თბილისის მერიასთან ”ნაციონალური მოძრაობის” აქციაზე დაკავებულების პროცესზე 20 – მდე პოლიციელი დაიკითხება

1151

თბილისის მერიის შენობასთან, ”ნაციონალური მოძრაობის” აქციაზე დაკავებული 6 პირის პროცესზე 20 – მდე პოლიციელი დაიკითხება.

აღნიშნული შუამდგომლობით მოსამართლეს დაცვის მხარემ მიმართა. დაცვის მხარის განცხადებით, სამართალდამცველებს ჩვენებები იდენტური იყო, რაც ეჭვს აჩენს, რომ ეს ტექსტი მათ არ ეკუთვნით.

დღეს პროკურატურამ შუამდგომლობების სახით მტკიცებულებად ვიდეო კადრები წარადგინა, რომელთა განხილვა შემდეგ პროცესზე მოხდება.

შემდეგი სასამართლო პროცესი 8 ნოემბერს ჩაინიშნა.

წყარო: ინტერპრესნიუსი