საარჩევნო მედიაცენტრში 20 ოქტომბერს ორი პრესკონფერენცია გაიმართება

1029

საარჩევნო მედიაცენტრში 20 ოქტომბერს ორი პრესკონფერენციაა დაგეგმილი.

13.30 საათზე არასამთავრობო ორგანიზაცია “მრავალეროვანი საქართველო” მედიას წინასაარჩევნო მონიტორინგის შედეგებს წარუდგენს, ხოლო 14:00 საათზე საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია, “სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება” და “საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო” ერთობლივ პრესკონფერენციას გამართავენ, რომელზეც წინასაარჩევნო გარემოს შეაფასებენ.

საარჩევნო მედიაცენტრი ფონდის – “ღია საზოგადოება – საქართველო” მხარდაჭერით გაიხსნა. მედიაცენტრში წინასაარჩევნო გარემოს, არჩევნების მიმდინარეობისა და არჩევნების შემდგომი პერიოდის შესახებ საზოგადოებას ინფორმაციას 6 ადგილობრივი სადამკვირვებლო ორგანიზაცია – “სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება”, საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია, “საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო”, “განვითარებისა და დემოკრატიის ცენტრი”, “მრავალეროვანი საქართველო” და “ადამიანის უფლებათა ცენტრი” მიაწვდიან.