თბილისის საკრებულო ახალ პროექტს - ,,თბილისის ისტორიები საკრებულოდან'' იწყებს. პროექტის ინიციატორი წარმომადგენლობითი ორგანოს თავმჯდომარის მოადგილე მარიკა დარჩიაა. მისი თქმით, შაბათობით გამართულ შეხვედრაზე, მოქალაქეებს მოუყვებიან თბილისის ისტორიას: როგორი იყო ქალაქი ადრე, როგორ განვითარდა და ა.შ.
შეხვედრები ორ ნაწილად იქნება გაყოფილი - პირველ ნაწილი მოიცავს ისტორიებს, ვიზიტორებს ყოველ შეხვედრაზე სხვადასხვა ისტორიებს მოუყვებიან. მეორე ნაწილი კი შეეხება დღევანდელობას - რას აკეთებს ქალაქის დღეს არსებული...
საბურთალოს რაიონის მე-6 ოლქის საპარლამენტო და ადგილობრივი თვითმმართველობის მაჟორიტარებმა ლევან გოგიჩაიშვილმა და ვახტანგ შაქარიშვილმა მოსახლეობასთან ერთობლივი შეხვედრა გამართეს და მათ რაიონში დაგეგმილი და უკვე განხორციელებული პროექტების შესახებ ანგარიში წარუდგინეს. ინფორმაციას თბილისის საკრებულო ავრცელებს.
თბილისის საკრებულოს საბურთალოს რაიონის მაჟორიტარმა წევრმა ვახტანგ შაქარიშვილმა რაიონის მცხოვრებლებსგანსახორციელებელი პროექტების შესახებ სამოქმედო გეგმა წარუდგინა და არსებული პრობლემებისა და გამოწვევების გადაჭრის გზებზე ესაუბრა.
როგორც ვახტანგ შაქარიშვილმა თქვა, მოსახლეობის მონაწილეობა საჭიროებების განსაზღვრისა და პრობლემების გადაჭრის გზების მოძიების პროცესში განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. მისივე თქმით, დღევანდელი შეხვედრაც სწორედ ამ მიზანს ემსახურებოდა.
„დღეს ჩვენს ამომრჩეველს წარვუდგინეთ საქმიანობის შესახებ ანგარიში და იმ პროექტების შესახებ მივაწოდეთ ინფორმაცია, რომლებიც ჩვენი ქალაქისა და უბნის ყოველდღიურობის გაუმჯობესებისთვის განხორციელდა და რომელთა განხორციელება...
თბილისში, სამგორის რაიონის სოფელ ნასაგურში, წინუბანში, დიდი და პატარა ლილოს დასახლებებსა და ვარკეთილის მეურნეობაში მოსახლეობისთვის საბანკო მომსახურება ადგილზე განხორციელდება. ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის საკრებულო ავრცელებს.
აღნიშნულ დასახლებებში, ბანკომატების არარსებობის გამო, მოსახლეობას პენსიის აღების პრობლემა ჰქონდა და საბანკო მომსახურების მიღებისთვის შორი მანძილის გავლა უწევდა. ამ პრობლემის მოგვარების თხოვნით, მოსახლეობამ სამგორის მაჟორიტარს მიმართა.
სამგორის მაჟორიტარი დეპუტატისა და „ლიბერთი ბანკის“ თანამშრომლობის შედეგად გადაწყდა, რომ ამ...
რა ბედი ელის ქალაქში მიმდინარე ქაოსურ მშენებლობებს? - ურბანულად გადატვირთული მშენებლობების რეგულირებას აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ახალი გენერალური გეგმით აპირებს. ამის შესახებ "აჭარის ტელევიზია" ავრცელებს ინფორმაციას.
ზურაბ პატარაძე ამბობს, რომ დოკუმენტი მალე დამტკიცდება, პარალელურად კი კიდევ უფრო მეტი ყურადღება მიექცევა სამშენებლო პროექტებს, რათა დაცული იყოს კორპუსებს შორის პარამეტრები და უსაფრთხოების ნორმები.
https://www.youtube.com/watch?v=P8QPbcJGZMg&feature=youtu.be
ქობულეთში გასულ შემოდგომაზე განვითარებული სტიქიური მოვლენების შედეგად 300-მდე ოჯახი დაზარალდა, რომელთა სახლებს ფერდსამაგრი სამუშაოების ჩატარება ესაჭიროება. ინფორმაციას "აჭარის ტელევიზია" ავრცელებს.
განსაკუთრებით რთული მდგომარეობა 64 ოჯახს აქვს. როგორც დაზარალებულები არსებობს შესაბამისი გეოლოგიური დასკვნები რაც მოწმობს, რომ ჩამოშლილი მიწის მასა საცხოვრებლებს საფრთხეს უქმნის.
მათი თქმით უკვე 5 თვეა მერიისგან კედლების მოწყობას ელოდებიან. ქობულეთის მერიაში ამბობენ, რომ აჭარის მთავრობამ მილიონ 600 ათას ლარზე მეტი უკვე გამოყო...
ბათუმის ცენტრალურ პარკში კოლონადის აღდგენა იმ ფორმითაა დაგეგმილი, როგორადაც ის გასული საუკუნის 30-იან წლებში აშენდა. ინფორმაციას "აჭარის ტელევიზია" ავრცელებს.
კოლონადა ასლან აბაშიძის პერიოდში დაინგრა, თუმცა მოტივი მაშინ არ აუხსნიათ. პარკში ტერასის მოწყობაცაა დაგეგმილი.
ესკიზები უკვე მზად არის. ბათუმის მერმა განაცხადა, რომ კოლონადას მშენებლობასთან ერთად შეიცვლება პარკის იერსახე. უფრო კონკრეტულად რა სახის სამუშაოები იგეგმება ბათუმის ცენტრალურ პარკში, რომელსაც 2 დღის წინ ბათუმის საკრებულოს გადაწვეტილებით სახელი შეეცვალა.
იმერეთის გუბერნატორი გივი ჭიჭინაძე, რომლის შრომის ანაზღაურებაც ამ პერიოდის განმავლობაში 2 950 ლარი იყო, თებერვლიდან 5900 ლარს მიიღებს. ინფორმაციას სააგენტო IPN-ი ავრცელებს.
ხელფასების ზრდის შესახებ ინფორმაციას იმერეთის სამხარეო ადმინისტრაციაში ადასტურებენ.
გადაწყვეტილება საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მიიღო. სახელფასო ცვლილება გუბერნატორის ადმინისტრაციის თანამშრომლებსაც შეეხო. ასევე გაიზარდა მხარის გუბერნატორის მოადგილეების ხელფასებიც.
საქართველოს პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის ორწლიანი სტრატეგია ბორჯომში კომიტეტის წევრებმა, ექსპერტებმა და რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს წარმომადგენლებმა განიხილეს.
სტრატეგია 2018-2020 წლებში კანონშემოქმედებითი და საზედამხედველო საქმიანობის მთავარ მიმართულებებს მოიცავს.
კომიტეტის თავმჯდომარის, ზაზა გაბუნიას ცნობით, შეხვედრა "ღია და გამჭვირვალე მმართველობის" პროგრამის ფარგლებში გაიმართა. "როგორც ცნობილია, საქართველოს პარლამენტში მოქმედებს ღია და გამჭვირვალე მმართველობის მუდმივმოქმედი საპარლამენტო საბჭო, რომლის ფუნქციაც საპარლამენტო საქმიანობის გამჭვირვალობის უზრუნველყოფაა....
წინა სტატია
თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 5 კომისიის გაერთიანებულ სხდომაზე თბილისის მუნიციპალიტეტის 2018 წლის ბიუჯეტში ცვლილების შეტანის შესახებ იმსჯელეს და დადებითი რეკომენდაცია მისცეს. ინფორმაციას თბილისის საკრებულო ავრცელებს.
ბიუჯეტში ცვლილებების პროექტი საფინანსო საქალაქო სამსახურის ხელმძღვანელმა გაიოზ თალაკვაძემ წარადგინა. მისი განცხადებით, ბიუჯეტი 35 მილიონი ლარით იზრდება, აქედან წინა წლის ნაშთი 34 მილიონ 256 ათასი ლარია, 576 ათასი ლარი კი ევროკავშირის გრანტია. ჯამურად 2018 წლის ბიუჯეტი იქნება 896 მილიონ 863 ათასი...
წინა სტატია
ასპინძის მუნიციპალიტეტის მერმა, მერიის სამსახურებისა და განყოფილებების უფროსები დანიშნა. ისინი მუშაობას დღეიდან შეუდგნენ. ინფორმაციას "სამხრეთის კარიბჭე" ავრცელებს.
ასპინძის მუნიციპალიტეტის გამგეობის ინფორმაციით, კონკურსის წესით შერჩეული სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელები და თანამშრომლები ასპინძის მერმა როსტომ მაგრაქველიძემ თანამშრომლებს დღეს წარუდგინა.
ეს თანამშრომლები არიან:
კონტროლისა და შიდა აუდიტის სამსახურის უფროსი – ირაკლი ჯვარიძე;
საფინანსო-საბიუჯეტოსამსახურის უფროსი – გიორგი მურადაშვილი;
ეკონომიკური განვითარებისა და ქონების მართვის სამსახურის უფროსი – თეიმურაზ ზაზაძე;
ადმინისტრაციული სამსახურის უფროსი – სლავა...
საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ზაქარია ქუცნაშვილი Facebook-ზე ერწოელებისთვის წინასაარჩევნოდ მიცემულ დაპირებასთან დაკავშირებით წერს. საქმე შეეხება ღულელების, სიმონიანთხევისა და ხევსურთსოფლის ადმინისტრაციული ერთეულების დამაკავშირებელი გზის მშენებლობას.
"ჩემს მიერ ერწოელებისათვის მიცემული დაპირება შესრულდება. ავაშენებთ ღულელების, სიმონიანთხევისა და ხევსურთსოფლის ადმინისტრაციული ერთეულების ერთმანეთთან დამაკავშირებელ 7კმ-იან ახალ საავტომობილო გზას.
სამწუხაროდ, არასოდეს ყოფილა ამ სამ ადმინისტრაციულ ერთეულს შორის დამაკავშირებელი გზა მოასფალტებული, რის გამოც შემდეგი სოფლების: ხევსურთსოფელი, მელიასხევი, ცალუღელაანთკარი, სიმონიაანთხევი, თოლენჯი,...
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს რეკომენდაციით, გორისა და ზუგდიდის მუნიციპალიტეტებში მესამე მოადგილის შტატები გაუქმდება. ამის შესახებ შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრს გორის მერიიდან აცნობეს.
გორის მერის შესაბამის გადაწყვეტილებას დღეს საკრებულოს რიგგარეშე სხდომაზე დაამტკიცებენ. აღნიშნულ ცვლილებას გორის მერიაში ერთ-ერთი მოადგილის ალექსი მარიამიძის გადადგომა უძღოდა წინ.
,,დღის წესრიგში დადგა ჩვენგან ერთ-ერთი მათგანის გათავისუფლების საკითხი. ამიტომ, გადაწყვეტილება მე მივიღე" - ამბობს ალექსი მარიამიძე. მან თანამდებობა 9 თებერვალს...
კასპის მერი მანუჩარ მერებაშვილი ითხოვს, რომ სამშენებლო კომპანიებმა, მუნიციპალიტეტში გამარჯვების შემთხვევაში, სამუშაოებზე კასპელები დაასაქმოს. ამის შესახებ სპეციალური პირობები სატენდერო დოკუმენტაციაში 1 თებერვლიდან გაჩნდა. ინფორმაციას "შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრი" ავრცელებს.
სატენდერო პირობების მე-6 პუნქტის მიხედვით, მშენებლობის პროცესში დასაქმებულებიდან მინიმუმ 70% უნდა იყოს კასპის მუნიციპალიტეტში მცხოვრები.
ეს ნორმა არ ჩანს მაგალითად, 2018 წლის 31 იანვარს და მანამდე გამოცხადებულ ტენდერში, რომელიც სოფელ ხოვლესა და...
წინა სტატია
სახელმწიფო აუდიტის დასკვნას თბილისის ახლანდელი და ყოფილი მერები ეხმიანებიან. კახა კალაძის თქმით, ეს დასკვნა კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ მერია სწორი მიმართულებით მიდის და ეკოლოგიის და გამწვანების მიმართულებით წამოწყებული რეფორმები სწორია.
"ეს დასკვნა ადასტურებს, რომ მერია მიდის სწორი მიმართულებით და რეფორმების განხორციელება, რომელიც ჩვენ წამოვიწყეთ კონკრეტულად ეკოლოგიის და გამწვანების მიმართულებით, ეს არის სწორი ნაბიჯები, ჩვენი ერთ-ერთი პრიორიტეტია ეფექტიანად დაიგეგმოს და...
წინა სტატია
სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა 2015-2016 წლებში ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების მართვისა და განკარგვის შესაბამისობის აუდიტი ჩაატარა.
აუდიტის დასკნვის მიხედვით, ყოფილი მთავარი პროკურორის ოთარ ფარცხალაძის კომპანიას მერიამ უკონკურენტო გარემო შეუქმნა. "რუსთავი 2" ლაშა თორდიას კომენტარს ავრცელებს. ლაშა თორდია აცხადებს, რომ აუდიტის საბოლოო დასკვნამ შუალედური ანგარიშში მოყვანილი ფაქტები კიდევ ერთხელ დაადასტურა.
„აუდიტის საბოლოო დასკვნამაც კიდევ ერთხელ დაადასტურა ის ფაქტები, რა ფაქტებზეც ჩვენ ვსაუბრობდით მაშინ....
წინა სტატია
მეტროსადგურ ვარკეთილის შემდეგ, დამატებითი სარემონტო სამუშაოების შესრულება მეტრო უნივერსიტეტშიც გახდა აუცილებელი. ეს მას შემდეგ მოხდა, რაც სოციალურ ქსელში ფოტო გამოქვეყნდა, რომელშიც ჩანდა, რომ ახალდაგებული იატაკის ნაწილი აყრილია. ინფორმაციას "იმედი" ავრცელებს.
მეტროების რეაბილიტაციისთვის თბილისის ბიუჯეტში თანხა 5 მილიონ ლარამდეა შემცირებული. რაც ოპოზიციას არასაკმარისად მიაჩნია.
https://www.youtube.com/watch?v=cu5qROErj1M&feature=youtu.be
თბილისის მერმა კახა კალაძემ 15 თებერვალს თქვა, რომ ვარკეთილის მეტროში მომხდარის გამო სატრანსპორტო კომპანიიდან რამდენიმე ადამიანს გაათავისუფლებენ.
30 იანვარს, მეტროსადგურ...
ბლოგი
ტესტი
ვინ რას წყვეტს? – გაარჩიე უფლებამოსილებები
შეგიძლია, გაარჩიო, რომელ საკითხს წყვეტს ადგილობრივი ხელისუფლება და რომელს - ცენტრალური? - შეავსე ქვიზი და გაიგე, რამდენად კარგად ერკვევი მმართველობით სისტემებში.
დავიწყოთ!







































