დედაქალაქის მერის მოადგილის, მაია ბითაძის თქმით, სხვადასხვა ხარჯების დაზოგვით, თბილისის მერიამ ახალი ავტობუსების შესაძენად თანხა გამოყო. ამის შესახებ ბითაძემ ფრაქცია “ევროპულ საქართველოსთან” შეხვედრაზე თქვა, რომელიც თბილისის საკრებულოში მიმდინარეობს. ინფორმაციას “საზოგადოებრივი მაუწყებელი” ავრცელებს.
მაია ბითაძის თქმით, მერიამ ხარჯების დაზოგვით, 50 მილიონი ლარი გამოყო, რომლითაც 100 ახალ ავტობუსს შეიძენს.
თბილისის ბიუჯეტში შესატანი ცვლილებების შესახებ საკითხი საკრებულოში, სავარაუდოდ, მომავალ კვირას შევა.
„ევროპულმა საქართველომ“ მერიის წარმომადგენლები სატრანსპორტო პოლიტიკასთან დაკავშირებით ინფორმაციის მისაღებად დაიბარა.
შეხვედრას მერის მოადგილე მაია ბითაძე და მერიის ტრანსპორტის საქალაქო სამსახურის ხელმძღვანელი მამუკა მუმლაძე ესწრებიან.