თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელი კახაბერ გვანცელაძე დიდ დიღომში, სოფელ დიღომში და ჩუღურეთის რაიონში ახალი ბაგა-ბაღების მშენებლობის მიმდინარეობას გაეცნო და სამუშაოების შესრულების ხარისხით დაინტერესდა.
ბაგა-ბაღების მშენებლობა დიდი დიღმის III და IV მიკრორაიონში გასულ წელს დაიწყო. სკოლამდელი აღზრდის ორივე დაწესებულება თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად შენდება და შემოდგომიდან ჯამში 1000 ბავშვს მიიღებს.
წელსვე დასრულდება ახალი ბაღის მშენებლობა სოფელ დიღომში, სადაც სკოლამდელი განათლების მიღების შესაძლებლობა 350 პატარას ექნება. რაც შეხება ჩუღურეთის რაიონში, პალიასტომის N1-ში მშენებარე ბაღს, ის 350 ბავშვზეა გათვლილი.