საგარეჯოს მუნიციპალიტეტის მერიამ 15 ვაკანტურ თანამდებობაზე კონკურსი გამოაცხადა. აღნიშნულ პოზიციებზე თანამდებობრივი სარგო 500-დან 1500 ლარამდეა. ინფორმაციას knews.ge ავრცელებს.
უწყების ინფორმაციით, კონკურსი განაცხადების გადარჩევას, ზეპირ დავალებასა და გასაუბრებას მოიცავს. სპეციალური კომისია საბოლოო გადაწყვეტილებას მიიღებს ქულათა სისტემის გათვალისწინებით, განცხადების წარდგენის ვადის დასრულებიდან არაუგვიანეს 3 თვისა.
“15 ვაკანტურ თანამდებობაზე კონკურსი მერიამ 13 თებერვალს გამოაცხადა. კონკურსანტებს მოეთხოვებათ მაღალი პასუხისმგებლობა დაკისრებული მოვალეობების მიმართ, ასევე უმაღლესი განათლება’’- ამბობენ საგარეჯოს მუნიციპალიტეტის მერიაში.
უწყების ინფორმაციით, კონკურსანტებს აღნიშნულ ვაკანტურ თანამდებობებზე განაცხადების გაკეთება 22 თებერვლამდე შეეძლებათ.