არჩევნებამდე რამდენიმე დღე რჩება და შიდა ქართლში პოლიტიკური ტემპერატურაც სულ უფრო იმატებს. ხელისუფლების და ოპოზიციის კანდიდატები ერთმანეთის მიმართ ბრალდებებით გამოდიან. ოპოზიცია ხელისუფლებას ზეწოლაში ადანაშაულებს, ხელისუფლება კი, ცხადია, ყველა ბრალდებას უარყოფს. განსაკუთრებით დაძაბული ვითარება გორშია, სადაც გუშინდელი თანაგუნდელები დღეს ერთმანეთს კომპრომატებით ებრძვიან, თუმცა, წინა სხვა არჩევნებთან შედარებით, პროცესი გაცილებით მშვიდად მიდის.
წინასაარჩევნო გარემოს შიდა ქართლში რამდენიმე ადგილობრივი დამკვირვებელი ორგანიზაცია სწავლობს. ამ...
თბილისის მერიის შენობასთან, ”ნაციონალური მოძრაობის” აქციაზე დაკავებული 6 პირის პროცესზე 20 - მდე პოლიციელი დაიკითხება.
აღნიშნული შუამდგომლობით მოსამართლეს დაცვის მხარემ მიმართა. დაცვის მხარის განცხადებით, სამართალდამცველებს ჩვენებები იდენტური იყო, რაც ეჭვს აჩენს, რომ ეს ტექსტი მათ არ ეკუთვნით.
დღეს პროკურატურამ შუამდგომლობების სახით მტკიცებულებად ვიდეო კადრები წარადგინა, რომელთა განხილვა შემდეგ პროცესზე მოხდება.
შემდეგი სასამართლო პროცესი 8 ნოემბერს ჩაინიშნა.
წყარო: ინტერპრესნიუსი
თბილისის მერიის ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახურის უფროსის გელა ჩივიაშვილის განცხადებით, ლილოს ბაზრობის მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული მიუსაფართა თავშესაფარი, ზამთრის სეზონზე ბენეფიციართა მომსახურებისთვის მზად არის. მისი თქმით, თავშეფსაფარი რომელიც 240 ადამიანზეა გათვლილი, ბენეფიციართა საჭირო პირობებს სრულად აკმაყოფილებს, ისინი სხვა ძირითად მომსახურებასთან ერთად პირველად სამედიცინო დახმარებასაც იღებენ.
„მიუსაფართა თავშესაფარი, უკვე 2015 წლის დეკემბრიდან ფუნქციონირებს. გათვლილი არის 240 მიუსაფარ პირზე. იგი აღჭურვილია...
საქართველოს პარლამენტის ქუთაისისა და თბილისის შენობების რეკონსტრუქცია–რეაბილიტაციისთვის 4.5 მილიონ ლარამდე დაიხარჯება, – ამის შესახებ დეპუტატმა ანრი ოხანაშვილმა განაცხადა.
ოხანაშვილის ინფორმაციით, კომისია რამდენიმე პროექტზე მუშაობს, რომელიც პარლამენტის ქუთაისისა და თბილისის სასახლეებთან მიმართებაში უნდა განხორციელდეს.
კერძოდ, ოხანაშვილის თქმით, იგეგმება ქუთაისის პარლამენტის გარე პერიმეტრის მოწყობა, თბილისის შენობის რეკონსტრუქცია რესტავრაცია და შიდა სივრცეების მოწყობა. ამისთვის კი, მისივე განცხადებით, დაახლოებით 4 მლნ–დან 4.5 მლნ ლარამდე დაიხაჯება.
„პარლამენტის...
გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩუმლაყში პარტია „ევროპული საქართველოს“ პლაკატები წითელი საღებავებით გადაღებეს.
„ევროპული საქართველოს“ გურჯაანის რაიონული ორგანიზაციის საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელი გოჩა სიბაშვილი სააგიტაციო მასალის განადგურებას მმართველ პარტიას უკავშირებს.
"ჩვენი სააგიტაციო მასალა სოფელ ჩუმლაყში მასიურად გადაღებეს. ვფიქრობ, რომ ეს "ქართული ოცნების" აქტივისტებმა გააკეთეს. ჩემი აზრით, ეს მმართველი პარტიის დავალება იყო. მხოლოდ ჩვენი პლაკატებია გადაღებილი, ყველა სხვა პარტიის სააგიტაციო მასალა ხელშეუხებელია. გარდა ამისა, გურჯაანში...
სამწუხაროდ, სასამართლომ ვერ შეძლო პოლიტიკური პროცესებისგან დისტანცირება და სასამართლო პროცესი არჩევნების შემდეგ დანიშნა, - ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მაჟორიტარობის კანდიდატმა კოტე იოსელიანმა სასამართლო სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა, სადაც „ნაციონალური მოძრაობის“ აქციის დროს დაკავებულების საქმეს განიხილავდნენ. კოტე იოსელიანის თქმით, აბსურდია ბრალდების მხარის შუამდგომლობა და სასამართლო პროცესის იმ მოტივით გადადება, თითქოს მათ ვერ შეძლეს რამდენიმესაათიანი საპროტესტო აქციის მასალის გაშიფვრა და...
„ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" რუსთავის მერობის კანდიდატი ირაკლი ტაბაღუა რუსთავის მეტალურგიულ ქარხანაში იმყოფებოდა. „ქართული ოცნების“ რუსთავის მერობის კანდიდატი ქარხანაში მიმდინარე საწარმოო პროცესს გაეცნო და მუშა-მოსამსახურეებს გაესაუბრა.
ირაკლი ტაბაღუა ქარხნის მენეჯმენტსაც შეხვდა და სამომავლო გეგმებით დაინტერესდა.
„გარდა ინდუსტრიული მნიშვნელობისა, ეს ქარხანა ჩვენი ქალაქის ისტორიის ნაწილია და ვფიქრობ, შეიძლება მისი გამოყენება ტურიზმის განვითარების მიმართულებითაც", - აღნიშნა ირაკლი ტაბაღუამ და მერად არჩევის შემთხვევაში...
https://www.youtube.com/watch?v=hfzUyvup9CU
„სოციალური კვლევის და ანალიზის ინსტიტუტმა“, ფონდის - „ღია საზოგადოება - საქართველო“ მხარდაჭერით, თბილისის მოსახლეობის საჭიროებების კვლევა ჩაატარა.
კვლევის პროცესი რამდენიმე თვის მანძილზე აქტიური საარჩევნო კამპანიების პარალელურად მიმდინარეობდა. 3000 მოქალაქის გამოკითხვის საფუძველზე კვლევის შედეგები მოსახლეობის საჭიროებების რეალურ სურათს იძლევა.
რესპონდენტთა შერჩევა საქართველოს 2016 წლის ამომრჩეველთა ცესკოს სიიდან მოხდა, გამოკითხვა თბილისის 10 რაიონში ჩატარდა.
თბილისში არსებული ვითარების ზოგადი შეფასებისას რესპონდენტების უმრავლესობა (56%) აცხადებს, რომ ...
ახალი მეტროს სადგურით „სახელმწიფო უნივერსიტეტი“ მგზავრები 17:00 საათიდან სარგებლობენ. თბილისის მერიის ინფორმაციით, ახალი მეტროს სადგური განტვირთავს მიწისზედა სატრანსპორტო ნაკადებს და მაქსიმალურად შეამცირებს საბურთალოს რაიონში არსებულ საცობებს.
„მეტროს სადგური ,,სახელმწიფო უნივერსიტეტი“ დღეში დაახლოებით 15 000-ზე მეტ თბილისელსა და დედაქალაქის სტუმარს მოემსახურება და სწრაფი და უსაფრთხო გადაადგილების საშუალებას მისცემს. პროექტი მუნიციპალური განვითარების ფონდმა, აზიის განვითარების ბანკის ფინანსური მხარდაჭერით განახორციელა. სამშენებლო სამუშაოები ესპანურმა...
გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ გამარჯვებაში, შიდა გზების მოასფალტება დაიწყო. ინფრასტრუქტურული პროექტი წლის ბოლომდე დასრულდება და ჯამში ასფალტის საფარი 11 კილომეტრზე დაიგება. სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული კომპანია „ბლექ სი გრუპი“ ახორციელებს.
ადგილობრივების განცხადებით, სოფელ გამარჯვებაში შიდა გზები ამორტიზებული იყო და წლების განმავლობაში არ შეკეთებულა.
გზის საფარის სარეაბილიტაციო სამუშაოებისათვის 2 309 600 ლარი დაიხარჯება. თანხის ძირითადი ნაწილი რეგიონული განვითარების ფონდიდან გამოიყო, მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის თანადაფინანსება კი...
ჩემი გეგმების შესახებ გამცნობთ, როგორც კი არჩევნები დასრულდება, - ამის შესახებ ჟურნალისტებს თბილისის მერმა, დავით ნარმანიამ განუცხადა.
ნარმანიამ კიდევ ერთხელ უარყო ინფორმაცია, რომ მერის უფლებამოსილების ამოწურვის შემდეგ გერმანიაში საქართველოს ელჩის პოზიციაზე ინიშნება.
„სამი დღის წინ მე უკვე უარვყავი ეს ინფორმაცია. ეს არის მორიგი ჭორი. არჩევნები როგორც კი დასრულდება, გამცნობთ ჩემი გეგმების შესახებ“, - აღნიშნა ნარმანიამ.
წყარო: ინეტრპრესნიუსი
„წყალწაღებული ხავსს ეჭიდებოდაო“, ასეა მაგათი საქმე დღეს, - ასე გამოეხმაურა "ქართული ოცნების" თბილისის მერობის კანდიდატი კახა კალაძე ოპოზიციის ბრალდებებს მმართველი გუნდის მიერ ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებისა და ოპოზიციის კანდიდატებზე ზეწოლის თაობაზე.
"არ ვიცი, ვინ დააწვა ოპოზიციურ კანდიდატს? სისულელეა", - აღნიშნა კალაძემ "ლიდერთა საბჭოს" ბრალდებების საპასუხოდ. კალაძის შეფასებით, წინასაარჩევნო გარემო თავისუფალია.
"თქვენ ყველას ხომ გახსოვთ, რა ხდებოდა 2012 წლამდე? თავპირის მტვრევა, ხელკეტები, ცოცხები,...
იმ შემთხვევაში, თუ არჩევნებზე გაყალბებას შევნიშნავთ, 21 ოქტომბერს აქციას პირდაპირ ბიძინა ივანიშვილის რეზიდენციასთან გავმართავთ, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა ნიკა მელიამ ივანიშვილის რეზიდენციასთან გუშინ გამართულ საპროტესტო აქციაზე განაცხადა.
"ხელი არ წაგიცდეთ, ბატონო ბიძინა, გაყალბებისკენ, თორემ არა კვირიკაშვილთან ან საკრებულოსთან, არამედ პირდაპირ აქ მოვალთ და მასშტაბურ აქციას გავმართავთ", - აღნიშნა ნიკა მელიამ.
პარტიის ლიდერმა თბილისის მერობის კანდიდატ კახა კალაძესაც მიმართა...
“დემოკრატიული მოძრაობის” ოფისში “ლიდერთა საბჭოს” შეხვედრა დასრულდა. შეხვედრას 15-მდე პარტიის ლიდერი, საელჩოების და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
“ლიდერთა საბჭოში” შემავალმა პარტიებმა უცხოელ სტუმრებს წინასაარჩევნო გარემო გააცნეს."ლიდერთა საბჭოს" წევრების თქმით, მათ ისაუბრეს ზეწოლის შესახებ, რომელიც ოპოზიციური პარტიების მერობისა და მაჟორიტარობის კანდიდატებზე ხორციელდება, გაკეთდა პრეზენტაცია წინასაარჩევნოდ მედიაგარემოსთან დაკავშირებით, ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებაზე და სხვა.
როგორც ჟურნალისტებთან საუბრისას “დემოკრატიული მოძრაობის” ლიდერმა ნინო ბურჯანაძემ განაცხადა, “ლიდერთა...
„ერთობა - ახალი საქართველოს“ პოლიტიკური მდივნის პაატა მანჯგალაძის განცხადებით, ”ქართულმა ოცნებამ” ამომრჩევლის უმრავლესობის ნდობა დაკარგა.
„ბოლო პერიოდების გამოკითხვებით დასტურდება, რომ “ქართულმა ოცნებამ” რეალურად დაკარგა ამომრჩეველთა უმრავლესობის ნდობა. მაგრამ თუ ვინ იქნება უმრავლესობის შემცვლელი ეს სხვადასხვა ფაქტორზეა დამოკიდებული. მათ შორის მნიშვნელოვანია ამომრჩევლის წინასწარ ჩამოყალიბებული პოზიტიური და ნეგატიური განწყობები ცალკეული კანდიდატების მიმართ, რაც გარკვეულწილად ლიმიტირებულს ხდის ცალკეული კანდიდატების ელექტორალურ შესაძლებლობებს. ერთადერთი კანდიდატი...
ბლოგი
ტესტი
ვინ რას წყვეტს? – გაარჩიე უფლებამოსილებები
შეგიძლია, გაარჩიო, რომელ საკითხს წყვეტს ადგილობრივი ხელისუფლება და რომელს - ცენტრალური? - შეავსე ქვიზი და გაიგე, რამდენად კარგად ერკვევი მმართველობით სისტემებში.
დავიწყოთ!







































