"ევროპული საქართველოს“ მერობის კანდიდატის, ლელა ქებურიას ინფორმაციით, მის მეუღლეს და პარტიის მხარდამჭერებს „ქართული ოცნების“ აქტივისტები ფიზიკურად დაუპირისპირდნენ. ქებურიას თქმით, დაზარალებულებს ცემის კვალი სახეზე ეტყობათ. „რადგან იყო დაშინების ფაქტები, მე გადავწყვიტე, რომ წავსულიყავით სოფელ ერგეტაში და ერთად წამოვსულიყავით აქციაზე. ჩემი მეუღლე ერთ პირთან ერთად ერგეტის ცენტრში დარჩა. იქვე დავინახე მანქანაში მყოფი „ქართული ოცნების“ მაჟორიტარი და ახალგაზრდული ფრთის წარმომადგენლები. რომ დავბრუნდით, ასეთი...
ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობებთან თანამშრომლობით, ვაკის რაიონის გამგეობამ მიმდმინარე წელს სხვადასხვა სახის სამუშაოების წარმოებაზე 2 369 834 ლარი დახარჯა. ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების ხელშეწყობის პროექტის ფარგლებში, 292 პროექტი განხორციელდა. კერძოდ, 88 ლიფტს, 46 შიდა წყალ-კანალიზაციას, 33 ბრტყელ და 14 ქანობიან სახურავს, 23 კიბეს, 10 კარს რეაბილიტაცია ჩაუტარდა. გარდა ამისა, 2 საცხოვრებელი სახლი კაპიტალურად გამაგრდა. ასევე 19 კორპუსის სართულშუა ნაპრალებს რეაბილიტაცია ჩაუტარდა, 10 სადარბაზო გარემონტდა...
ჩვენი გუნდის მიზანია ქალაქი მოვარგოთ თითოეული თბილისელის ინტერესს, თბილისი ვაქციოთ თანამედროვე, ევროპული ტიპის ქალაქად, სადაც ხალხი იცხოვრებს უკეთეს გარემოში, - აღნიშნული განცხადება „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ საბურთალოს მაჟორიტარობის კანდიდატმა დავით უთმელიძემ მოსახლეობასთან შეხვედრისას გააკეთა. როგორც „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოდან“ საბურთალოს მაჟორიტარობის კანდიდატმა მაჟორიტარობის კანდიდატმა მოსახლეობას საბურთალოზე დაგეგმილი ინფრასტრუქტურული პროექტები გააცნო. მისი თქმით, მომავალი 4 წლის განმავლობაში გზების, ესტაკადების,...
თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელის მოადგილის მხრიდან ბაგა-ბაღების დირექტორებისთვის უკანონო ბრძანებების გაცემის სავარაუდო ფაქტზე პროკურატურამ გამოძიება უნდა დაიწყოს, – ამის შესახებ ამის შესახებ „საერთაშორისო გამჭირვალობა - საქართველოს“ შუალედურ ანგარიშშია აღნიშნული, რომელიც საარჩევნოდ ადმინისტრაციული რესურსების გამოყენების მონიტორინგს ეხება. როგორც ანგარიშშია ნათქვამი, არსებობს აუდიოჩანაწერები, რომელთა მიხედვითაც, ბაგა-ბაღების დირექტორებს, სავარაუდოდ, ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს დირექტორის მოადგილე აძლევდა უკანონო ბრძანებებს. ორგანიზაცია გაუგებარს უწოდებს იმას, რომ...
საია წინასაარჩევნო პერიოდს სათაო და რეგიონული ოფისების მეშვეობით, თბილისსა და საქართველოს 8 რეგიონში: აჭარაში, გურიაში, იმერეთში, შიდა ქართლში, ქვემო ქართლში, კახეთში, მცხეთა-მთიანეთსა და სამეგრელოში აკვირდება. მონიტორინგის მიზანს, რომელიც USAID-ის მხარდაჭერით განხორციელებული პროექტის - „საქართველოში კონკურენტული, სამართლიანი და ინკლუზიური საარჩევნო გარემოს ხელშეწყობა 2016-2018 საარჩევნო ციკლისთვის“ ფარგლებში ხორციელდება, წარმოადგენს ხელი შეუწყოს: ობიექტური, სამართლიანი, დამოუკიდებელი და ეფექტური გამოძიების, სამართლიანი სასამართლოსა და ერთგვაროვანი პრაქტიკის დამკვიდრებას...
საკრებულოს ოპოზიციური ფრაქციები საქალაქო სასამართლოს სარჩელით მიმართავენ. ფრაქციები მოითხოვენ სასამართლომ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 29 სექტემბრისა და 10 ოქტომბრის გადაწყვეტილებები ბათილად ცნოს, როდესაც ზონალური სტატუსი შეეცვალა პუშკინის სკვერის მიმდებარე ტერიტორიას და ასევე თაბორის მთის ნაწილს. საკრებულოს ოპოზიციონერი დეპუტატები მიიჩნევენ, რომ როგორც ზონალური სტატუსის შეცვლის საკითხი, ასევე ქონების გადაცემის საკითხი ბიძინა ივანიშვილის კუთვნილი კომპანიისთვის არალეგიტიმურად მოხდა. „ჩვენ მოვითხოვთ, გაუქმდეს 29 სექტემბრისა და 10...
„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს” დაკვირვებით, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისთვის 2017 წლის 1 ივნისიდან 10 ოქტომბრამდე პერიოდში ადმინისტრაციული რესურსების გამოყენების თვალსაზრისით გამოიკვეთა რამდენიმე ნეგატიური ტენდენცია, რასაც შესაძლოა უარყოფითი გავლენა მოეხდინა საარჩევნო პროცესზე. განსაკუთრებით პრობლემური იყო საბიუჯეტო ორგანიზაციებში დასაქმებული თანამშრომლების საარჩევნო კამპანიაში ჩართვა. საანგარიშო პერიოდში ორგანიზაციამ ადმინისტრაციული რესურსის გამოყენების შემთხვევებზე სულ 16 საჩივარი შეიტანაცენტრალურ და სხვადასხვა საოლქო საარჩევნო კომისიებში. მათგან დაკმაყოფილდა ერთი, არ დაკმაყოფილდა 10 საჩივარი,...
საია-ს შეფასებით, ცესკო-ს გადაწყვეტილება, უკრაინელ ფეხბურთელ ანდრეი შევჩენკოსთან დაკავშირებით, სააგიტაციო ღონისძიებაში უკანონო მონაწილეობის დაკანონების რისკებს ქმნის. 21 სექტემბერს, საიამ საქართველოს ცენტრალურ საარჩევნო კომისიას წინასაარჩევნო კამპანიის (აგიტაციის) კანონით დადგენილ მოთხოვნათა სავარაუდო დარღვევის შესახებ განცხადებით მიმართა. კერძოდ, 19 სექტემბერს, საინფორმაციო სააგენტო „ინტერპრესნიუსის“ მიერ გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია „ვითიბი ბანკთან“ და ლუდ „აისთან“ ერთად, 29 სექტემბერს, „დინამო არენაზე“ საქველმოქმედო მატჩს „მსოფლიოს...
"ქართული ოცნება" ადმინისტრაციულ რესურსს არ იყენებს, - ამის შესახებ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ეკა ბესელიამ განაცხადა. მისივე თქმით, „ქართული ოცნება“ იყენებს პარტიულ რესურსს და მაქსიმალურად ცდილობს, კანონი იყოს დაცული. “ჩვენ ვიყენებთ პარტიულ რესურსს, პარტიულ შესაძლებლობებს, გამოცდილებას, მაგრამ ადმინისტრაციულ რესურსს პარტია არ იყენებს. ძალიან ყურადღებით და ფრთხილად ვეკიდებითა ამ საკითხს, რომ კანონი იყოს დაცული“, - განაცხადა ეკა ბესელიამ. დეპუტატის შეფასებით, საარჩევნო კამპანია...
„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“ წარმოგიდგენთ თბილისის მერობის კანდიდატებისა და საკრებულოს პარტიული სიების პირველი ნომრების ქონებას და ბიზნესინტერესებს, რომელთა მოკვლევა საჯარო რეესტრის ბაზებითა და შესაბამისი პირების ქონებრივი დეკლარაციების შესწავლით გახდა შესაძლებელი. თბილისის მერობის 14 კანდიდატს შორის მხოლოდ ერთი - ალექსანდრე ელისაშვილი არის დამოუკიდებელი კანდიდატი; დედაქალაქს მერობის 2 ქალი კანდიდატი ჰყავს - ელენე ხოშტარია „ევროპული საქართველოდან“ და ირმა ინაშვილი „დავით თარხან-მოურავი, ინაშვილი - საქართველოს პატრიოტთა...
ქუთაისში, პარლამენტის შენობაში წყალი ჩამოდის, შესაბამისად, საჭიროა მისი დაუყოვნებლივ რეაბილიტაცია, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ შესაბამის საკითხზე კომენტირებისას ჟურნალისტებს განუცხადა. "თქვენ ყველა ხედავთ, რა მდგომარეობაშია ქუთაისის შენობა, რა მდგომარეობაშია მისი მიმდებარე ტერიტორია. ნამდვილად არ არის სახარბიელო ვითარება. სამწუხაროდ, შენობაში წყალი ჩამოდის, შესაბამისად, საჭიროა შენობის დაუყოვნებლივ რეაბილიტაცია, მათ შორის, გადახურვის - შუშის კონსტრუქციის რეაბილიტაცია. ძალიან მნიშვნელოვანია ასევე მიმდებარე ტერიტორიის...
ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის დღევანდელ სხდომაზე ხმაური იყო. სემეკის სხდომაზე, სადაც ორი კომპანიის სამომავლო გეგმების შესახებ მსჯელობდნენ, "ლეიბორისტული პარტიის" თბილისის მერობის კანდიდატი გიორგი გუგავა მივიდა. გუგავას განცხადებით, სემეკი ელექტროენერგიაზე ტარიფის გაზრდას აპირებს, რასთან დაკავშირებითაც კომისიის წევრებს გარკვეული შეკითხვებით მიმართა. ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის წევრებმა გუგავას განუმარტეს, რომ დღევანდელი სხდომის დღის წესრიგი ტარიფების საკითხის განხილვას არ ითვალისწინებდა. ხანმოკლე სიტყვიერი...
„შენების მოძრაობის“ ერთ-ერთი დამფუძნებელი დავით უსუფაშვილი 16 ოქტომბერს ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფელ კიცხში მოსახლეობას შეხვდა. მან მოქალაქეებს მხარდაჭერისკენ მოუწოდა და „შენების მოძრაობის“ მთავარი პრინციპები და ხედვები განმარტა. „ყოველდღე რაღაც იცვლება ჩვენს ცხოვრებაში, მაგრამ უკეთესობისკენ – ბევრი არაფერი, – აღნიშნა დავით უსუფაშვილმა შეხვედრაზე, – 27 წელია, დამოუკიდებელი ქვეყანა ვართ. სიღარიბე და უსამართლობა დღემდე ვერ დავძლიეთ. მოსემ ებრაელი ხალხი უდაბნოში 40 წელი ატარა, რომ განწმენდილიყო...
„თბილისიმარათონი 2017“-ის გაუქმებასთან დაკავშირებით, თბილისის მერია განცხადებას აქვეყნებს. "გვსურს, განვმარტოთ, რომ „თბილისიმარათონი 2017“-ის გაუქმების შესახებ გადაწყვეტილება მიიღო ღონისძიების საორგანიზაციო ჯგუფმა და არა დედაქალაქის მთავრობამ. „თბილისიმარათონი“ წლებია, მერიის მხარდაჭერითა და პატრონაჟით იმართება. გარდა ამისა, აღსანიშნავია, რომ ღონისძიება ერთის მხრივ, ქველმოქმედებას, ხოლო მეორეს მხრივ ჯანსაღი ცხოვრების წესის ხელშეწყობას ისახავს მიზნად, რასაც ჩვენ მხოლოდ და მხოლოდ მივესალმებით. მეტიც, ღონისძიების პოპულარიზაციის მიზნით მარათონის თბილისის ზღვის...
ქვემო ქართლის ვეტერანთა სამმართველოს ორგანიზებით, რუსთავში, ვეტერანთა დღესთან დაკავშირებით, გამწვანების აქცია გაიმართა. აქციაში მონაწილეობა ქვემო ქართლის გუბერნატორმა გრიგოლ ნემსაძემ, რუსთავის საკრებულოს თავმჯდომარე დავით მაღლაკელიძემ, მერის მოადგილე დავით ლობჟანიძემ, საქართველოს პარლამენტში რუსთავის მაჟორიტარმა დეპუტატმა პაატა მხეიძემ, ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებმა და რუსთაველმა ვეტერანებმა მიიღეს. ”დღევანდელ დღეს ვულოცავ ჩვენს ვეტერანებს და მათ ოჯახის წევრებს. ძალზედ მნიშვნელოვანი დღეა, უკვე რამდენიმე წელია ამ დღეს...
ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებამდე რამდენიმე დღეა დარჩენილი. რადიო "ძველი ქალაქი" გთავაზობთ ინფორმაციას, ზესტაფონის მუნიციპალიტეტში, პარტიების მიერ წარდგენილ კანდიდატთა ქონებრივი მდგომარეობისა და ბიზნესწილების შესახებ. "ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო"-ს ზესტაფონის მერობის კანდიდატი კახაბერ მახათაძე 1988-1998 წლებში მუშაობდა თბილისის შამპანურის ქარხანაში ინჟინერ-ტექნოლოგად; 1998-1999 წლებში იყო ხაშურის ძეხვეულისა და ნაყინის ქარხნის დირექტორი; 1999-2003 წლებში ეკავა საქართველოს საპატრიარქოს "ხაშმის" ღვინის ქარხნის დირექტორის თანამდებობა; 2003-2011 წლებში იყო საპატრიარქოს...

ბლოგი

ტესტი

ვინ რას წყვეტს? – გაარჩიე უფლებამოსილებები

შეგიძლია, გაარჩიო, რომელ საკითხს წყვეტს ადგილობრივი ხელისუფლება და რომელს - ცენტრალური? - შეავსე ქვიზი და გაიგე, რამდენად კარგად ერკვევი მმართველობით სისტემებში. დავიწყოთ!

თვითმმართველობის ისტორია

სოფელ-სოფელ