სადამკვირვებლო ორგანიზაცია "მრავალეროვანი საქართველო" მარნეულში მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით საგანგებო განცხადებას ავრცელებს. "საერთო სამოქალაქო მოძრაობა"მრავალეროვანი საქართველო" გმობს მარნეულის N20 საარჩევნო ოლქში, სოფელ ყიზილაჯლოში, საარჩევნო სუბიექტის - "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" წევრებზე მომხდარ თავდასხმის ფაქტს. აღშნული შემთხვევა, 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებში იმავე სოფელ ყიზილაჯლოში მომხდარი ინციდენტის გათვალისწინებით, არჩევნებამდე ერთი დღით ადრე, გაცილებით დაძაბულს გახდის კენჭისყრის დღის მსვლელობას. გნსაკუთრებულ ყურადღებას მოითხოვს ის ფაქტი, რომ...
გორის მუნიციპალიტეტის გამგეობის თანამშრომელს ზაზა მუზაშვილს 2 000-ლარიანი ჯარიმა დაეკისრა. ამის შესახებ გადაწყვეტილება გორის 32-ე საოლქო საარჩევნო კომისიამ მიიღო. ზაზა მუზაშვილს ადმინისტრაციული სამართალდარღევათა ოქმი გამოუწერეს იმის გამო, რომ მან მოქმედი გამგებლისა და ამავე დროს გორის მერის კანდიდატის დავით ონიაშვილის საარჩევნო ბანერის გასანათებლად პროჟექტორი გამგეობის ტექნიკით დაამონტაჟა.. მოკვლევით გაირკვა, რომ ზაზა მუზაშვილი კეთილმოწყობის სამსახურის უფროსის, გიორგი ხიდაშელის დავალებით მოქმედებდა. გიორგი ხიდაშელმა წერილობით...
საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია გაეროს განვითარების პროგრამის პროექტის ,,საქართველოს 2017 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მედიამონიტორინგი“ ფარგლებში, ევროკავშირის ფინანსური დახმარებით აკვირდება ტელემედიის მიერ 2017 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების გაშუქებას. მონიტორები აკვირდებიან 14 სატელევიზიო არხის საუკეთესო საეთერო დროს - (პრაიმ ტაიმში) გასულ საზოგადოებრივ-პოლიტიკური ტოქშოუებს და საინფორმაციო გამოშვების იმ ნაწილს, სადაც რესპონდენტებთან ათ წუთზე მეტი ქრონომეტრაჟის ინტერვიუს სთავაზობენ მაყურებელს. მონიტორინგი ხორციელდება შემდეგ სატელევიზიო...
შინაგან საქმეთა მინისტრმა, გიორგი მღებრიშვილმა სოფელ ყიზილაჯლოში მომხდარი დაჭრის ფაქტზე საუბრისას ჟურნალისტებს სთხოვა, რომ წინასწარი ვერსიების გავრცელებისგან თავი შეიკავონ და ფაქტი პოლიტიკურ ჭრილში არ განიხილონ.  "მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით უკვე დაწყებულია გამოძიება. მიმდინარეობს ინტენსიური საგამოძიებო და ოპერატიული მოქმედებები. მე გთხოვდით, რომ წინასწარი ვერსიების გავრცელებისგან თავი შევიკავოთ. ნუ განვიხილავთ პოლიტიკურ ჭრილში. ჩემი თხოვნა იქნება, პოლიტიკური სარჩული მოვუხსნათ ამ თემას. მიუხედავად ამისა, ჩვენ ყველა ვერსიაზე ვმუშაობთ. ვფიქრობ, უახლოეს საათებში უფრო...
„ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ წარმომადგენლები მარნეულში, კლინიკა „ჯეო ჰოსპიტალსში“ იმყოფებიან, სადაც პარტიის საარჩევნო შტაბთან თავდასხმის დროს დაშავებულ პირებს გადაუდებელი სამედიცინო დახმარება უტარდებათ. საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის, არჩილ თალაკვაძის განმარტებით, მომხდარ ფაქტს გამოძიება დაადგენს. რაც შეეხება დაშავებულების ჯანმრთელობის მდგომარეობას, თალაკვაძის ინფორმაციით, ორს მუცლის ღრუში შემავალი ჭრილობები აღენიშნება და ოპერაცია უტარდებათ, ხოლო ერთი დაშავებული ინტენსიური თერაპიის განყოფილებაშია გადაყვანილი. „ქვემო ქართლში, სოფელ ყიზილაჯლოში, ჯერჯერობით დაუდგენელმა...
საარჩევნო მედიაცენტრში 20 ოქტომბერს ორი პრესკონფერენციაა დაგეგმილი. 13.30 საათზე არასამთავრობო ორგანიზაცია "მრავალეროვანი საქართველო" მედიას წინასაარჩევნო მონიტორინგის შედეგებს წარუდგენს, ხოლო 14:00 საათზე საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია, "სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება" და "საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო" ერთობლივ პრესკონფერენციას გამართავენ, რომელზეც წინასაარჩევნო გარემოს შეაფასებენ. საარჩევნო მედიაცენტრი ფონდის - "ღია საზოგადოება - საქართველო" მხარდაჭერით გაიხსნა. მედიაცენტრში წინასაარჩევნო გარემოს, არჩევნების მიმდინარეობისა და არჩევნების შემდგომი პერიოდის შესახებ საზოგადოებას...
20 ოქტომბერს, 13 საათზე, გაიხსნება არასამთავრობო ორგანიზაციების საარჩევნო მედია ცენტრი, სადაც, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების პერიოდში, 6 არასამთავრობო ორგანიზაცია მედიას არჩევნებზე დაკვირვების შედეგებს გააცნობს. არჩევნების დღეს, 21 ოქტომბერს გაიმართება 20, ხოლო 22 ოქტომბერს - 6 ბრიფინგი. მედიაცენტრში, რომელიც ფონდის - "ღია საზოგადოება - საქართველო" მხარდაჭერით იმუშავებს, არჩევნებზე მონიტორინგის შედეგებს წარმოადგენენ "სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება", "საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია", "საერთაშორისო გამჭვირვალობა...
ცოტა ხნის წინ სოფელ ყიზილაჯლოში თავდასხმა მოხდა "ქართული ოცნების" შტაბთან. დაჭრილია ხუთი პირი, მათ შორის, საკრებულოს მაჟორიტარობის კანდიდატი ჯეიხუნ ჩოიდაროვი და საკრებულოს მოქმედი დეპუტატი. ადგილზე იმყოფებიან შს მინისტრი, ქვემო ქართლის გუბერნატორი, ცენტრალური და საოლქო კომისიების წარმომადგენლები, "ქართული ოცნების" ლიდერები და წარმომადგენლები. მობილიზებულია შესაბამისი სამსახურები. დაჭრილი პირები გადაყვანილები არიან საავადმყოფოში და მათ უტარდებათ შესაბამისი სამედიცინო დახმარება. არსებული ინფორმაციით, ერთ-ერთერთი დაჭრილის თბილისში გადმოყვანა იგეგმება,...
21 ოქტომბრის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში გორის მერობის 9 კანდიდატია დარეგისტრირებული, აქედან 3 ქალია. ქალები შემდეგმა საარჩევნო ბლოკებმა წარადგინეს: „შალვა ნათელაშვილი -საქართველოს ლეიბორისტული პარტია“, „გიორგი ვაშაძე - ერთობა ახალი საქართველო“ და „სახალხო - ხალხის ერთსულოვნება“. პროპორციული საარჩევნო სისტემის საფუძველზე N32-ე გორის საარჩევნო ოლქში 13-მა პოლიტიკურმა პარტიამ და ბლოკმა წარადგინა სიები. პროპორციული სიებით წარდგენილთა საერთო რაოდენობა 290-ია და აქედან მხოლოდ 32.1%, ანუ...
ფოთში რეგისტრირებული მერობის 7 და საკრებულოს მაჟორიტარობის 52 კანდიდატის საარჩევნო კამპანია ფინიშს მიუახლოვდა. კანდიდატები აქტიურად ხვდებოდნენ სხვადასხვა უბნის მოსახლეობას. ისმენდნენ პრობლემებს, რომელიც, პრაქტიკულად, ყველგან ანალოგიურია და არაფრით განსხვავებული წინა საარჩევნო წლებისგან - უმუშევრობა, სიდუხჭირე, მოუწესრიგებელი ინფრასტრუქტურა. „დაპირებები არ იყოს! სამუშაო არა გვაქვს, დენს მოუმატეს, გაზს მოუმატეს, ბაზარი დაწვეს, ტყე დაწვეს, ყველაფერი დაწვეს...180 ლარით პენსიონერმა რა უნდა გავაკეთო - კომუნალურები გადავიხადო, თუ...
არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე პოლიტიკური ტემპერატურა, სხვა რეგიონების მსგავსად, კახეთშიც მატულობს. თუ აქამდე წინასაარჩევნო კამპანია მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობდა, ბოლო პერიოდში პოლიტიკური პარტიები ზეწოლის ფაქტებზე ალაპარაკდნენ. გარკვეულ დარღვევებზე ადგილობრივი სადამკვირვებლო ორგანიზაციებიც მიუთითებენ, თუმცა, განსაკუთრებულად დაძაბულ ვითარებად წინასაარჩევნო პერიოდს არ განიხილავენ. Droa.ge-მ ოპოზიციისა და ადგილობრივი დამკვირვებელი ორგანიზაციების მიერ დაფიქსირებულ დარღვევებს მოუყარა თავი. როგორც ცნობილია, 10 ოქტომბერს თბილისის საკრებულოსთან გამართულ აქციაზე „ერთიანი ნაციონალური...
პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი ამომრჩევლებს 21 ოქტომბრის არჩევნებში მონაწილეობისკენ მოუწოდებს. ამის შესახებ მან დღეს საქართველოს მთავრობის სხდომაზე განაცხადა. პრემიერმა ასევე, მიმართა სახელმწიფო უწყებებს, პოლიტიკურ ძალებსა და ამომრჩევლებს მოუწოდა, არჩევნები ისე ჩაატარონ, რომ ეს იყოს დემოკრატიისკენ გადადგმული კიდევ ერთი ნაბიჯი. "რამდენიმე დღეში ჩვენს ქვეყანაში ტარდება მნიშვნელოვანი - ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები. დარწმუნებული ვარ, ეს არჩევნები იქნება მორიგი დასტური იმისა, რომ ჩვენს ქვეყანაში განხორციელებული...
საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა ამომრჩევლებს 21 ოქტომბრის არჩევნებში აქტიურობისკენ მოუწოდა. "ორ დღეში ჩვენ, საქართველოს მოქალაქეებს, გვაქვს შესაძლებლობა, კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადავდგათ ჩვენი უფლებების გასაღრმავებლად - გავაძლიეროთ ქართული დემოკრატია! ეს არის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები. მოგიწოდებთ ყველა მოქალაქეს, იყოთ აქტიურნი, მიხვიდეთ საარჩევნო უბნებზე, მოიხადოთ თქვენი მოქალაქეობრივი ვალი და წვლილი შეიტანოთ დემოკრატიის გაღრმავებაში. თქვენი ქალაქებიდან, სოფლებიდან, მუნიციპალიტეტებიდან აქტიური მონაწილეობა მიიღოთ ხელისუფლების ჩამოყალიბების პროცესში....
2017 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებამდე ორი დღით ადრე სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოებამ წინასაარჩევნო მონიტორინგის მესამე შუალედური ანგარიში გამოაქვეყნა. ანგარიში მოიცავს 26 სექტემბრიდან 16 ოქტომბრის ჩათვლით პერიოდს, რომლის დროსაც წინასაარჩევნო კამპანია შესამჩნევად დინამიური გახდა - „სამართლიანი არჩევნების“ დამკვირვებლები საარჩევნო სუბიექტების მიერ გამართულ 379 საჯარო შეხვედრას დააკვირდნენ. კენჭისყრის დღის მოახლოებასთან ერთად, გახშირდა კანონმდებლობის დარღვევის ისეთი ფაქტები, რომელიც საფრთხეს უქმნის საარჩევნო...
გურჯაანის   მუნიციპალიტეტის   სოფელ   ველისციხეში   მაჟორიტარი   დეპუტატის   თანამდებობაზე   კენჭს   დამოუკიდებელი კანდიდატი ნათია გიორგაძე იყრის. ველისციხის მაჟორიტარი დეპუტატობის დამუკიდებელი კანდიდატი 3 ძირითადი პრიორიტეტს ასახელებს, რომელზე მუშაობასაც არჩევნებში გამარჯვებისთანავე შეუდგება. ნათია გიორგაძე აღნიშნავს, რომ სოფელ ველისციხეს უნდა ჰქონდეს სიმბოლურად ქალაქის სტატუსი. ,,ქალაქის სტატუსთან დაკავშირებით ვაკმაყოფილებთ პირველ და მთავარ კრიტერიუმს – სოფელში ცხოვრობს 7 ათას მოსახლეზე მეტი. მეორე დაპირებაა ის, რომ დაიწყება ველისციხის წყალმომარაგება ალაზნიდან, ამჟამად წყალიმოგვეწოდება ჭერმის ხევიდან. განხორციელდება აბონენტების გამრიცხველიანებადა მოიხსნება წყლის საკითხი დღის წესრიგიდან. მესამე დაპირება მდგომარეობსიმაში, რომ ვარ ახლაც და ვიქნები მომავალში თითოეული ადამიანის დეპუტატი. ხშირი კომუნიკაცია მაქვს ჩემ თანამოქალაქეებთან“, – განაცხადა ნათია გიორგაძემ. არჩევნებამდე 1 კვირით ადრეც ნათია გიორგაძე...
„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველომ“ შეისწავლა 2014-2017 წლებში თბილისის მერიასთან არსებულიტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების საკითხთა საბჭოს   (ე.წ. „ზონალური საბჭო“) მუშაობა, რომელიც განიხილავს,  ამზადებს შესაბამის დასკვნებს და ასევე გასცემს რეკომენდაციებს ქალაქ თბილისის ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების შესახებ. კვლევის შედეგად გამოიკვეთა შემდეგი: ზონალურ საბჭოში ეფექტურად არ არის უზრუნველყოფილი  ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის რისკების პრევენცია. კვლევის შედეგად გამოიკვეთა მთელი რიგი შემთხვევები, როდესაც ზონალური საბჭოს მიერ...

ბლოგი

ტესტი

ვინ რას წყვეტს? – გაარჩიე უფლებამოსილებები

შეგიძლია, გაარჩიო, რომელ საკითხს წყვეტს ადგილობრივი ხელისუფლება და რომელს - ცენტრალური? - შეავსე ქვიზი და გაიგე, რამდენად კარგად ერკვევი მმართველობით სისტემებში. დავიწყოთ!

თვითმმართველობის ისტორია

სოფელ-სოფელ