თბილისში, გლდანის რაიონში საგზაო და ინფრასტრუქტურული სამუშაოები განახლდა. ამ ეტაპზე, გზის საფარის კაპიტალური შეკეთების სამუშაოები მეშვიდე მ/რ-ში, კობახიძის ქუჩაზე მიმდინარეობს. ინფორმაციას გლდანის რაიონის გამგეობა ავრცელებს.
ამ ეტაპზე, გზის საფარის კაპიტალური შეკეთების სამუშაოები მეშვიდე მ/რ-ში, კობახიძის ქუჩაზე მიმდინარეობს.
რეაბილიტაციის შედეგად, 1600 კვ.მ ფართობის გზა განახლდება - მოეწყობა გზის საფუძველი და ორფენიანი ასფალტის ახალი საფარი დაიგება.
ამასთანავე, პირველი მ/რ-ის N20 ა კორპუსის მიმდებარედ, 1400...
ბათუმის საკრებულოში მიმდინარე რეორგანიზაციის ფარგლებში საკრებულოს შესყიდვების სამსახურის უფროსის პოზიცია გაუქმდა, შესაბამისად თანამდებობიდან გათავისუფლდა მამუკა ქარცივაძე. ინფორმაციას "აჭარის ტელევიზია" ავრცელებს.
მამუკა ქარცივაძე სასამართლოში ჩივილს აპირებს, რადგან მიაჩნია, რომ ის სამსახურიდან პოლიტიკური ნიშნით დაითხოვეს. ამის მიზეზად ქარცივაძე მის მიერ სოციალურ ქსელში ქართული ოცნების ღია კრიტიკას ასახელებს.
ასე ფიქრობენ, “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრებიც. მირდატ ქამადაძისგანმარტებით, შესყიდვების სამსახურის უფროსმა, გასული წლის ოქტომბერში, სოციალურ ქსელში კრიტიკული...
კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ კავთისხევთან, მდინარე კავთურაზე არსებული ხიდი დაზიანებულია. საგზაო დეპარტამენტის ცნობით, გამორეცხილია როგორც სანაპირო, ასევე სარეგულაციო კედლების საძირკველი. ინფორმაციას შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრი ავრცელებს.
საავტომობილო გზების დეპარტამენტის დაკვეთით, ხიდს რეაბილიტაცია ჩაუტარდება, რისთვის 200 000 ლარი გამოიყო. რეაბილიტაციაზე ტენდერი უკვე გამოცხადდა და გამარჯვებული 28 თებერვალს გამოვლინდება.
სამუშაოები, სავარაუდოდ, მარტიდან დაიწყება და, გეგმის მიხედვით, 4 თვე გაგრძელდება.
წინა სტატია
გარემოსდამცველები მაღალმთიან რეგიონებში შემაერთებელი გზების მშენებლობას ეწინააღმდეგებიან და მშენებლობების შესაჩერებლად პეტიცია შეიმუშავეს. კონკერტულად, საქმე ეხება სნო-ჯუთა-როშკა-შატილი-ომალო-ხადორის ხეობა-ბაწარა-ახმეტის მიმართულებით საავტომობილო გზების მშენებლობის საკითხს.
გარემოსდამცველთა თქმით, ხელისუფლება გზის ნაწილის მშენებლობას დაცულ ტერიტორიებზე გეგმავს, რაც მათი აზრით სათავგადასავლო და ეკო-ტურიზმს საფრთხეს მიაყენებს.
იხილეთ პეტიცია:
"საქართველოს მთავრობა (საავტომობილო გზების დეპარტამენტი, რეგიონალური განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო) გეგმავს აღმოსავლეთ საქართველოს მაღალმთიანი რეგიონების დამაკავშირებელი საავტომობილო გზის მშენებლობას. პროექტის,...
თბილისის მერმა კახა კალაძემ მეტროსადგურ ვარკეთილის ინციდენტთან დაკავშირებით მორიგი განცხადება გააკეთა. მისი თქმით მომხდარის გამო სატრანსპორტო კომპანიას რამდენიმე თანამშრომელი დატოვებს. ინფორმაციას IPN-ი ავრცელებს.
„სატრანსპორტო კომპანიიდან თანამშრომლების რაოდენობას რაც შეეხება, მე გუშინ დავავალე კომპანიის ხელმძღვანელს, ყველა ის ადამიანი, ვინც მონაწილეობდა სატენდერო ღონისძიებებში, გათავისუფლდეს სამსახურიდან. ამ მიმართულებით მიმდინარეობს გამოძიება და დაველოდოთ გამოძიების შედეგებს. თუმცა, მოკვლევით, რომელიც ჩვენი მხრიდან ჩატარდა, არის გარკვეული დარღვევები და...
თბილისის მერიის ცნობით, მთაწმინდის რაიონში საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს, რომლის ფარგლებშიც, თარხნიშვილის ქუჩაზე, ასფალტის ახალი საფარი დაიგება.
მიმდინარე სამუშაოების პროცესი მთაწმინდის რაიონის გამგებელმა დავით კირკიტაძემ, მოადგილე მიხეილ გოგოლიძესთან ერთად დაათვალიერა.
"თარხნიშვილის ქუჩა ერთ-ერთი ცენტრალური და დატვირთული ქუჩაა ავტომობილების გადაადგილების კუთხით. სწორედ ამიტომ, ძალიან მნიშვნელოვანია ეს ქუჩა მოწესრიგებული იყოს როგორც ადგილობრივი მოსახლეობისთვის, ასევე მძღოლებისთვის“, - განაცხადა დავით კირკიტაძემ.
პროექტის ფარგლებში, აღნიშნულ მისამართზე 2...
საგარეჯოს მუნიციპალიტეტის მერიამ 15 ვაკანტურ თანამდებობაზე კონკურსი გამოაცხადა. აღნიშნულ პოზიციებზე თანამდებობრივი სარგო 500-დან 1500 ლარამდეა. ინფორმაციას knews.ge ავრცელებს.
უწყების ინფორმაციით, კონკურსი განაცხადების გადარჩევას, ზეპირ დავალებასა და გასაუბრებას მოიცავს. სპეციალური კომისია საბოლოო გადაწყვეტილებას მიიღებს ქულათა სისტემის გათვალისწინებით, განცხადების წარდგენის ვადის დასრულებიდან არაუგვიანეს 3 თვისა.
"15 ვაკანტურ თანამდებობაზე კონკურსი მერიამ 13 თებერვალს გამოაცხადა. კონკურსანტებს მოეთხოვებათ მაღალი პასუხისმგებლობა დაკისრებული მოვალეობების მიმართ, ასევე უმაღლესი განათლება’’- ამბობენ...
პირველი მარტიდან გურჯაანის საცურაო აუზი განახლებული ინფრასტრუქტურით განაახლებს ფუნქციონირებას. გურჯაანის სპორტული კომპლექსის დირექტორის არჩილ გოგიაშვილის თქმით, სარეაბილიტაციო სამუშაოები უკვე დასრულდა და ამ ეტაპზე აუზში წყლის გათბობა მიმდინარეობს. ინფორმაციას knews.ge ავრცელებს.
დირექტორის თქმით, გახსნასთან ერთად, შესაძლოა საცურაო აუზის აბონიმენტის ფასი 10 ლარით გაიზარდოს.
მისივე ინფორმაციით, 1 მარტიდან სპორტკომპლექსში მუშაობას დაიწყებს მცირე აუზიც, რომელიც 3-დან 7 წლამდე ასაკის ბავშვებზე იქნება გათვლილი. გურჯაანის საცურაო აუზი...
წინა სტატია
დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ თბილისის ურბანული განვითარების საქალაქო სამსახურის უფროსი წარადგინა - ამ პოსტს მერიაში ვახტანგ ჯოხაძე დაიკავებს.
კალაძის თქმით, ჯოხაძე ურბანისტი, სივრცითი დაგეგმარებისა და სამშენებლო საქმის ექსპერტია, რომელსაც კერძო და საჯარო სექტორში მუშაობის დიდი გამოცდილება აქვს. კალაძის ინფორმაციითვე, ჯოხაძეს მომზადებული სივრცითი მოწყობისა და ქალაქგეგმარების არაერთი პროექტი აქვს ომზადებული.
დედაქალაქის მერიაში ახალი სამსახური – ურბანული განვითარების საქალაქო სამსახური ახლა იქმნება. ამ...
სახალხო დამცველი კრიტიკულად აფასებს ბათუმის საკრებულოს გენდერული თანასწორობის საბჭოს წევრის არჩილ მამულაძის სექსისტური ხასიათის მოსაზრებებს, რომლის თანახმად, ბავშვზე ზრუნვა ქალის პრეროგატივაა, ხოლო საზოგადოებაში მამაკაცს დომინანტური როლი აქვს დაკისრებული.
"არჩილ მამულაძე ასევე მიუთითებს, რომ ქალებს კარგი მენეჯერული უნარი აქვთ და მათი აზრის მოსმენაც მნიშვნელოვანია, თუმცა, „უმჯობესია, პირველი სიტყვა მამაკაცმა თქვას“. ამასთან, საბჭოს წევრი მიიჩნევს, რომ „მამაკაცსა და ქალს შორის ძალიან ბევრი განსხვავებაა“.
სახალხო დამცველი მიიჩნევს, რომ საჯარო პირის, განსაკუთრებით...
საჩხერის მუნიციპალიტეტის ოთხი სოფლის წყალმომარაგების სისტემების მშენებლობის პროექტირებაზე ტენდერში გამარჯვებული გამოვლინდა.
ტენდერში, რომელიც მუნიციპალური განვითარების ფონდმა გამოაცხადა, სამუშაოებს კომპანია "წყლისა და შენობების ინჟინერია" შეასრულებს.
სამუშაოების შემდეგ პერევის, ჭალის, ღონის და სპეთის მოსახლეობა სასმელი წყლით მომარაგდება.
მგფ-მა აღნიშნული სოფლების წყალმომარაგების უზრუნველყოფა კასპის, ქარელის და საჩხერის მუნიციპალიტეტის, კონფლიქტის გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლების წყალმომარაგების სისტემების მშენებლობის ფარგლებში უნდა მოახდინოს.
საპროექტო სახარჯთაღრიცხვო მომსახურებაზე 137475 ლარია გამოყოფილი.
თბილისის საკრებულოს ოპოზიცია თბილისის მერიას შტატებისა და სახელფასო ფონდის ზრდაში ადანაშაულებს. ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობის" წევრის ირაკლი ნადირაძის თქმით, კახა კალაძემ საკრებულოდან თბილისის ბიუჯეტში ცვლილებების პროექტი უნდა გაიწვიოს, რადგან ცვლილებები დედაქალაქის მცხოვრებლების საჭიროებებს არ ასახავენ. ინფორმაციას IPN-ი ავრცელებს.
„იმის ნაცვლად, რომ თბილისის მერს კახა კალაძეს წარმოედგინა სწორად დაგეგმილი ცვლილებები,( სადაც მკვეთრად იქნებოდა შემცირებული ბიუროკრატია და ჩვენი დათვლებით არანაკლებ 40 მილიონი ლარის...
"ნაციონალური მოძრაობა" სიღნაღის მერიისგან განმარტებებს ითხოვს. პარტიის წევრის გიორგი ბოტკოველის ინფორმაციით, წინა მოწვევის საკრებულოს გადაწყვეტილებით, მიწის გადასახადი მოეხსნა მხოლოდ იმ დაზარალებულს, ვინც „ქართული ოცნების“ აქტივისტია, მათ შორის იმ დროისთვის მოქმედ გამგებელ დავით ჯანიკაშვილსაც. ინფორმაციას IPN-ი ავრცელებს.
„ნაციონალური მოძრაობის“ წევრები სიღნაღის მერიაში სხვა დაზარალებულ ადგილობრივ მცხოვრებლებთან ერთად მივიდნენ და ოფიციალური განმარტებები მოითხოვეს.
ოპოზიციის ბრალდებებს საკრებულოს იურიდიულ კომისიასა და მერიაში უპასუხეს. უწყებაში თქვეს,...
ბათუმის საკრებულოს სხდომაზე ოპოზიციის წევრებმა ბაღის პედაგოგებისთვის ხელფასების გაზრდა მოითხოვეს და საკრებულოს ტრიბუნაზე ბანერი გააკრეს, რასაც სიტყვიერი დაპირისპირება მოჰყვა. ინფორმაციას imedinews.ge ავრცელებს.
"ნაციონალური მოძრაობის" დეპუტატმა, 2013 წლის საბავშვო ბაღის პედაგოგისა და საკრებულოს თავმჯდომარის ხელფასები მიმდინარე სახელფასო განაკვეთს შეადარა და განაცხადა, რომ "წლების განმავლობაში ჩინოვნიკების ხელფასები იზრდება, საბავშვო ბაღის პედაგოგების კი უცვლელია".
ნოდარ დუმბაძემ ბანერი ტრიბუნასთან გააკრა. ბანერის ჩამოხსნა საკრებულოს აპარატის უფროსმა რაულ ბოლქვაძემ სცადა, რასაც "ნაციონალური მოძრაობის"...
წინა სტატია
პრემიერის გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, მინისაბაგიროები 2019 წელს ჯავახეთში, ხევსურეთსა და ბარისახოშიც დამონტაჟდება. ამის შესახებ მან მთავრობის სხდომაზე თქვა. ინფორმაციას საზოგადოებრივი მაუწყებელი ავრცელებს.
"მოგეხსენებათ, ჩვენ დავიწყეთ სოფლებში მინი საბაგიროების დამონტაჟება, რათა საქართველოში მთის რეგიონებში მცხოვრებმა ყველა ბავშვმა ისარგებლოს არა მხოლოდ საქართველოში არსებული საერთაშორისო მასშტაბის ზამთრის კორორტებით, არამედ თავიანთ სოფელში დაკავდნენ ზამთრის სპორტის სახეობებით“, – განაცხადა პრემიერმა.
გიორგი კვირიკაშვილის თქმით, სვანეთის რამდენიმე სოფელში უკვე დამონტაჟდა...
ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ბიურომ 14 თებერვალს გამართულ სხდომაზე, „ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული სახელმწიფო და ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის დადგენის შესახებ“ საკითხები განიხილა.
წარმოდგენილი პროექტის მიხედვით, მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასი შემდეგნაირადაა განისაზღვრული: ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ერთეულებში მიწის ნორმატიული ფასი შეადგენს 3,19 ლარს; დასახლებათა შორის არეალებში -2,28 ლარს; სოფელ მალთაყვიდან მდინარე სეფისწყალამდე შავი ზღვის ნაპირიდან...
ბლოგი
ტესტი
ვინ რას წყვეტს? – გაარჩიე უფლებამოსილებები
შეგიძლია, გაარჩიო, რომელ საკითხს წყვეტს ადგილობრივი ხელისუფლება და რომელს - ცენტრალური? - შეავსე ქვიზი და გაიგე, რამდენად კარგად ერკვევი მმართველობით სისტემებში.
დავიწყოთ!







































