ზუგდიდის ბულვარში მიმდინარე სარეკონსტრუქციო სამუშაოების ფარგლებში შვიდი ხე მოიჭრა და კიდევ 10 ხის მოჭრაა დაგეგმილი. ინფორმაციას livepress.ge ავრცელებს.
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის წარმომადგენელი მაგდალინა თოდუა განმარტავს, რომ მხოლოდ დაავადებული და საფრთხის შემცველი ხეები მოიჭრება. მისივე თქმით, მსგავსი ღონისძიების გატარება დაგეგმილი იყო თავიდანვე და ეს აღინიშნა ბულვარის სარეკონსტრუქციო სამუშაოების შესყიდვის სატენდერო დოკუმენტაციაშიც.
მაგდალინა თოდუას ინფორმაციით, ხეები მოიჭრა სპეციალური კომისიის გადაწყვეტილებით,...
საქართველოს პარლამენტის მიერ მიღებული კანონი ავტომანქანების ტექნიკური დათვალიერების შესახებ 2018 წლის 1 იანვარს შევიდა ძალაში. გამკაცრებული რეგულაციების დაკმაყოფილება, ყველა ავტომანქანისთვის სავალდებულოა, მათ შორის ბათუმის მუნიციპალური ტრანსპორტისთვის, რომელმაც შემოწმება გადაავადა. ტექნიკურად გაუმართავი ავტობუსები, რომლითაც ბათუმელები დღემდე სარგებლობენ, შემოწმებამდე უნდა შეკეთდეს - ამბობენ ავტოტრანსპორტში. ინფორმაციას "აჭარის ტელევიზია" ავრცელებს.
ახალი, გამკაცრებული რეგულაციების ამოქმედებამდე, მუნიციპალური ავტობუსების შემოწმება მანამდეც სავალდებულო იყო. შესაბამისად, ბათუმის ავტოტრანსპორტის ავტობუსები კონტრაქტორმა კომპანიამ...
შუახევის მუნიციპალიტეტში ინფრასტრუქტურულ სამუშაოები დიდთოვლობის გამო შეჩერდა, რის გამოც 24 ინფრასტრუქტურული პროექტის 9 შემსრულებელი დაჯარიმდა. ინფორმაციას "აჭარის ტელევიზია" ავრცელებს.
შეჩერებულ და გარდამავალ პროექტებზე სამუშაოები 15 აპრილიდან უნდა განახლდეს.
შუახევის მერმა, ფრიდონ ფუტკარაძემ საკრებულოს ინფრასტრუქტურული ღონისძიებების მიმღებ კომისიის წევრებთან ერთად გარდამავალი პროექტები დაათვალიერა. მათგან ერთ-ერთი შშმ პირთა დღის სარეაბილიტაციო ცენტრი და დაბის ცენტრალური სტადიონია.
https://www.youtube.com/watch?v=7aoDJAgOSAg&feature=youtu.be
რუსთავის მერიაში რეორგანიზაცია და ოპტიმიზაცია გრძელდება. "ინფო რუსთავის" ცნობით, 3 ა(ა)იპ-ის: სპორტის, ახალგაზრდობის და სახელოვნებო გაერთიანების შემდეგ, სამსახურს "სახელოვნებო, სპორტისა და ახალგაზრდობის განვითარების ცენტრი" დაერქვა, მისი ხელმძღვანელი კი გეგი ლიპარტელიანი იქნება.
გეგი ლიპარტელიანი მანამდე კულტურის სახლის ხელმძღვანელის პოზიციას იკავებდა. ახალ სამსახურს ექნება სამი დეპარტამენტი, სპორტისა და ახალგაზრდობის, სახელოვნებო გაერთიანების და მესამე დეპარტამენტი, რომელიც ამ მომენტისთვის ჯერ ჩამოყალიბების პროცესშია. ახალ დეპარტამენტში,...
9 თებერვალს, ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულის-გუბერნატორის პირველმა მოადგილემ, ალექსანდრე მეტრეველმა და მარნეულის მუნიციპალიტეტის მერმა, თემურ აბაზოვმა, მუნიციპალიტეტში მცხოვრებ, სოციალურად დაუცველ ბენეფიციარებს, მიწის სეზონური სამუშაოებისთვის, სპეციალური სასოფლო-სამეურნეო ტექნიკა გადასცეს.
მარნეულის მუნიციპალიტეტის სარგებლობაში არსებული, 5 ერთეული, სატრანსპორტო საშუალებით (ტრაქტორი) უსასყიდლოდ სარგებლობის უფლება სოციალურად დაუცველ ოჯახებს შეეძლებათ. პროგრამაში ბენეფიციარები მერის წარმომადგენლების დახმარებით ჩაერთვებიან.
ქვემო ქართლის გუბერნატორი თანამდებობაზე 2017 წლის 21 მაისს დაინიშნა. "ინფო რუსთავი" დაინტერესდა, თუ რა ოდენობის თანხა მიიღეს გუბერნატორმა და მისმა მოადგილეებმა თანამდებობებზე დანიშვნიდან 2017 წლის ბოლომდე. შესაბამისი წერილით გამოცემამ ქვემო ქართლის გუბერნატორის ადმინისტრაციას მიმართა.
გუბერნატორის თანამდებობრივი სარგო ყოველთვე/ხელფასი იყო 2950 ლარი, ის იღებდა ამავე ოდენობის დანამატს, ხოლო პრემია წლის ბოლოს 2065 ლარს შეადგენდა. ჯამში, გუბერნატორმა გრიგოლ ნემსაძემ 7 თვეში ხელფასის,...
ირაკლი პაპავა
„საქართველოს დემოკრატიული განვითარების კავშირის“ იურისტი
ოზურგეთის მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითმა ორგანომ 2018 წლის 12 იანვარს მუნიციპალიტეტის 2018 წლის მთავარ საფინანსო დოკუმენტი დაამტკიცა. შესაბამისად, უკვე შესაძლებელია მის ფონზე გარკვეული ანალიზის გაკეთება და იმის შეფასება, თუ რამდენად „ხარჯთეფექტიანად“ შეეწირა ადგილობრივ თვითმმართველობაზე ქალაქ ოზურგეთში მცხოვრები მოსახლეობის საქართველოს კანონმდებლობით აღიარებული და გარანტირებული უფლება ცენტრალური ხელისუფლების გადაწყვეტილებას ქალაქ ოზურგეთისთვის თვითმმართველი ქალაქის სტატუსის ჩამორთმევის (გაუქმების) შესახებ, რომელიც...
დღეიდან (12 თებერვლიდან) ახალი ბულვარის ტერიტორიაზე ნაპირსამაგრი სამუშაოების განახლებაა დაგეგმილი, რომელიც გარკვეული პერიოდის განმავლობაში შეჩერებული იყო. ინფორმაციას "აჭარის ტელევიზია" ავრცელებს.
მუნიციპალური განვითარების ფონდში ამბობენ, რომ პროექტის შეჩერების მიზეზი მასში განხორციელებული ცვლილებები გახდა, ფონდის პროექტების ზედამხედველობის დეპარტამენტის უფროსის განმარტებით გასულ წელს შტორმმა ახალი ბულვარის ტერიტორია დააზიანა, რის გამოც აღნიშნულის მოწესრიგებაც გახდა საჭირო.
ახალი პროექტის ღირებულება 55 მილიონი ლარია. ნაციონალური მოძრაობის წევრებმა აუდიტის სამსახურს ბათუმში,...
საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია ქალაქ გურჯაანში მრავალბინიანი სახლების (კორპუსების) გამრიცხველიანების სამუშაოებს ასრულებს. პროექტი, საქართველოს მთავრობის განკარგულებით გამოყოფილი თანხებით 788 100 ლარით დაფინანსდა.
პროექტის ფარგლებში, გამრიცხველიანდა 1907 აბონენტი. 87 საცხოვრებელ კორპუსში შეიცვალა წყალმომარაგების შიდა გამანაწილებელი ქსელი (19 660 გრძივი მეტრი), დამონტაჟდა ჩამკეტ-მარეგულირებელი სარქველები, სადარბაზოებში განთავსდა ინდივიდუალური მრიცხველები.
გურჯაანის მოსახლეობას წყალი, აქამდე, 8-სათიანი გრაფიკით მიეწოდებოდა. გამრიცხველიანების შემდეგ წყალმომარაგების რეჟიმი გაიზრდება და ადგილობრივები სასმელი...
კასპის მუნიციპალიტეტში, ქვემო ხანდაკისა და ნიჩბისის მექანიკური სარწყავი სისტემის აღდგენითი სამუშაოები მიმდინარეობს. სამუშაოებს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს შპს „საქართველოს მელიორაცია“ ახორციელებს.
სამუშაოების ფარგლებში მონტაჟდება რამდენიმე ტიპის მილსადენი და კეთდება წყალმიმღები ჭები. სარწყავი სისტემის რეაბილიტაციის შედეგად 800 ჰა მიწის ფართობი წყლით იქნება უზრუნველყოფილი. კასპის მუნიციპალიტეტის სოფლების, ქვემო ხანდაკისა და ნიჩბისის, 1 450 ოჯახი კი ამ ფართობების სასოფლო-სამეურნეო სავარგულებად გამოყენებას შეძლებს.
სარეაბილიტაციო სამუშაოები...
რუსთავში სოციალურ-საგანმანათლებლო პროეექტი - "ქალაქი-ბიბლიოთეკა" იწყება. პროექტის ფარგლებში რუსთავის მერიასა და ელექტონული წიგნების სახლ "საბას" შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. მემორანდუმს ხელი რუსთავის მერმა ირაკლი ტაბაღუამ და ელექტრონული წიგნების სახლ "საბას" დირექტორმა, ირინა ჯავახაძემ მოაწერეს.
მემორანდუმის ფარგლებში, რუსთავში მწერლების სახელობის ქუჩებში, ბიბლიოთეკების შენობებთან, პარკებსა და სკვერებში, ორიგინალური კონსტრუქციები - "საბას" ელექტრონული ბიბლიოთეკები დამონტაჟდება. მათზე დაბეჭდილი QR კოდისა და სპეციალური აპლიკაციის მეშვეობით...
თბილისში „საქართველოს პირველი ახალგაზრდული ფორუმი ადგილობრივი თვითმმართველობისთვის“ ჩატარდება. ინიციატივა თბილისის საკრებულოს სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომისიას ეკუთვნის.
პროექტის დევიზია ,,ახალგაზრდა ლიდერები დღეს".
ფორუმის მიზანია საქართველოს ყველა მუნიციპალიტეტის ჩართულობით ახალგაზრდული თემატიკის საკითხების გაძლიერება და მნიშვნელოვანი გამოწვევების წინააღმდეგ საერთო მექანიზმების შემუშავება.
ღონისძიებაში დელეგატის სტატუსით წელს პირველად მონაწილეობას მიიღებენ საქართველოს 64 მუნიციპალიტეტის საკრებულოს ახალგაზრდა წევრები.
ფორუმს ასევე დაესწრებიან საკანონმდებლო და აღამსრულებელი ხელისუფლების, თბილისის მერიის, დიპლომატიური კორპუსის, საერთაშორისო...
მაღალმთიანი აჭარის 7 სოფელში - აგარაში, ბეღლეთში, ბოძაურში, ზემო ვაშლოვანში, თაგოში, გელაძეებსა და წაბლანის საბავშვო ბაღებში სააღმზრდელო პროცესი დღის განმავლობაში მხოლოდ ოთხი საათი მიმდინარეობს. ინფორმაციას აჭარის ტელევიზია ავრცელებს.
სასწავლო დაწესებულებები რამდენიმე წლის წინ პოლონურმა ორგანიზაცია "ედუკატორმა", ქართული არასამთავრობო ორგანიზაციის - "კივიტას გეორგიკას'' ხელშეწყობით გახსნა.
ხულოს ბაღების გაერთიანებაში ამბობენ, რომ ბეღლეთში ბოძაურსა და ზედა ვაშლოვანში სააღმზრდელო დაწესებულების ალტერნატიული ფართები უკვე აშენებულია და...
სოფლის განვითარების და დივერსიფიკაციის ხელშეწყობის პროექტის ფარგლებში, ხულოს მუნიციპალიტეტში 1 მილიონი ევროს ოდენობის გრანტების გაცემა იგეგმება, რომელიც მუნიციპალიტეტის ეკონომიკური და სოციალური განვითარებისთვის იქნება მიმართული. ინფორმაციას ამის შესახებ აჭარის ტელევიზია ავრცელებს.
პირველ ეტაპზე ბიზნესიდეების კონკურსი გამოცხადდება, გადარჩეული კონკურსანტები ადგილობრივი განვითარების ჯგუფის მხარდაჭერით შეირჩევიან. მეორე ეტაპზე კი ბიზნესგეგმის შემუშავება მოხდება.
საგრანტო კონკურსში მონაწილეობის მიღება ხულოში მცხოვრებლებს შეუძლიათ. გრანტები ჩეხეთის რესპუბლიკის კარიტასის მიერ განხორციელებული...
ქუთაისის ბოტანიკური ბაღი საქართველოს ეროვნული ბოტანიკური ბაღების გაერთიანების წევრი აღარ არის.
გადაწყვეტილების მიზეზი ქუთაისის ბოტანიკური ბაღის ააიპის გაუქმება და მისი ააიპ "კულტურულ დაწესებულებასთან" შეერთება გახდა. ინფორმაციას kutaisipost-ი ავრცელებს.
მიღებული გადაწყვეტილების შედეგად მოსალოდნელ საფრთხეებზე საუბრობს საქართველოს ეროვნული ბოტანიკური ბაღების დირექტორი თამაზ დარჩიძე.
ამის შესახებ მან სოციალურ ქსელის საკუთარ გვერდზე ისაუბრა. "განცვიფრებული ვარ იმ გადაწყეტილებით, რომელიც მიღებული იქნა ჩვენს პარტნიორ ორგანიზაციასთან - ქუთაისის ბოტანიკურ ბაღთან დაკავშირებით, რაც...
წინა სტატია
თბილისის საკრებულოს სხდომაზე ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების დაფინანსების წესში შესატანი ცვლილებები დაამტკიცეს. დეპუტატებს პროექტი თბილისის მერის მოადგილემ ილია ელოშვილმა წარუდგინა. ინფორმაციას თბილისის საკრებულო ავრცელებს.
თბილისის მერის მოადგილემ ილია ელოშვილმა ახალი წესის სამი ძირითადი მიმართულება გამოყო.
პირველი მნიშვნელოვანი ცვლილება ის არის, რომ მერია და გამგეობები ამხანაგობების მიერ წარდგენილ პროექტებს 100%-ით დააფინანსებენ, აქამდე არსებული წესით, ამხანაგობა ვალდებული იყო სამუშაოების 20%-ის ღირებულება თავად გადაეხადა.
კიდევ ერთი ცვლილების თანახმად,...
ბლოგი
ტესტი
ვინ რას წყვეტს? – გაარჩიე უფლებამოსილებები
შეგიძლია, გაარჩიო, რომელ საკითხს წყვეტს ადგილობრივი ხელისუფლება და რომელს - ცენტრალური? - შეავსე ქვიზი და გაიგე, რამდენად კარგად ერკვევი მმართველობით სისტემებში.
დავიწყოთ!







































