კანონში შესული ცვლილებების მიხედვით, საქართველოს ყველა მუნიციპალიტეტში და, მათ შორის, ჩოხატაურში, მერიისა და საკრებულოს თანამდებობის პირებს და ასევე, სპეციალისტებს ხელფასები გაეზარდათ. მიუხედავად ამისა, მერისა და საკრებულოს თავმჯდომარის ანაზღაურება კვლავ 2 650 ლარი იქნება. მათ განხორციელებული ცვლილებით არ უსარგებლიათ. შესაბამის ინფორმაციას გურიანიუსი ავრცელებს.
ამავე წყაროს თანახმად, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილის ხელფასი 2 100 ლარი იქნება, კომისიების თავმჯდომარეების – 1700 ლარი.