ირაკლი კობახიძე: ქუთაისში, პარლამენტის შენობაში წყალი ჩამოდის, საჭიროა მისი დაუყოვნებლივ რეაბილიტაცია

553

ქუთაისში, პარლამენტის შენობაში წყალი ჩამოდის, შესაბამისად, საჭიროა მისი დაუყოვნებლივ რეაბილიტაცია, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ შესაბამის საკითხზე კომენტირებისას ჟურნალისტებს განუცხადა.

“თქვენ ყველა ხედავთ, რა მდგომარეობაშია ქუთაისის შენობა, რა მდგომარეობაშია მისი მიმდებარე ტერიტორია. ნამდვილად არ არის სახარბიელო ვითარება. სამწუხაროდ, შენობაში წყალი ჩამოდის, შესაბამისად, საჭიროა შენობის დაუყოვნებლივ რეაბილიტაცია, მათ შორის, გადახურვის – შუშის კონსტრუქციის რეაბილიტაცია. ძალიან მნიშვნელოვანია ასევე მიმდებარე ტერიტორიის კეთილმოწყობა. ეს უნდა გაკეთდეს არა მხოლოდ პარლამენტისთვის, ეს პარკი მოემსახურება ქუთაისის მოსახლეობას”,- განაცხადა კობახიძემ.

რაც შეეხება პარლამენტის შენობას თბილისში, ირაკლი კობახიძის თქმით, ერთ-ერთი ფლიგელი საჭიროებს რეაბილიტაციას.

“იქ მოეწყობა ახალი სივრცეები, მათ შორის საკონფერენციო. სხვადასხვა ტიპის საქმიანობა შეიძლება იქ განხორციელდეს”, – დასძინა კობახიძემ.

პარლამენტის ქუთაისისა და თბილისის შენობების რეკონსტრუქცია-რეაბილიტაციისთვის 4.5 მილიონ ლარამდე დაიხარჯება.

წყარო: ინტერპრესნიუსი