დღეს თვითმმართველობის პირველი ახალგაზრდული ფორუმი გაიმართება

482

თბილისში „საქართველოს პირველი ახალგაზრდული ფორუმი ადგილობრივი თვითმმართველობისთვის“ ჩატარდება. ინიციატივა თბილისის საკრებულოს სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომისიას ეკუთვნის.

პროექტის დევიზია ,,ახალგაზრდა ლიდერები დღეს”.

ფორუმის მიზანია საქართველოს ყველა მუნიციპალიტეტის ჩართულობით ახალგაზრდული თემატიკის საკითხების გაძლიერება და მნიშვნელოვანი გამოწვევების წინააღმდეგ საერთო მექანიზმების შემუშავება.

ღონისძიებაში დელეგატის სტატუსით წელს პირველად მონაწილეობას მიიღებენ საქართველოს 64 მუნიციპალიტეტის საკრებულოს ახალგაზრდა წევრები.

ფორუმს ასევე დაესწრებიან საკანონმდებლო და აღამსრულებელი ხელისუფლების, თბილისის მერიის, დიპლომატიური კორპუსის, საერთაშორისო და ადგილობრივი ორგანიზაციების წარმომადგენლები.