ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის დღევანდელ სხდომაზე ხმაური იყო.
სემეკის სხდომაზე, სადაც ორი კომპანიის სამომავლო გეგმების შესახებ მსჯელობდნენ, “ლეიბორისტული პარტიის” თბილისის მერობის კანდიდატი გიორგი გუგავა მივიდა.
გუგავას განცხადებით, სემეკი ელექტროენერგიაზე ტარიფის გაზრდას აპირებს, რასთან დაკავშირებითაც კომისიის წევრებს გარკვეული შეკითხვებით მიმართა.
ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის წევრებმა გუგავას განუმარტეს, რომ დღევანდელი სხდომის დღის წესრიგი ტარიფების საკითხის განხილვას არ ითვალისწინებდა. ხანმოკლე სიტყვიერი დაპირისპირების შემდეგ გუგავამ სხდომა დატოვა.
ამ დროისთვის სემეკის სხდომა გრძელდება. კომისია „ენერგო-პრო ჯორჯიასა“ და „თელასის“ 5-წლიანი გეგმების შესახებ მსჯელობს. ტარიფების საკითხის განხილვა დღის წესრიგით გათვალისწინებული არ არის.
წყარო: ინტერპრესნიუსი