ბოლო დღეების განმავლობაში ოზურგეთში საზოგადოებრივი ტრანსპორტის მომსახურების ფასები 20-30 თეთრით გაიზარდა. ამის შესახებ ინფორმაციას “გურიის მოამბე” ავრცელებს.
ფასების ზრდას სოფლების მიმართულებით მოძრავი მიკროავტობუსებისა და ავტობუსების მძღოლები საწვავის გაძვირებით ხსნიან.
გაზრდილი ფასებით უკმაყოფილო მგზავრები ამბობენ, რომ ახალი ტარიფებით შესაძლოა ბევრმა ვერც კი მოახერხოს ტრანსპორტით მგზავრობა:
“რაც იყო, იმ ფასსაც ვერ ვიხდიდით. ყველაფერი გაძვირებულია, საჭმელი, წამალი, კომუნალურები, ახლა ტრანსპორტის გადასახადიცვ გაიზარდა, ხელფასები ჩვენ არ გვაქვს და სამუშაო ადგილები. ასე შეხედავენ და იტყვიან, რა არის 20-30 თეთრი, მაგრამ რომ არ გაქვს და გიჭირს 10 თეთრით მომატებული ფასიც ბევრია ჩვენთვის. დავიწყებთ ალბათ ფეხით სიარულს. არაა ჩვენი საშველი და რა გავაკეთოთ?”-ამბობენ მგზავრები.