ასპინძის მერიაში ვაკანსიები ვერ შეივსო, 11 პოზიციიდან 3 ისევ ვაკანტურია

839

ასპინძის მუნიციპალიტეტის მერიაში საჯარო მოხელეთა შესარჩევი კონკურსი ისე დასრულდა, რომ გამოცხადებული 11 პოზიციიდან სამი ისევ ვაკანტური დარჩა. ინფორმაციას “სამხრეთის კარიბჭე” ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, ამ სამი ვაკანსიიდან ორზე – ურიდიულ სამსახურში განყოფილების უფროსისა და ინფრასტრუქტურისა და სივრცითი მოწყობის განყოფილების უფროსი სპეციალისტის პოზიციაზე განაცხადები შევიდა. თუმცა, პირველ შემთხვევაში კონკურსის მესამე ეტაპზე აპლიკანტები არ გამოცხადდნენ. მეორე პოზიციაზე კი განმცხადებელმა ბოლო ეტაპი გასაუბრება ვერ გაიარა.

რაც შეეხება მესამე, მდივან–რეფერატის პოზიციას, ასპინძის მერიაში განმარტავენ, რომ ამ პოზიციაზე კადრს გამარტივებული წესით, მხოლოდ გასაუბრებით არჩევდნენ და ჯერ საბოლოო გადაწყვეტილება არ მიუღიათ.