“საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო” წარმოგიდგენთ კვლევას მუნიციპალიტეტებში საჯარო ინფორმაციის პროაქტიული გამოქვეყნების არსებული პრაქტიკის შესახებ. ამჯერად გთავაზობთ აბაშის მუნიციპალიტეტის შედეგებს:
-
აბაშის საკრებულომ 2016 წლის 3 თებერვალს მიღებული დადგენილებით განსაზღვრა საჯარო ინფორმაციის პროაქტიულად გამოქვეყნების წესი;
-
მიღებული დადგენილება მიესადაგება მთავრობის N219 დადგენილებით გათვალისწინებულ მოთხოვნებს, რომელიც ადგენს საჯარო ინფორმაციის პროაქტიულად გამოქვეყნების მაღალ სტანდარტს;
-
თუმცა, მერიისა და საკრებულოს ვებ-გვერდებზე (www.abasha.ge და www.abasha-sakrebulo.ge) განთავსებული ინფორმაცია არ პასუხობს დადგენილებით ნაკისრი ინფორმაციის გამოქვეყნების ნუსხას – სრულად გამოსაქვეყნებელი ინფორმაციის მხოლოდ 30%, ნაწილობრივ კი 15% ქვეყნდება.
-
არასრულად ქვეყნდება ინფორმაცია მუნიციპალიტეტის საჯარო დაწესებულებების დაფინანსების და ხარჯთაღრიცხვის შესახებ, არ არის ხელმისაწვდომი ინფორმაცია მუნიციპალიტეტის მიერ განხორციელებული შესყიდვებისა და ქონების პრივატიზების შესახებ და ა.შ.
დეტალური ინფორმაცია იხილეთ გრაფიკებში