კახა კუკავა – პრეზენტაციაზე ვაჩვენეთ მერობის რომელი კანდიდატი რა ღირებულების ტყუილს ჰპირდება ამომრჩეველს

736

საბურთალოს ამომრჩევლთან შეხვედრისას კახა კუკავამ პრეზენტაცია გამართა, სადაც ნაჩვენები იყო, რომელი კანდიდატი რა ღირებულების ტყუილს ჰპირდება ამომრჩეველს, – ამის შესახებ ”ინტერპრესნიუსს” ”თავისუფალი საქართველოდან“ აცნობეს. კერძოდ, კახა კუკავას მიერ წარდგენილი პრეზენტაცია შეეხება მერობის კანდიდატების – ელენე ხოშტარიას და ზაალ უდუმაშვილის დაპირებებს.

”1. ყველა პენსიონერი მიიღებს დანამატს 50 ლარის ოდენობით (ელენე ხოშტარია); 206 478 პენსიონერი X 50 ლარი = 10,323,900 ლარი X 12 თვე = 123 886 800 ლარი;

2. 70 ლარის დანამატი სოციალური შემწეობის მიმღებ ყველა პირს (ელენე ხოშტარია); 98 696 სოციალური შემწეობის მიმღები X 70 ლარი = 6,908,720 X 12 თვე = 82,904,640;

3.ტრამვაი (ელენე ხოშტარია); 1 კმ ტრამვაის ხაზი = 12 000 000 ევრო, 1.3 კმ (დიღომი-დიდუბის მონაკვეთი) X 12 000 000 ევრო = 15 600 000 ევრო X 2.9 (ლარის კურსი ევროსთან მიმართებაში) = 45 240 000 ლარი;

4. 50 000 ლარი ყველა საჯარო სკოლას (ზაალ უდუმაშვილი); 174 საჯარო სკოლა X 50 000 ლარი = 8 700 000 ლარი;

5. 50 ლარის დანამატი 200 000 ქულაზე ნაკლების მქონე ყველა სოციალურად დაუცველს (ზაალ უდუმაშვილი), 165 933 (200 000 ქულაზე ნაკლების მქონე პირი) X 50 ლარი X 12 თვე = 99,559,800 ლარი;

6. 50 000 000 ლარი უფასო სასადილოებისთვის (ზაალ უდუმაშვილი);

7. 100 ლარის დანამატი ყველა სოციალურად დაუცველს, მიუხედავად სტატუსისა; 169 772 ბაზაში რეგისტრირებული პირი X 100 ლარი = 16,977,200 ლარი X 12 თვე = 203,726,400 ლარი

8.3500 ლარის ვაუჩერი ბაგა-ბაღებისთვის 7000 სოციალურად დაუცველ ბავშვს და 2100 ლარის ვაუჩერი ყველა დანარჩენ – 63 000 ბავშვს; 7000 სოციალურად დაუცველი ბავშვი X 3500 ლარის ვაუჩერი = 24,500,000 ლარი, 63,000 ბავშვი X 2100 ლარის ვაუჩერი = 156,800,000 ლარი;
ელენე ხოშტარიას დაპირებების ჯამი 252 031 440 ლარს შეადგენს. ზაალ უდუმაშვილის დაპირებების ჯამი კი – 158 259 800 ლარს”, – ნათქვამია კახა კუკავას პრეზენტაციაში.

წყარო: ინტერპრესნიუსი