ჩემი გეგმების შესახებ გამცნობთ, როგორც კი არჩევნები დასრულდება, – ამის შესახებ ჟურნალისტებს თბილისის მერმა, დავით ნარმანიამ განუცხადა.
ნარმანიამ კიდევ ერთხელ უარყო ინფორმაცია, რომ მერის უფლებამოსილების ამოწურვის შემდეგ გერმანიაში საქართველოს ელჩის პოზიციაზე ინიშნება.
„სამი დღის წინ მე უკვე უარვყავი ეს ინფორმაცია. ეს არის მორიგი ჭორი. არჩევნები როგორც კი დასრულდება, გამცნობთ ჩემი გეგმების შესახებ“, – აღნიშნა ნარმანიამ.
წყარო: ინეტრპრესნიუსი