წინა სტატია ახალციხის საკრებულოს ინტერესებს, სამსახურიდან გათავისუფლებული თანამშრომლების საქმეზე, ახალციხის სასამართლოში, უწყების იურისტთან ერთად, კერძო ადვოკატიც დაიცავს. ინფორმაციას "სამხრეთის კარიბჭე" ავრცელებს.  გამოცემის ცნობით, საკრებულოში არ აკონკრეტებენ კერძო ადვოკატის მომსახურების ხარჯებს, თუმცა სავარაუდოდ, ფასი 2000 ლარიდან იწყება. საქმეში კერძო ადვოკტის ჩართვის შესახებ ცნობილი სასამართლოს 9 თებერვლის სხდომაზე გახდა. ახალციხის საკრებულოს ინტერესებს ამიერიდან, სასამართლოში, საკრებულოს იურისტ თინათინ ლეკიშვილთან ერთად, პაატა კიკვიძე დაიცავს. კიკვიძის ჩართვას საქმეში, საკრებულოში...
ბაღდათი–აბასთუმნის გზის რეაბილიტაცია 2020 წლამდე უნდა დასრულდეს. ამ დროისთვის გზის პროექტირება მიმდინარეობს, თუმცა, რა თანხით განხორციელდება მშენებლობა, ჯერ გარკვეული არ არის. ინფორმაციას "სამხრეთის კარიბჭე" ავრცელებს. გამოცემა საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციას ავრცელებს, რომლის მიხედვითაც რთულია განსზაზღვრა დაიწყება თუ არა სამუშოები ამ მონაკვეთზე 2018 წლის ბოლომდე. "პროექტზე მუშაობის ვადა ჯერ აქვთ, აქ გზა ნაკრძალის ტერიტორიაზე გადის და ამიტომ შედარებით მეტი დრო მიაქვს მუშაობას. ქუთაისის...
ქობულეთის მუნიციპალიტეტში, გელაურის დასახლებაში მოსახლეობის თხოვნის გათვალისწინებით, მინი სპორტული მოედანი მოეწყო. ინფორმაციას ქობულეთის მუნციპალიტეტის მერია ავრცელებს. ამავე წყაროს თანახმად, ახალ სპორტულ მოედანზე მერიასა და საკრებულოს შორის ამხანაგური მატჩი გაიმართა. შეჯიბრი წარმომადგენლობითი ორგანოს უპირატესობით დასრულდა. "გელაურში სტადიონის მშენებლობისთვის მერიამ 85 033 ლარი დახარჯა. პროექტის ფარგლებში მოედანი დეკორატიული ღობით შემოიფარგლა, დაიგო ხელოვნური საფარი და დამონტაჟდა გარეგანათების სისტემა. სპორტული ინფრასტრუქტურის გაუმჯობესების მიზნით, გასულ წელს, 547...
იმერეთის მუნიციპალიტეტების ოფიციალური ვებ-გვერდების ნაწილი არ მუშაობს, ზოგს საიტზე საჯარო ინფორმაცია სრულად არ აქვს მითითებული. მუნიციპალიტეტები ვებ-გვერდზე აქტიურად არც მიმდინარე მოვლენების შესახებ ათავსებენ ინფორმაციას. უმრავლეს შემთხვევაში კი აქტივობების გასაშუქებლად სოციალურ ქსელს ირჩევენ. მუნიციპალიტეტის მომუშავე და უფუნქციო ვებ-გვერდების შესახებ სტატია kutaisipost.ge-მ მოამზადა. ვებ-გვერდები,  რომელებიც არ მუშაობს სოციალური ქსელით ავრცელებენ ინფორმაცის ბაღდათის მუნიციპალიტეში.  bagdati.gov.ge ოთხი თვეა გათიშულია.  ბაღდათის მერიაში ამბობენ, რომ ახალი ვებსაიტის შექმნა იგეგმება, თუმცა, როდის...
თბილისში ტაქსის მძღოლებს შესაბამისი რეგისტრაციის გასავლელად გარკვეული დრო მიეცემათ, ხოლო რეგისტრაციის გაუვლელობის შემთხვევაში, ტაქსის მძღოლები ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით გათვალისწინებულ ჯარიმას გადაიხდიან. ამის შესახებ თბილისის მერის მოადგილემ მაია ბითაძემ საკრებულოში ფრაქცია "ევროპულ საქართველოსთან" შეხვედრაზე თქვა. ინფორმაციას IPN-ი ავრცელებს. მისივე თქმით, რეგისტრაციის პროცედურის გასავლელად მძღოლებს გარკვეული საფასურის გადახდა მოუწევთ, თუმცა ეს „იაფი პროცედურა იქნება“. რაც შეეხება იმას, თუ როდის დაიწყება ტაქსების რეგისტრაცია, ბითაძეს ზუსტი...
თბილისში, ვაკის რაიონში, სხვადასხვა მისამართზე, ინფრასტრუქტურული სამუშაოები მიმდინარეობს. ინფორმაციას ვაკის გამგეობა ავრცელებს. ვაჟა-ფშაველას II კვარტალში, 151-ე საჯარო სკოლის მიმდებარე ტერიტორიიდან ნუცუბიძის ქუჩამდე იგება გზა, რეაბილიტაციის შედეგად 1 605 მ2-ზე ასფალტის ახალი საფარი მოეწყობა. სამუშაოებს, გამგეობის დაკვეთით, შპს „როუდ სოლუშენი“ ასრულებს. პროექტის ღირებულება 92 000 ლარია. გარდა ამისა, ნუცუბიძის IV მ/რ-ის 55-ე კორპუსის მიმდებარედ სპორტული მოედნის აღდგენა-რეაბილიტაცია მიმდინარეობს. მოედანზე მოეწყობა ახალი საფუძველი,...
კანონში შესული ცვლილებების მიხედვით, საქართველოს ყველა მუნიციპალიტეტში და, მათ შორის, ჩოხატაურში, მერიისა და საკრებულოს თანამდებობის პირებს და ასევე, სპეციალისტებს ხელფასები გაეზარდათ. მიუხედავად ამისა, მერისა და საკრებულოს თავმჯდომარის ანაზღაურება კვლავ 2 650 ლარი იქნება. მათ განხორციელებული ცვლილებით არ უსარგებლიათ. შესაბამის ინფორმაციას გურიანიუსი ავრცელებს. ამავე წყაროს თანახმად, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილის ხელფასი 2 100 ლარი იქნება,  კომისიების თავმჯდომარეების - 1700 ლარი.
შუახევის მუნიციპალიტეტის სოფლებში კლდისუბანსა და ბესელაშვილებში ახალი ხიდის მშენებლობა დასრულდა. ინფორმაციას შუახევის მერია ავრცელებს. მდინარე აჭარისწყალზე აშენებული ხიდი ორ სოფელს ცენტრალურ გზასთან დააკავშირებს. პროექტი აჭარის მთავრობის მუნიციპალიტეტებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან დაფინანსდა და მიმდინარე სამუშაოებზე 390.000 ლარამდე დაიხარჯა. სამუშაოები კომპანია ,,სინათლე 2006“-მა განახორციელა. ხიდი, ამავდროულად, სამკურნალო აბანოსთან (შუახევის აბანო) მისასვლელი ერთადერთი გზაცაა. პროექტის ფარგლებში, ცენტრალური საავტომობილო გზიდან ხიდამდე მისასვლელი გზის რეაბილიტაციაც...
შუახევის მუნიციპალიტეტში შშმ პირებისთვის სარეაბილიტაციო ცენტრი შენდება. სამუშაოების 50% უკვე შესრულებულია. ამის შესახებ ინფორმაციას შუახევის მერია ავრცელებს. უწყების ცნობით, სამუშაოები დღეს აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ ზურაბ პატარაძემ მუნიციპალიტეტის მერთან ფრიდონ ფუტკარაძესთან ერთად დაათვალიერა. ცენტრი 0-დან 18- წლამდე 100 შშმ ბენეფიციარზეა გათვლილი. სამუშაოების დასრულების შემდეგ იგეგმება ცენტრის ინვენტარიზაცია და სპეციალისტების მოწვევა, რომლებიც 15 ადგილობრივს გადაამზადებს. ისინი სამომავლოდ ბენეფიციარებს შესაბამის მომსახურებას გაუწევენ. მიმდინარე სამუშაოებზე...
რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარე ზაზა გაბუნია ჟურნალისტებს შეხვდა და რეგიონული პოლიტიკის მიმართულებით დაგეგმილი სიახლეები გააცნო. შეხვედრა კახეთში გაიმართა. ინფორმაციას პარლამენტის ადმინისტრაცია ავრცელებს. კომიტეტის თავმჯდომარემ თვითმმართველობის ასოციაციის მიერ ორგანიზებულ კონფერენციაზე დეცენტრალიზაციის მნიშვნელობაზე, რეგიონების განვითარების პოლიტიკაზე და თვითმმართველობის საკითხებზე ისაუბრა. „რეგიონების განვითარების ჩვენი ხედვა პასუხობს ევროკავშირის კოჰეზიის პოლიტიკის (რეგიონებს შორის უთანაბრობის შემცირება) გამოცდილებას. როდესაც გლობალურად რეგიონულ პოლიტიკაზე ვსაუბრობთ, მნიშვნელოვანია გავიაზროთ, რომ რეგიონები...
წინა სტატია 2017 წლის ადგილობრივი თვითმმარველობის შედეგად დაკომპლექტებულმა ბორჯომის საკრებულომ დღემდე ვერცერთი სხდომა ისე ვერ გამართა, რომ მას ყველა დეპუტატი დასწრებოდა. ბორჯომში საკრებულოს ბოიკოტს „ქართული ოცნების“ დეპუტატები უცხადებენ. ოპოზიცია კი, თავის მხრივ, მერიას საშტატო ნუსხასა და ხელფასების გაზრდილ ოდენობას არ უმტკიცებს. ამის გამო, ამ წელში ბორჯომის თვითმმარველობის თანამშრომლებს ჯერ ხელფასი არ აუღიათ. საკრებულო, სადაც უმრავლესობაში ოპოზიციაა 2017 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების შედეგად,...
მას შემდეგ, რაც შიდა ქართლის გუბერნატორად კახა სამხარაძე დაინიშნა, უწყებას ტექმომსახურება 60-ჯერ დაჭირდა. ამის შესახებ ინფორმაციას "შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრი" შესაბამის დოკუმენტზე დაყრდნობით წერს. ჯამში, ტექსმომსახურებაზე 2017 წლის 3 თებერვლიდან (დანიშვნიდან) დღემდე დაახლოებით 22 200 ლარი გაიხარჯა. გამოცემის ცნობით, ხელშეკრულებებია გაფორმებულია კომპანიებთან: ,,მოქლონი“, ,,მოტოსტარტი“, ,,იბერია ავტო“, ,,იბერია ლენდი“, ,,თეგეტა მოტორსი“, ,,ტოიოტა ცენტრი“ და რამდენიმე ინდმეწარმესთან. ყველაზე მეტი მომსახურება ,,ტოიოტა ლენდკრუიზერ LC 200"-ს დაჭირდა,...
ქუთაისის მერიამ სატელევიზიო-სარეკლამო მომსახურებისთვის 65 000 ლარის ღირებულების ტენდერი გამოაცხადა. ინფორმაციას kutaisipost.ge ავრცელებს. სატენდერო პირობების მიხედვით, თანხა საკრებულოს სხდომების პირდაპირ ტრანსლირებას, სატელევიზიო რეკლამების დამზადება-გაშვებასა და განცხადებების გამოცხადებას მოხმარდება. ტენდერში გამარჯვებულმა წლის განმავლობაში საკრებულოს 24 სხდომის ტრანსლირება, 10 რეკლმისა და 33 განცხადების ეთერში გაშვება უნდა უზრუნველყოს. ქუთაისის მერია სატელევიზიო-სარეკლამო მომსახურებისთვის ტენდერს ყოველწლიურად აცხადებს.
ქალაქ ფოთის მერმა გოჩა კურდღელიამ, მოადგილეებთან ერთად, დევნილთა დასახლებაში ახალი საბავშო ბაღი დაათვალიერა. ობიექტის სამშენებლო-სარემონტო სამუშაოები დასრულდა. ინფორმაციას ფოთის მერია ავრცელებს. ამ ეტაპზე მისი ინვენტარით უზრუნველოფა უნდა მოხდეს. ადაპტირებული ბაღი 100-მდე აღსაზრდელზეა გათვლილი, სადაც 4 ასაკობრივი ჯგუფი იმუშავებს. ეზოს კეთილმოწყობა და სათამაშო ინვენტარით აღჭურვა, რაზეც ტენდერია გამოცხადებული, ადგილობრივი ბიუჯეტიდან დაფინანსდება. ბაღი ლტოლვილთა დანიის საბჭოსა და პოლონეთის მთავრობის დაფინანსებით აშენდა. პროექტის ღირებულება 385 000...
წინა სტატია დედაქალაქის მერის მოადგილის, მაია ბითაძის თქმით, სხვადასხვა ხარჯების დაზოგვით, თბილისის მერიამ ახალი ავტობუსების შესაძენად თანხა გამოყო. ამის შესახებ ბითაძემ ფრაქცია "ევროპულ საქართველოსთან" შეხვედრაზე თქვა, რომელიც თბილისის საკრებულოში მიმდინარეობს. ინფორმაციას "საზოგადოებრივი მაუწყებელი" ავრცელებს. მაია ბითაძის თქმით, მერიამ ხარჯების დაზოგვით, 50 მილიონი ლარი გამოყო, რომლითაც 100 ახალ ავტობუსს შეიძენს. თბილისის ბიუჯეტში შესატანი ცვლილებების შესახებ საკითხი საკრებულოში, სავარაუდოდ, მომავალ კვირას შევა. „ევროპულმა საქართველომ“ მერიის...
თბილისის მერმა კახა კალაძემ ახალი ელექტრონული პორტალის - „შენი იდეა ქალაქის მერს“ პრეზენტაცია გამართა. მისი თქმით, პორტალზე ნებისმიერ მსურველს შეეძლება, ატვირთოს საკუთარი პროექტი, რომლის გარშემოც მოქალაქეებს შეეძლებათ მსჯელობა, ხმის მიცემა, გაზიარება. შემდეგ კი ყველაზე საინტერესო პროექტები ქალაქის მერს გადაეგზავნება. როგორც პრეზენტაციაზე ითქვა, ესაა სივრცე, სადაც მოხდება იდეების გენერირება და მოქალაქეებისთვის გაზიარება. თუ მოქალაქეს სურს, თავად შესთავაზოს ქალაქს იდეა, მან უნდა გაიაროს...

ბლოგი

ტესტი

ვინ რას წყვეტს? – გაარჩიე უფლებამოსილებები

შეგიძლია, გაარჩიო, რომელ საკითხს წყვეტს ადგილობრივი ხელისუფლება და რომელს - ცენტრალური? - შეავსე ქვიზი და გაიგე, რამდენად კარგად ერკვევი მმართველობით სისტემებში. დავიწყოთ!

თვითმმართველობის ისტორია

სოფელ-სოფელ