ფოთის დევნილთა დასახლებაში ახალი ბაღი აშენდა

762

ქალაქ ფოთის მერმა გოჩა კურდღელიამ, მოადგილეებთან ერთად, დევნილთა დასახლებაში ახალი საბავშო ბაღი დაათვალიერა. ობიექტის სამშენებლო-სარემონტო სამუშაოები დასრულდა. ინფორმაციას ფოთის მერია ავრცელებს.

ამ ეტაპზე მისი ინვენტარით უზრუნველოფა უნდა მოხდეს. ადაპტირებული ბაღი 100-მდე აღსაზრდელზეა გათვლილი, სადაც 4 ასაკობრივი ჯგუფი იმუშავებს.

ეზოს კეთილმოწყობა და სათამაშო ინვენტარით აღჭურვა, რაზეც ტენდერია გამოცხადებული, ადგილობრივი ბიუჯეტიდან დაფინანსდება.

ბაღი ლტოლვილთა დანიის საბჭოსა და პოლონეთის მთავრობის დაფინანსებით აშენდა. პროექტის ღირებულება 385 000 ათასი ლარია.