ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის, თამარ ჟვანიას ინფორმაციით, 2017 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისთვის 73 საარჩევნო ოლქი და 3 634 საარჩევნო უბანი იმუშავებს.
“თვითმმართველობის არჩევნებზე ჩვენ ვირჩევთ დედაქალაქის, 4 თვითმმართველი ქალაქის და 59 თვითმმართველი თემის მერს, ასევე თვითმმართველი ქალაქებისა და თემების 64 საკრებულოს 2 058 წევრს” – განაცხადა თამარ ჟვანიამ 21 ოქტომბრის არჩევნების შუალედური ანგარიშის პრეზენტაციაზე.
წყარო: კახეთის ხმა