117 მომხრე, 7 წინააღმდეგი – საპარლამენტო უმრავლესობამ საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით პრეზიდენტის ვეტო დაძლია. გიორგი მარგველაშვილის მოტივირებული შენიშვნები საკანონმდებლო ორგანოში განიხილეს. მმართველმა გუნდმა პრეზიდენტის პოზიცია არ გაიზიარა.
გიორგი მარგველაშვილის მოტივირებული შენიშვნების განხილვა საკანონმდებლო ორგანოში მწვავე კამათისა და ურთიერთბრალდებების ფონზე მიმდინარეობდა.
საპარლამენტო უმრავლესობამ საქართველოს პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი ანა დოლიძე საზოგადოების მოტყუებაში დაადანაშაულა.
ოპოზიციის აზრით კი, კონსტიტუციის არსებული რედაქციით მიღების შემთხვევაში ქვეყანას ერთპარტიული მთავარი კანონი ექნება.
წყარო: რუსთავი 2