„ერთობა – ახალი საქართველოს“ პოლიტიკური მდივნის პაატა მანჯგალაძის განცხადებით, ”ქართულმა ოცნებამ” ამომრჩევლის უმრავლესობის ნდობა დაკარგა.
„ბოლო პერიოდების გამოკითხვებით დასტურდება, რომ “ქართულმა ოცნებამ” რეალურად დაკარგა ამომრჩეველთა უმრავლესობის ნდობა. მაგრამ თუ ვინ იქნება უმრავლესობის შემცვლელი ეს სხვადასხვა ფაქტორზეა დამოკიდებული. მათ შორის მნიშვნელოვანია ამომრჩევლის წინასწარ ჩამოყალიბებული პოზიტიური და ნეგატიური განწყობები ცალკეული კანდიდატების მიმართ, რაც გარკვეულწილად ლიმიტირებულს ხდის ცალკეული კანდიდატების ელექტორალურ შესაძლებლობებს. ერთადერთი კანდიდატი ვისაც თითქმის თანაბარი მიმღეობა გააჩნია ერთმანეთთან დაპირისპირებულ ჯგუფებში, გიორგი ვაშაძეა, რომელიც უარს ამბობს წარსულის შეცდომების, ნეგატივების აქცენტირებაზე, სოციალურ პოპულიზმზე, არ იკეტება ვიწრო სამეურნეო ინფრასტრუქტურულ ჩარჩოებში და საუბრობს ინოვაციურ პროგრამაზე, რომელიც მოიტანს დამატებით ინვესტიციებს და შექმნის რეალურ სამუშაო ადგილებს. რაც გარკვეულ პოზიტიურ ფონს ქმნის წინასაარჩევნოდ და გარკვეულ უპირატესობას აძლევს ელექტორალურ თვალსაზრისით”, – განაცხადა პაატა მანჯგალაძემ.
წყარო:ინტერპრესნიუსი