ახალციხის მერიამ იმ წარჩინებული სტუდენტებისთვის, ვინც ახალციხის მუნიციპალიტეტში ცხოვრობს, ერთწლიანი სტიპენდია დააწესა – 1000 ლარის ოდენობით. ინფორმაციას "სამხრეთის კარიბჭე" ავრცელებს. ადგილობრივი ბიუჯეტიდან სტიპენდიისთვის 10 000 ლარი გამოიყო და ეს თანხა, ერთი წლის განმავლობაში, სამცხე–ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის 10 წარჩინებულ სტუდენტზე გადანაწილდება. თითო სტუდენტი სემესტრში 500 ლარს მიიღებს. დადგენილების მიხედვით, სტიპენდია იმ სტუდენტებზე გაიცემა, ვისაც სემესტრის განმავლობაში ყველა სალექციო კურსში მიღებული ექნება 91–100...
თებერვლიდან ახალციხის საკრებულოს 16 დეპუტატი 90 ლარით გაზრდილ ანაზღაურებას მიიღებს. ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილებით, რომელიც საკრებულომ 15 თებერვალს გამართულ რიგით მეოთხე სხდომაზე დაამტკიცა, დეპუტატების ხარჯი 410 ლარის ნაცვლად 500 ლარით განისაზღვრა. ინფორმაციას "სამხრეთის კარიბჭე" ავრცელებს. „დეპუტატების ხარჯის ოდენობა საკრებულოს თავმჯდომარის ხელფასზეა დამოკიდებული, ჩემი ანაზღაურება 3 5000 ლარია, დეპუტატების ხარჯი კი საკრებულოს თავმჯდომარის ხელფასის არაუმეტეს 15 პროცენტს უნდა შეადგენდეს“, – ამბობს...
ყვარლის მუნიციპალიტეტის, სოფელ თივის საჯარო სკოლის შენობაში ბიბლიოთეკა გაიხსნა. ბიბლიოთეკის გახსნას ყვარლის მუნიციპალიტეტის მერთან ერთად საბიბლიოთეკო ასოციაციის წარმომადგენლები, საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის გენერალური დირექტორი გიორგი კეკელიძე და სახალხო დამცველის აპარატის თანამშრომლები ესწრებიდნენ. ინფორმაციას "კახეთის ხმა" ავრცელებს. ახლადგახსნილ ბიბლიოთეკას სოფელ თივში მცხოვრები რაიხმათ ზაურბეგოვა უხელმძღვანელებს. "ძალიან მნიშვნელოვანია ბიბლიოთეკის გახსნა სოფელ თივში, რომელიც ეთნიკური უმცირესობებით დასახლებული სოფელია. ბიბლიოთეკის გახსნა ხელს შეუწყობს ახალგზარდებში წიგნიერების...
ქუთაისის ადგილობრივი თვითმმართველობის 100 დღიანი მუშაობა "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ქუთაისის ორგანიზაციის წარმომადგენელმა, გიგა შუშანიამ შეაფასა.  ინფორმაციას kutaisipost.ge ავრცელებს. გიგა შუშანიას თქმით, ადგილობრივი თვითმმართველობის  არჩევნებიდან 100 დღეზე მეტი გავიდა და ამ ხნის განმავლობაში ადგილობრივმა მთავრობამ არაეფექტურად იმუშავა. "ხელფასებისა და ბიუროკრატიის ზრდა და ამის შედეგად ქართული ოცნების ოთხი წლის განმავლობაში ქუთაისელებს თვითმმართველობის შენახვა 1 888 000 ლარით მეტი დაუჯდება, რაც საკმარისი იქნებოდა ოთხი ახალი საბავშვო ბაღის...
UNDP Georgia-ს, რუსთავის მერიისა და სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ინოვაციების სამსახურის ერთობლივი ძალისხმევით, პოლონეთში მოეწყო გაცვლითი პროგრამა. რამდენიმე პოლონურ ქალაქში რუსთავის ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები გაეცნენ გამოცდილებას, თუ როგორ უნდა განაახლონ ქალაქის ინფრასტრუქტურა და როგორ უნდა დაგეგმონ ქალაქის მომავალი განვითარება. ჯგუფი პოლონეთის სამ პოსტინდუსტრიულ ქალაქს: ლოძს, ლუბლინს და სტალოვა-ვოლა ესტუმრა. ამ ქალაქებში ურბანული განვითარების სპეციალისტებმა რუსთავიდან ჩასულ ჯგუფს ქალაქის სტრატეგიული დაგეგმარების შესახებ...
“საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო” განაგრძობს კვლევას მუნიციპალიტეტების ვებ-გვერდების გამჭვირვალობისა და ინფორმატიულობის შესახებ. ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის თანახმად, საჯარო დაწესებულებებს 2013 წლის 1 სექტემბრამდე უნდა მიეღოთ/გამოეცათ საჯარო ინფორმაციის პროაქტიულად გამოქვეყნების მომწესრიგებელი ნორმატიული აქტები. ამჯერად წარმოგიდგენთ ბათუმის შედეგებს: ბათუმის საკრებულომ 2014 წლის 31 იანვარს მიიღო დადგენილებები ბათუმის მერიისა და საკრებულოს მიერ საჯარო ინფორმაციის პროაქტიულად გამოქვეყნების წესის განსაზღვრის შესახებ; მიღებული აქტები შესაბამისობაშია მთავრობის N 219 დადგენილებით გათვალისწინებულ მოთხოვნებთან,...
“საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო” წარმოგიდგენთ კვლევას მუნიციპალიტეტებში საჯარო ინფორმაციის პროაქტიული გამოქვეყნების არსებული პრაქტიკის შესახებ. ამჯერად გთავაზობთ აბაშის მუნიციპალიტეტის შედეგებს: აბაშის საკრებულომ 2016 წლის 3 თებერვალს მიღებული დადგენილებით განსაზღვრა საჯარო ინფორმაციის პროაქტიულად გამოქვეყნების წესი; მიღებული დადგენილება მიესადაგება მთავრობის N219 დადგენილებით გათვალისწინებულ მოთხოვნებს, რომელიც ადგენს საჯარო ინფორმაციის პროაქტიულად გამოქვეყნების მაღალ სტანდარტს; თუმცა, მერიისა და საკრებულოს ვებ-გვერდებზე (www.abasha.ge და www.abasha-sakrebulo.ge)  განთავსებული ინფორმაცია არ პასუხობს დადგენილებით ნაკისრი ინფორმაციის გამოქვეყნების ნუსხას - სრულად...
ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი ფიქრობს, რომ მეტროსადგურ ვარკეთილში ჭერის ჩამონგრევამ და ადამიანების დაშავებამ, საზოგადოებაში სახელმწიფო შესყიდვების არსებული სისტემის ნაკლოვანებებზე დაიწყო მსჯელობა. "ჩვენი აზრით, სხვა პრობლემებთან ერთად, მომხდარმა ასევე გამოაშკარავა ქვეკონტრაქტირების რეგულირებასთან დაკავშირებული ხარვეზები, კერძოდ კი, ასეთი რეგულაციების არარსებობა და დახურული ქვეკონტრაქტირების გზით უკანონო გარიგებების შესაძლებლობა. შესაძლო გარიგება თბილისის მეტროსადგურების სარემონტო სამუშაოების ტენდერებში შპს „ყვარელრემმშენის“ მონაწილეობის ანალიზი აჩენს საფუძვლიან ეჭვს, რომ მეტრო ახმეტელის შემთხვევაში ორ...
თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელი კახაბერ გვანცელაძე დიდ დიღომში, სოფელ დიღომში და ჩუღურეთის რაიონში ახალი ბაგა-ბაღების მშენებლობის მიმდინარეობას გაეცნო და სამუშაოების შესრულების ხარისხით დაინტერესდა. ბაგა-ბაღების მშენებლობა დიდი დიღმის III და IV მიკრორაიონში გასულ წელს დაიწყო. სკოლამდელი აღზრდის ორივე დაწესებულება თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად შენდება და შემოდგომიდან ჯამში 1000 ბავშვს მიიღებს. წელსვე დასრულდება ახალი ბაღის მშენებლობა სოფელ დიღომში, სადაც სკოლამდელი განათლების...
ქუთაისში, კინოთეატრი "საქართველო" დღეს, 16 თებერვალს გაიხსნება. კინოთეატრი სატესტო რეჟიმში იმუშავებს. ინფორმაციას kutaisipost.ge ავრცელებს. კინოთეატრ "საქართელოს" 6 კინოდარბაზი აქვს. ამათგან 2 - 130 ადგილიანი, 2 - 67 ადგილიანი და 2 VIP დარბაზი. ბილეთის ფასი 3ლ - 13ლ - მდე იქნება, რომელიც ადმინისტარციის თქმით, სეანსის დროსა და ფილმის ფორმატზე იქნება დამოკიდებული. 21 თებერვალს კი რეჟისორ ნიკოლოზ ხომასურიძის მხატვრული ფილმის " ექვთიმე ღვთისკაცი...
თბილისში, ისნის რაონში სპორტული მოედნების რეაბილიტაცია - განახლება ექვს მისამართზე მიმდინარეობს. ინფორმაციას ისნის რაიონის გამგეობა ავრცელებს. სარეაბილიტაციო სამუშაოებს ისნის რაიონის გამგებელი კახა ლაბუჩიძე და თბილისის მერიის განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახურის უფროსი ირაკლი გვილავა გაეცნენ. ისნის რაიონში ერთდროულად რამდენიმე მისამართზე : კახეთის გზატკეცილი N44 და N3-ა, ონაშვილის ქუჩა N9, ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩა N 156, მეველეს ქუჩა N17 და ქეთევან...
წინა სტატია თბილისის საკრებულოს ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობა" პრემიერმინისტრს გიორგი კვირიკაშვილსოუწოდებს, ხელი არ მოაწეროს დედაქალაქის მერიის განკარგულების პროექტს, რომლითაც გუდიაშვილის მოედნის რეაბილიტაცია ერთ პირთან მოლაპარაკების გზით უნდა განხორციელდეს. ამის შესახებ ლევან ხაბეიშვილმა დღეს თბილისის საკრებლოში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომელზეც გაასაჯაროვა აღნიშნული დოკუმენტი. ინფორმაციას სააგენტო IPN-ი ავრცელებს. მისივე თქმით, ამ დოკუმენტზე ხელი პრემიერ-მინისტრმა უნდა მოაწეროს. როგორც ხაბეიშვილმა განმარტა, საუბარია 50 მილიონ ლარზე, რომლის...
საქართველოს მთავრობის დადგენილება "პროფესიული საჯარო მოხელის თანამდებობების თითოეული იერარქიული რანგისათვის აუცილებელი სპეციალური მოთხოვნების განსაზღვრის შესახებ"
საქართველოს კანონი "საჯარო დაწესებულებაში შრომის ანაზღაურების შესახებ"
გორის მუნიციპალიტეტის მერია ავრცლებს ფოტოებს, რომელზეც 2017 წელს რეაბილიტირებული მინისპორტული მოედნებისა და მისი დამხმარე ნაგებობების ვანდალურად დაზიანების ფაქტებია ასახული. "სამწუხაროა, მაგრამ დღეს ისინი ასე გამოიყურება. მსგავს მდგომარეობაშია მიწისქვეშა გადასასვლელებიც. მოგმართავთ თხოვნით, თითოეულმა ჩვენგანმა გავაცნობიეროთ სამოქალაქო პასუხისმგებლობა ჩვენი საცხოვრებელი გარემოსა და თანამოქალქეების მიმართ. ნუ გვექნება საერთო სარგებლობის სხვადასხვა სახის ობიექტების მიმართ ინდიფერენტული დამოკიდებულება. ერთად გავუფრთხილდეთ ჩვენს ქალაქს!", - მიმართავს მუნიციპალიტეტის მერია გორელებს. 2017 წელს...
წინა სტატია გათავისუფლებული თანამშრომლების საქმეზე, ახალციხის რაიონული სასამართლოს მოსამართლე გია ბერაიამ განაჩენი დღეს გამოიტანა. მოსამართლის განმარტებით, ყოფილი თანამშრომლების მიმართ გათავისუფლების აქტი არ გამოცემულა და ამასთან ერთად, სხვა დარღვევებიც იყო, ამიტომ, ისინი თავიანთ პოზიციებზე უნდა დაინიშნონ და სახელფასო განაცდური, გასული წლის პირველი დეკემბრიდან, გადაწყვეტილების აღსრულებამდე, უნდა აუნაზღაურდეთ. ინფორმაციას "სამხრეთის კარიბჭე" ავრცელებს. „მიუხედვად იმისა, რომ თემი და ქალაქი გაერთიანდა, მათი შტატები არ შემცირებულა...

ბლოგი

ტესტი

ვინ რას წყვეტს? – გაარჩიე უფლებამოსილებები

შეგიძლია, გაარჩიო, რომელ საკითხს წყვეტს ადგილობრივი ხელისუფლება და რომელს - ცენტრალური? - შეავსე ქვიზი და გაიგე, რამდენად კარგად ერკვევი მმართველობით სისტემებში. დავიწყოთ!

თვითმმართველობის ისტორია

სოფელ-სოფელ