი = 10,323,900 ლარი X...
„აწარმოე საქართველოში“ პროგრამის მხარდაჭერით, ამბროლაურში ახალი საწარმო გაიხსნა. როგორც „ინტერპრესნიუსს“ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროდან აცნობეს, ამბროლაურში მდებარე მტკნარი წყლის ახალ საწარმოში 25-ზე მეტი ადამიანი დასაქმდა. საწარმო „აწარმოე საქართველოში“ სახელმწიფო პროგრამის ფინანსური და ინფრასტრუქტურული მხარდაჭერის ფარგლებში შეიქმნა.
შპს „იწის წყალის“ საწარმოს გახსნის ღონისძიებას საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი გიორგი გახარია, მხარის გუბერნატორი არჩილ ჯაფარიძე და ეკონომიკის სამინისტროს სსიპ-ის „აწარმოე...
ზუგდიდის მერობის კანდიდატმა „ევროპული საქართველოდან“ ლელა ქებურიამ აქცია-მსვლელობა „შევცვალოთ ფაროსანა მთავრობა“ დაანონსა. როგორც ლელა ქებურიამ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, აქცია ზუგდიდში 17 ოქტომბერს გაიმართება.
მისივე თქმით, პარტია მოსახლეობასთან ერთად მთავრობის უმოქმედობას გააპროტესტებს და აზიური ფაროსანას მიერ მიყენებული ზარალის აღრიცხვასა და მინიმალური კომპენსაციის გაცემას მოითხოვს.
ქებურიამ პარტიის ზუგდიდის ოფისთან გამართულ პრესკონფერენციაზე ასევე განაცხადა, რომ „ევროპულმა საქართველომ“ კომპენსაციის მოთხოვნით 4100 ხელმოწერა მთავრობის ადმინისტრაციაში...
ცენტრალური, საოლქო და საარჩევნო კომისიების წევრებმა ეთიკის კოდექსს მოაწერეს ხელი. დოკუმენტს ხელი ქვეყნის მასშტაბით ყველა დონის საარჩევნო ადმინისტრაციაში ერთდროულად მოეწერა. ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ შემუშავებული კოდექსი ქცევის რამდენიმე ძირითად ნორმას აერთიანებს, ესენია: კანონის პატივისცემა, სამართლიანობა, მიუკერძოებლობა, დამოუკიდებლობა, გამჭვირვალობა და პროფესიონალიზმი.
კოდექსის თანახმად, საარჩევნო კომისიების წევრები ვალდებულები არიან უზრუნველყონ საარჩევნო კანონმდებლობის ზუსტი და თანმიმდევრული განხორციელება, ფუნქციების შესრულებისას იყვნენ დამოუკიდებლები და მიუკერძოებლები....
,,ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო”-ს ზუგდიდის მერობის კანდიდატი ლაშა გოგია რუხის ამომრჩევლებს შეხვდა და საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი გოგი თოდუა წარუდგინა. მერობის კანდიდატმა ამომრჩევლებს სამოქმედო გეგმა და საარჩევნო პროგრამა გააცნო.
„რუხი, ერთ-ერთი სტრატეგიული სოფელია, სადაც უმნიშვნელოვანესი ინფრასტრუქტურული პროექტები ხორციელდება. აქ ჩვენ მრავალპროფილიანი მულტიფუნქციური საავადმყოფო ავაშენეთ, რომელიც 220 ადგილიანია და მომავალ წელს გაიხსნება. საავადმყოფოს მედპერსონალი გადამზადებას საზღვარგარეთ, ცნობილ კლინიკებში გაივლის. ასევე, ძალიან მნიშვნელოვანი...
ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის, თამარ ჟვანიას ინფორმაციით, 2017 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისთვის 73 საარჩევნო ოლქი და 3 634 საარჩევნო უბანი იმუშავებს.
"თვითმმართველობის არჩევნებზე ჩვენ ვირჩევთ დედაქალაქის, 4 თვითმმართველი ქალაქის და 59 თვითმმართველი თემის მერს, ასევე თვითმმართველი ქალაქებისა და თემების 64 საკრებულოს 2 058 წევრს" - განაცხადა თამარ ჟვანიამ 21 ოქტომბრის არჩევნების შუალედური ანგარიშის პრეზენტაციაზე.
წყარო: კახეთის ხმა
117 მომხრე, 7 წინააღმდეგი - საპარლამენტო უმრავლესობამ საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით პრეზიდენტის ვეტო დაძლია. გიორგი მარგველაშვილის მოტივირებული შენიშვნები საკანონმდებლო ორგანოში განიხილეს. მმართველმა გუნდმა პრეზიდენტის პოზიცია არ გაიზიარა.
გიორგი მარგველაშვილის მოტივირებული შენიშვნების განხილვა საკანონმდებლო ორგანოში მწვავე კამათისა და ურთიერთბრალდებების ფონზე მიმდინარეობდა.
საპარლამენტო უმრავლესობამ საქართველოს პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი ანა დოლიძე საზოგადოების მოტყუებაში დაადანაშაულა.
ოპოზიციის აზრით კი, კონსტიტუციის არსებული რედაქციით მიღების შემთხვევაში ქვეყანას ერთპარტიული მთავარი კანონი...
ბლოგი
ტესტი
ვინ რას წყვეტს? – გაარჩიე უფლებამოსილებები
შეგიძლია, გაარჩიო, რომელ საკითხს წყვეტს ადგილობრივი ხელისუფლება და რომელს - ცენტრალური? - შეავსე ქვიზი და გაიგე, რამდენად კარგად ერკვევი მმართველობით სისტემებში.
დავიწყოთ!







































