ქობულეთში ფერდსამაგრი სამუშაოების ჩატარებას ითხოვენ

648

ქობულეთში  გასულ შემოდგომაზე განვითარებული სტიქიური მოვლენების შედეგად 300-მდე ოჯახი დაზარალდა, რომელთა სახლებს ფერდსამაგრი სამუშაოების ჩატარება ესაჭიროება. ინფორმაციას “აჭარის ტელევიზია” ავრცელებს.

განსაკუთრებით რთული მდგომარეობა 64 ოჯახს აქვს. როგორც დაზარალებულები არსებობს შესაბამისი გეოლოგიური დასკვნები რაც მოწმობს, რომ ჩამოშლილი მიწის მასა  საცხოვრებლებს საფრთხეს უქმნის.

მათი თქმით უკვე 5 თვეა მერიისგან კედლების  მოწყობას ელოდებიან. ქობულეთის მერიაში ამბობენ, რომ აჭარის მთავრობამ მილიონ 600 ათას ლარზე მეტი უკვე  გამოყო და სამუშაოებისთვის ტენდერი მომდევნო კვირაში გამოცხადდება. პირველ ეტაპზე სამუშაოები განსაკუთრებით დაზარალებულ 64 ოჯახში ჩატარდება დარჩენილი ოჯახებისთვის პროექტები ეტაპობრივად უნდა განხორციელდეს.