ქუთაისის მერიამ სატელევიზიო-სარეკლამო მომსახურებისთვის 65 000 ლარის ღირებულების ტენდერი გამოაცხადა. ინფორმაციას kutaisipost.ge ავრცელებს.
სატენდერო პირობების მიხედვით, თანხა საკრებულოს სხდომების პირდაპირ ტრანსლირებას, სატელევიზიო რეკლამების დამზადება-გაშვებასა და განცხადებების გამოცხადებას მოხმარდება.
ტენდერში გამარჯვებულმა წლის განმავლობაში საკრებულოს 24 სხდომის ტრანსლირება, 10 რეკლმისა და 33 განცხადების ეთერში გაშვება უნდა უზრუნველყოს.
ქუთაისის მერია სატელევიზიო-სარეკლამო მომსახურებისთვის ტენდერს ყოველწლიურად აცხადებს.