“მერები ეკონომიკური ზრდისთვის“- ასე ჰქვია ევროკავშირის საპილოტე პროექტს, რომლის პრეზენტაციაც 7 თებერვალს, სასტუმრო „ბეტსში“ გაიმართება. ევროკავშირი გრანტის სახით, სამი საპილოტე პროექტის განსახორციელებლად ბოლნისის, გორისა და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტებისთვის 1.4 მილიონ ევროს გამოყოფს. ევროკავშირის წარმომადგენლობიდან მოწოდებული ინფორმაციით, პროექტის მიზანია, ფართო საზოგადოებას გააცნოს საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობასა და საქართველოს მუნიციპალიტეტებს შორის გაფორმებული სამი საგრანტო კონტრაქტი. მუნიციპალიტეტები ევროკომისიამ აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების ადგილობრივი ადმინისტრაციებისთვის გამოცხადებული საგრანტო კონკურსის...
დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტში რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან 8 ინფრასტრუქტურული პროექტი 1 469 231 ლარით დაფინანსდა. პროექტების განსახორციელებლად თანხის ნაწილი ადგილობრივი ბიუჯეტიდან გამოიყოფა, დიდი ნაწილი კი სწორედ ცენტრალური ბიუჯეტიდან ანაზღაურდება. გამოყოფილი თანხის უმეტესობა საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგებას მოხმარდება. კერძოდ, დაგეგმილია ქალაქ დედოფლისწყაროში, ლეონიძის ქუჩაზე, ასფალტის საფარის რეაბილიტაცია, რაზეც რეგფონდიდან 76,532 ლარი დაიხარჯება. მოწესრიგდება ვაჟა-ფშაველას ქუჩაც, რომლისთვისაც ცენტრალური ბიუჯეტიდან 173,973 ლარი გამოიყოფა. ასფალტის საფარი რეაბილიტირდება...
სიღნაღის მუნიციპალიტეტის მერმა გიორგი გოგილაშვილმა და მერის პირველმა მოადგილემ, მადონა ბატიაშვილმა, სოფელ ჯუგაანში, ძველი სკოლის საუბნო გზის ასფალტობეტონის საფარის სარეაბილიტაციო სამუშაოები ადგილზე მოინახულეს. ეს გზა ამ ეტაპისთვის მოხრეშილია და მიმდინარეობს ორი სახიდე გადასასვლელის რეაბილიტაცია. ამ სამუშაოებისთვის, ადგილობრივი ბიუჯეტიდან 79521 ლარია გამოყოფილი. სარეაბილიტაციო სამუშაოებს ასრულებს შ.პ.ს. ,,პრიორიტეტი“.
ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერიამ სოციალური პროგრამების ფარგლებში, იანვრის თვეში 89 892 ლარის დაფინანსება გასცა. ინფორმაციას თავად უწყება ავრცელებს. მერიის ცნობით, ამ თანხით მუნიციპალიტეტი 367 ბენეფიციარს დაეხმარა. ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერის ლევან ლიპარტიას განმარტებით, 50 030 ლარი 112 მოქალაქის სტაციონარული მომსახურებისათვის გამოიყო, მედიკამენტების შესაძენად კი 81 ბენეფიციარი 14 812 ლარით დაფინანსდა. მოქმედი სოციალური პროგრამების მიხედვით, დახმარება მიიღეს 4 და მეტ შვილიანმა ოჯახებმა, შშმ პირებმა, გამოჩენილმა...
თბილისის საკრებულოში დღეს ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობის" მოთხოვნით რიგგარეშე სხდომა გაიმართება. სხდომის მთავარი თემა ვარკეთილის მეტროში მომხდარი უბედური შემთხვევა იქნება. ამის შესახებ ინფორმაციას imedinews.ge ავრცელებს. სხდომაზე ნაციონალები თბილისის მერიის წარმომადგენლების, მერისა და პასუხისმგებელი პირების მისვლას მოითხოვენ. 5 თებერვალს ვარკეთილის მეტროს შესახებ დისკუსიაზე საკრებულოში მერიის წარმომადგენლები ფრაქცია "ევროპულმა საქართველომ" მიიწვია, თუმცა არ მივიდნენ. 30 იანვარს, მეტროსადგურ ვარკეთილში ჭერი 10:30 საათისთვის ჩამოინგრა. უბედური შემთხვევის შედეგად 14...
2018 წელს იმერეთის რეგიონის მუნიციპალიტეტებში დაგეგმილი ინფრასტრუქტურული პროექტებით ქუთაისი ლიდერობს. რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან საპარლამენტო ქალაქს 7 621 632 ლარით 27 პროექტი დაუფინანსდა. საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მიერ მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, აღნიშნული თანხა, უმეტესად, საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგებას მოხმარდება, თუმცა, ასევე, დაგეგმილია სპორტული ინფრასტრუქტურის მოწყობა, საბავშვო ბაღებისა და მრავალბინიანი კორპუსების ფასადების რეაბილიტაცია. კერძოდ, დაგეგმილია ბუხაიძის ქუჩაზე მდებარე №15 საბავშვო ბაღზე...
სენაკში ორსართულიანი, თანამედროვე სტანდარტების საბავშვო ბაღი გაიხსნა. საბავშვო ბაღში მოეწყო სასადილო და საძინებელი ოთახები, სამზარეულო და სველი წერტილები, დამონტაჟდა ცენტრალური გათბობისა და სავინტილაციო სისტემა, ასევე ბაღი შშმ პირებისათვის ადაპტირებულია, აღჭურვილია ახალი ინვენტარით. ბაღი 90 აღსაზრდელზეა გათვლილი. ბაღის მშენებლობაზე 280 000 ლარი დაიხარჯა. პროექტი განხორციელდა რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდისა და სენაკის მუნიციპალიტეტის მერიის თანადაფინანსებით. 2013 წლიდან დღემდე, სენაკის მუნიციპალიტეტის მასშტაბით, რეაბილიტაცია ჩაუტარდა 26...
საჩხერის მუნიციპალიტეტში 2018 წელს 14 ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელებაა დაგეგმილი. ამ მუნიციპალიტეტში ინფრასტრუქტურული სამუშაოებისთვის რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან 3 548 432 ლარია გამოყოფილი. პროექტები, ძირითადად, საგზაო ინფრასტრუქტურის, მრავალბინიანი კორპუსების ეზოებისა და ხიდების რეაბილიტაციას მოხმარდება. გარდა ამისა, მიმდინარე წელს საჩხერეს ერთი ახალი საბავშვო ბაღი შეემატება. საბავშვო ბაღის მშენებლობა სოფელ არგვეთაშია დაგეგმილი და რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან 237,500 ლარით დაფინანსდება. რაც შეეხება საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგებას,...
ბოლო დღეების განმავლობაში ოზურგეთში საზოგადოებრივი ტრანსპორტის მომსახურების ფასები 20-30 თეთრით გაიზარდა. ამის შესახებ ინფორმაციას "გურიის მოამბე" ავრცელებს. ფასების ზრდას სოფლების მიმართულებით მოძრავი მიკროავტობუსებისა და ავტობუსების მძღოლები საწვავის გაძვირებით ხსნიან. გაზრდილი ფასებით უკმაყოფილო მგზავრები ამბობენ, რომ ახალი ტარიფებით შესაძლოა ბევრმა ვერც კი მოახერხოს ტრანსპორტით მგზავრობა: "რაც იყო, იმ ფასსაც ვერ ვიხდიდით. ყველაფერი გაძვირებულია, საჭმელი, წამალი, კომუნალურები, ახლა ტრანსპორტის გადასახადიცვ გაიზარდა, ხელფასები ჩვენ არ...
ასპინძის მუნიციპალიტეტის მერიაში საჯარო მოხელეთა შესარჩევი კონკურსი ისე დასრულდა, რომ გამოცხადებული 11 პოზიციიდან სამი ისევ ვაკანტური დარჩა. ინფორმაციას "სამხრეთის კარიბჭე" ავრცელებს. გამოცემის ცნობით, ამ სამი ვაკანსიიდან ორზე - ურიდიულ სამსახურში განყოფილების უფროსისა და ინფრასტრუქტურისა და სივრცითი მოწყობის განყოფილების უფროსი სპეციალისტის პოზიციაზე განაცხადები შევიდა. თუმცა, პირველ შემთხვევაში კონკურსის მესამე ეტაპზე აპლიკანტები არ გამოცხადდნენ. მეორე პოზიციაზე კი განმცხადებელმა ბოლო ეტაპი გასაუბრება ვერ გაიარა. რაც...
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიაში, ახალგაზრდულ და გენდერული თანასწორობის საქმეთა განყოფილების ინიციატივით, ახალგაზრდული თვითმმართველობა დაფუძნდა. თვითმმართველობის შემადგენლობაში საჯარო სკოლის მოსწავლეები და სტუდენტები შედიან, ჯამში 26 წევრია. ახალგაზრდული თვითმმართველობის წევრები დღეს შეიკრიბნენ და თვითმმართველობის თავმჯდომარე, თავმჯდომარის მოადგილეები და კომისიის თავმჯდომარეები აირჩიეს. ახალგაზრდული თვითმმართველობა ახალგაზრდული პოლიტიკის შექმნასა და სხვადასხვა პროექტებზე იმუშავებს.
2018 წელს სამტრედიის მუნიციპალიტეტში, ინფრასტრუქტურული პროექტების განსახორციელებლად, რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან, ამ ეტაპზე, 16 პროექტი 4 425 262 ლარით დაფინანსდება. საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მიერ მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, ამ დროისთვის რეგფონდიდან ჯამში 1 998 865 ლარია გამოყოფილი და ის სრულად საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგებას მოხმარდება. ფონდიდან გამოყოფილი 369,695 ლარი სამტრედიის მუნიციპალიტეტში, ქუთაისი-ხონი-სამტრედიის ავტომაგისტრალის მარჯვენა მხარეს, დაბა კულაშის საჯარო სკოლის წინამდებარე...
2018 წელს თერჯოლის მუნიციპალიტეტში დაგეგმილი ინფრასტრუქტურული პროექტებისთვის რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან 3,745 508 ლარია გამოყოფილი. საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მიერ მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, თერჯოლის მუნიციპალიტეტში 11 ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელებაა დაგეგმილი. რეგფონდიდან გამოყოფილი თანხები საგზაო ინფრასტრუქტურისა და წყალმომარაგების მოწესრიგებას მოხმარდება. კერძოდ, დაგეგმილია ჩხარი-ძევრის დამაკავშირებელი გზის რეაბილიტაცია, რომელზეც რეგფონდიდან 475,000 ლარი დაიხარჯება. მოწესრიგდება, ასევე, ჭოგნარი-ოდილაურის დამაკავშირებელი გზაც, რისთვისაც ცენტრალური ბიუჯეტიდან 235,757...
ანაკლიასა და ურეკში მასშტაბურ ინფრასტრუქტურულ პროექტებს-წყალარინების (კანალიზაციის) ბიოლოგიური გამწმენდი ნაგებობების სამშენებლო სამუშაოები მიმდინარეობს. სამუშაოებს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია ატარებს. სამუშაოების  დასრულების შემდეგ ექსპლუატაციაში შევა თანამედროვე, საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი 2 გამწმენდი ნაგებობა და თითოეული განახორციელებს ჩამდინარე წყლების წმენდას სრული ბიოლოგიური ციკლის დაცვით (აზოტისა და ფოსფორის ელემენტების მოცილების ჩათვლით), რაც მნიშვნელოვანია გარემოს ეკოლოგიური დაბინძურების საფრთხის შესამცირებლად. ბიოლოგიური მეთოდით გაწმენდილი წყალი, თანხვედრაშია გარემოს დაცვითი რეგლამენტის მოთხოვნებთან, შეესაბამება ევროკავშირთან...
ზუგდიდის მერიაში სოციალური სახლების მშენებლობაზე განცხადებების მიღება დაიწყო. მერიის ცნობით, უწყება მძიმე საყოფაცხოვრებო პირობების მქონე ოჯახებისთვის 30-ზე მეტ სახლს ააშენებს. პროექტის ღირებულება 600 ათასი ლარია. სახლების მშენებლობაზე განცხადებების მიღება პირველ თებერვალს დაიწყო და თვის ბოლომდე გაგრძელდება. ზუგდიდის მუნიციპალიტეტში 2015, 2016 და 2017 წლებში მძიმე საყოფაცხოვრებო პირობების მქონე ოჯახებისთვის 66 სახლი აშენდა. პროექტზე 1 მილიონ 400 ათასი ლარი დაიხარჯა.
მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელ სალხინოში ღვინის საწარმოს „როიალ დადიანის“ მშენებლობა დასრულდა. დასრულებული სამუშაოები მარტვილის მუნიციპალიტეტის მერის პირველმა მოადგილემ დავით სურმავამ შესაბამისი სამსახურების თანამშრომლებთან ერთად დაათვალიერა. სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ „სოფლის მეურნეობის პროდუქციის გადამამუშავებელი საწარმოების თანადაფინანსების კომპონენტის“ პროექტის ფარგლებში, შპს „როიალ დადიანზე“ მშენებლობისთვის გაიცა 350 000 დოლარის გრანტი და 10 000 დოლარის აგროსესხი. სამშენებლო სამუშაოები შპს „დაგი“-მ განახორციელა.

ბლოგი

ტესტი

ვინ რას წყვეტს? – გაარჩიე უფლებამოსილებები

შეგიძლია, გაარჩიო, რომელ საკითხს წყვეტს ადგილობრივი ხელისუფლება და რომელს - ცენტრალური? - შეავსე ქვიზი და გაიგე, რამდენად კარგად ერკვევი მმართველობით სისტემებში. დავიწყოთ!

თვითმმართველობის ისტორია

სოფელ-სოფელ