თბილისში, ვაკის რაიონში, სხვადასხვა მისამართზე, ინფრასტრუქტურული სამუშაოები მიმდინარეობს. ინფორმაციას ვაკის გამგეობა ავრცელებს.
ვაჟა-ფშაველას II კვარტალში, 151-ე საჯარო სკოლის მიმდებარე ტერიტორიიდან ნუცუბიძის ქუჩამდე იგება გზა, რეაბილიტაციის შედეგად 1 605 მ2-ზე ასფალტის ახალი საფარი მოეწყობა.
სამუშაოებს, გამგეობის დაკვეთით, შპს „როუდ სოლუშენი“ ასრულებს. პროექტის ღირებულება 92 000 ლარია.
გარდა ამისა, ნუცუბიძის IV მ/რ-ის 55-ე კორპუსის მიმდებარედ სპორტული მოედნის აღდგენა-რეაბილიტაცია მიმდინარეობს. მოედანზე მოეწყობა ახალი საფუძველი, გამოიცვლება ღობე, ხელოვნური საფარი და სხვა საჭირო ინფრასტრუქტურა. პროექტისთვის ბიუჯეტიდან 26 407 ლარი დაიხარჯება.