ოპოზიციური ფრაქციები თბილისის საკრებულოს გადაწყვეტილებების ბათილად ცნობის შესახებ სასამართლოს სარჩელით მიმართავენ

641

საკრებულოს ოპოზიციური ფრაქციები საქალაქო სასამართლოს სარჩელით მიმართავენ. ფრაქციები მოითხოვენ სასამართლომ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 29 სექტემბრისა და 10 ოქტომბრის გადაწყვეტილებები ბათილად ცნოს, როდესაც ზონალური სტატუსი შეეცვალა პუშკინის სკვერის მიმდებარე ტერიტორიას და ასევე თაბორის მთის ნაწილს.

საკრებულოს ოპოზიციონერი დეპუტატები მიიჩნევენ, რომ როგორც ზონალური სტატუსის შეცვლის საკითხი, ასევე ქონების გადაცემის საკითხი ბიძინა ივანიშვილის კუთვნილი კომპანიისთვის არალეგიტიმურად მოხდა.

„ჩვენ მოვითხოვთ, გაუქმდეს 29 სექტემბრისა და 10 ოქტომბრის გადაწყვეტილებები, როდესაც ბიძინა ივანიშვილისათვის გადასაცემ ნაკვეთებს მოეხსნა ზონალური სტატუსი და მეორე შემთხვევაში ეს ნაკვეთები გასხვის

და ბიძინა ივანიშვილზე. ამავე დროს, ჩვენ მოვითხოვთ საკრებულოს ამ გადაწყვეტილებების აღსრულების შეჩერებას, ვიდრე სასამართლო არ მიიღებს საბოლოო გადაწყვეტილებას“, – განაცხადა „ერთიანი ნაციონალურ მოძრაობის“ საკრებულოს წევრმა მარიკა დათუკიშვილმა.

სარჩელს ხელი მოაწერეს: „რესპუბლიკურმა პარტიამ“, „ევროპულმა საქართველომ,“, „ნაციონალურმა მოძრაობამ“ და „ეროვნულმა ფორუმმა“.

წყარო: ინტერპრესნიუსი