2 წლის წინ ბათუმის ბულვარმა სეპარირების ურნების შესაძენად 100  ათასი ლარი გამოყო. ამის მიუხედავად  დახარისხებული ნარჩენები დღეს მაინც საერთო ნაგავსაყრელზე მიდის. ამის შესახებ TV25 ავრცელებს ინფორმაციას. ბათუმის „სანდასუფთავების“ ადმინისტრაციის უფროსის, ირაკლი პაპუნაიშვილის თქმით, დახარისხებული ნარჩენების გადამუშავება ტექნიკური აღჭურვილობისა და გადამამუშავებელი ქარხნის არარსებობის გამო ვერ ხერხდება. ბულვარის ადმინისტრაციაში კი ამბობენ, რომ გადაწყვეტილება მოსახლეობის ცნობიერების ამაღლებისთვის მიიღეს.  
ბესიკ ბაუჩაძემ ხულოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს ტოვებს. საკრებულოს წევრის უფლებამოსილების შეწყვეტასთან დაკავშირებით მან განცხადება უკვე წარადგინა. ინფორმაციას "აჭარის ტელევიზია" ავრცელებს. სად გააგრძელებს ხულოს ყოფილი გამგებელი და საკრებულოს წევრი მუშაობას ჯერჯერობით უცნობია. თუმცა ვრცელდება დაუდასტურებელი ინფორმაცია, რომ ის საარქივო სამმართველოში დასაქმდება. ბესიკ ბაუჩაძე  თვითმმართველობის არჩევნების დროს „ქართული ოცნების„ სიის მეორე ნომერი იყო. საკრებულოს თავმჯდომრის ინფორმაციით ,ბაუჩაძეს რამაზ ძირკვაძე ჩაანაცვლებს.
გორის მუნიციპალიტეტში "სოკარ ჯორჯიას" წარმომადგენლებს გორის საკრებულოში დაიბარებენ. საქმე შეეხება აბონენტების ნაწილის პრეტენზიებს გაზის საფასურთან დაკავშირებით. ინფორმაციას გორის სათემო რადიო "მოზაიკა" ავრცელებს. საკრებულოს წევრების აზრით, ბოლო პერიოდში მოსახლეობას გაზმომმარაგებელ კომპანიასთან კითხვები დაუგროვდა და არგუმენტირებული პასუხების მოსმენაა საჭირო. "სოკარ-გაზის" წარმომადგენლებს ფრაქციების თავმჯდომარეები შეხვდებიან და აბონენტების ნაწილის წინაშე არსებული პრობლემების გამომწვევ მიზეზებს გაეცნობიან. შეგახსენებთ, რომ დეკემბრის თვის დავალიანება ენერგოომბუდსმენის შუამდგომლობით 900-მდე აბონენტმა გაასაჩივრა, თუმცა...
ახალციხის თოჯინების თეატრი ახალ, 2018 წლის სეზონზე ხუთ პრემიერას გამართავს. გარდა პრემიერებისა, თეატრალური დასი პატარებს რიგით სპექტაკლებსაც უჩვენებს. ამის შესახებ "სამხრეთის კარიბჭე" წერს. ამ წლის სეზონი თეატრში  საახალწლო სპექტაკლმა „თოვლის დედოფალმა“ გახსნა. როგორც თოჯინების თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი ვახტანგ ქორიძე ამბობს, ახალ სეზონზე ხუთი პრემიერა გაიმართება: „ყოველ კვირას ახალ სპექტაკლს ვუჩვენებთ მაყურებელს. მალე გვექნება „ურჩხულის და მზეთუნახავის“ პრემიერა, ხოლო დაახლოებით ივნისში მაყურებელს...
ადიგენში, ზანავი–ჭულეს გზა მშენებლობის დასრულებიდან ათ თვეში დაზიანდა. საგარანტიო ვადა გასული არ იყო, მაგრამ, მაინც არ აღადგინეს. ამის შესახებ "სამხრეთის კარიბჭე" წერს. ადიგენის მუნიციპალიტეტმა, 2016 წელს, დიდი ზანავი–პატარა ზანავი–ჭულეს გზის პირველი ეტაპის სარეაბილიტაციო სამუშაოებისთვის ხელშეკრულება შპს „არალთან“, 520 ათას ლარზე გააფორმა. სამუშაოების საგარანტიო ვადა სამუშაოების ჩაბარებიდან ორი წელი იყო. პროექტის ჩაბარებისას სამუშოების ხარისხობრივი ექსპერტიზის ჩატარებას ხელშეკრულება არ ითვალისწინებდა. შესაბამისად, ექსპერტიზა ჩატარდა...
გორში ბაღების მართვის სააგენტოს რეორგანიზაციის შემდეგ გათავისუფლებულები გორის მერს კონსტანტინე თავზარაშვილს პოლიტიკური ნიშნით დისკრიმინაციაში ადანაშაულებენ. ინფორმაციას გორის სათემო რადიო "მოზაიკა" ავრცელებს. შემცირება ბაღების მართვის სააგენტოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის თანამშრომელს გიორგი დვალიშვილს შეეხო, რომელსაც კითხვები მობილობის პრინციპის ირგვლივ აქვს და მიიჩნევს, რომ მისი სამსახურის გარეშე დარჩენა, წინასაარჩევნო პერიოდში "შენების მოძრაობის" მხარდაჭერამ  გამოიწვია. დვალიშვილის ბრალდებებს გორის მერი კონსტანტინე თავზარაშვილი უსაფუძვლოს უწოდებს და ამბობს,...
წინა სტატია მარტვილის საკრებულოს თავმჯდომარე ალექსი გაბისონია მუნიციპალიტეტის მერთან ალექსანდრე გრიგალავსთან გარკვეულ უთანხმოებაზე საუბრობს. ინფორმაციას IPN-ი ავრცელებს. გაბისონიას თქმით, ამ საკითხზე გუნდში კონსულტაციებიც იგეგმება. "ჯერ ვერაფერს ვიტყვი. დეტალებზე საუბრისგან ამ ეტაპზე თავს შევიკავებ. გუნდში იგეგმება გარკვეული კომუნიკაციები ჩემთანაც და მერთანაც" - თქვა გაბისონიამ. გაბისონია არ ადასტურებს, რომ მარტვილის მაჟორიტარი დეპუტატის, ოთარ დანელიას მიერ გაკეთებული განცახდება მასსა და მერის უთანხმოებას ეხებოდა. იგი არ...
ქვეითად მოსიარულეებს, ალბათ, ხშირად შექმნიათ პრობლემა "ზებრაზე" გადასვლისას და გიფიქრიათ, როდის გაიზრდება ჩვენს ქალაქებში სამოქალაქო კულტურა ისე, რომ ასეთ ელემენტარულ საკითხზეც კი სოციალური კამპანიების გამართვა აღარ მოგვიწევს. სოციალურ ქსელში გავრცელებულია "ზებრაზე" გადასვლის ორიგინალური ქართული მეთოდი სათაურით - "როგორ უნდა გადაკვეთო სწორად საქართველოში ზებრა გადასასვლელი", რომელსაც თქვენც გიზიარებთ. https://www.youtube.com/watch?v=KnoLycZCAVw&feature=youtu.be
წინა სტატია სამშენებლო რეგულაციების დარღვევასთან დაკავშირებული სანქციები მხოლოდ თბილისის ტერიტორიაზე წარმოებულ მშენებლობებზე გავრცელდება. ინფომაციას IPN-ი ავრცელებს. “პროდუქციის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსში“ ასახული ცვლილებები, რომელიც თავის მხრივ, შრომის უსაფრთხოების შესახებ საკანონმდებლო პაკეტის ნაწილია, თბილისს ეხება. “ის, რაც უშუალოდ მშენებლობებს ეხება, მხოლოდ თბილისზე ვრცელდება. ასეთი ინიციატივა თვითმმართველობასთან უნდა იყოს შეთანხმებული. თუკი შესაბამისი ინიციატივა სხვა თვითმმართველობებსაც ექნებათ, რა თქმა უნდა, პარლამენტი კანონში ცვლილებებს კიდევ...
ახალციხის ახალგაზრდულმა ცენტრმა მოამზადა პეტიცია, რომლითაც საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ფარგლებში, 5 წლამდე ბავშვებისთვის უფასო სამედიცინო კვლევას და მკურნალობის ხარჯების დაფარვას მოითხოვენ. ინფორმაციას "სამხრეთის კარიბჭე" ავრცელებს. ცენტრმა პეტიცია ახალციხის საკრებულოს უკვე გააცნო. ცენტრის ხელმძღვანელი მაკა სუდაძე განმარტავს, რომ საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამა, 0–დან ხუთ წლამდე ასაკის ბავშვების სამედიცინო მომსახურებას მხოლოდ ნაწილობრივ აფინანსებს: „ამ ასაკის ბავშვებისთვის ახლა მხოლოდ ანალიზების გაკეთებაა შესაძლებელი. იქნებ ჩვენმა პეტიციამ...
გორის მუნიციპალიტეტის სოფლებში - ზერტი, ყელქცეული და ფხვენისი წლებია უკვე, საბავშვო ბაღები არ ფუნქციონირებს და ბავშვები სკოლამდელ განათლებას ვერ იღებენ. ამის შესახებ გორის სათემო რადიო "მოზაიკა" წერს. სოფელ ყელქცეულის საბავშვო ბაღის აღსადგენად თანხები 2018 წლის ბიუჯეტშიც ვერ მოიძებნა. შესაბამისად, ადგილობრივებს სკოლამდელი ასაკის ბავშვების ტარება ისევ მეზობელი სოფლების საბავშვო ბაღებში მოუწევთ. ყელქცეულის ბაღმა ფუნქციონირება 30 წლის წინ, ფინანსური პრობლემების გამო შეწყვიტა....
ზესტაფონის მერიის განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის ხელმღვანელს, მაია ხვედელიძეს სანქცია - 1000 ლარის ჯარიმა, საჯარო სამსახურის ბიურომ 2017 წლის დეკემბერში, დეკლარაციის არასრულად შევსების გამო დააკისრა. ინფორმაციას kutaisipost.ge ავრცელებს. ზესტაფონის მერიის საჯარო მოხელემ დეკლარაციაში არ მიუთითა მეუღლის მიერ დაფუძნებული შპს "როიალკომფორტი".   ბახვა სუქნიძემ ორგანიზაცია 2017 წლის ივლისში დააფუძნა, რომლის დირექტორიც არის  და 50% წილის მფლობელიც. მაია ხვედელიძემ ჯარიმა მიმდინარე წლის იანვარში...
ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიამ ქალაქის ტერიტორიაზე ქუჩების რეაბილიტაციის პროექტირებაზე ტენდერი გამოაცხადა. ინფორმაციას ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, ტენდერის დასრულების შემდეგ, დაგეგმილია გენიჩესკის (ძმები ერქომაიშვილების ქუჩიდან დამენიას ქუჩის კვეთამდე) ქუჩის სარეაბილიტაციო სამუშაოები (ასფალტო-ბეტონის საფარის მოწყობა, 400 მ). ასევე, დაგეგმილია შევარდნაძის ქუჩაზე ასფალტო-ბეტონის საფარის მოწყობა (სიგრძით -750 მ), ხოლო ჯორჯიაშვილის ქუჩიდან წმ. გიორგის ქუჩის ბოლომდე ასფალტო-ბეტონის საფარი მოეწყობა  (550 მ). ჯორჯიაშვილის ქუჩა N1-ში...
ბათუმში, კახაბრის ადმინისტრაციულ ერთეულში ქუჩების კეთილმოწყობის სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს. ინფორმაციას ბათუმის მერია ავრცელებს. ამავე წყაროს ინფორმაციაში წერია, რომ ამ ეტაპზე, ზედაღელის ქუჩაზე ასფალტის საფარის დაგების სამუშაოები ხორციელდება, რომელიც მიმდინარე წლის იანვარში დაიწყო და ივნისის თვეში დასრულდება. "მიხეილ შარაშიძის ქუჩაზე სანიაღვრე არხის მოწყობა სრულდება. გოდერძი ჩოხელის ქუჩასა და l და lll ჩიხებში გარეგანათების მონტაჟი მიმდინარეობს. კახაბრის ტერიტორიაზე ბეტონის საფარის დაგება სულ 22...
წინა სტატია თბილისის მიწათსარგებლობის გენერალურ გეგმაზე მომუშავე ჯგუფს, "სითი ინსტიტუტ საქართველოს“ 140 ათას ლარიანი ჯარიმა, რომელიც დედაქალაქის მერიამ ერთი და იგივე შენიშვნის სამჯერ გაუთვალისწინებლობისთვის დააკისრა, არ გადაუხდია. ამის შესახებ "სითი ინსტიტუტ საქართველოს“ დირექტორმა, მამუკა სალუქვაძემ "ინტერპრენიუსს“ განუცხადა. მისივე თქმით, ჯგუფმა მერიის არქიტექტურის სამსახურს ჯარიმის დასაბუთება მოსთხოვა, რაზეც მათ პასუხი ჯერჯერობით, არ მიუღიათ. "ჯარიმა არ გადაგვიხდია. დასაბუთება ვთხოვეთ დამკვეთს - ქალაქის არქიტექტურის სამსახურს, რა...
ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო ჯგუფმა, ახალქალაქში წყალმომარაგების კომპანიის უფროსი ვარდ მოსოიანი დააკავა. ინფორმაციას imedinews.ge ავრცელებს. საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის ახალქალაქის ფილიალის უფროსს ვარდ მოსოიანს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 182–ე მუხლით ედება, რაც მითვისება–გაფლანგვას გულისხმობს.  ინფორმაციას "სამხრეთის კარიბჭე" ავრცელებს. საქმე 2014 წელს ახალქალაქის მუნიციპალიტეტის გამგეობის მიერ სასმელი წყლის სისტემის რეაბილიტაციის შესახებ გამოცხადებულ ტენდერს ეხება, რომელიც ვარდმოსოიანის ცოლის ერანუჰ ალექსანიანის სახელზე რეგისტრირებულმა შპს „ვემ–მა“ მოიგო. 75 ათას ლარში კომპანიამ ოკამში, ხოსპიოში, ვაჩინაში და გოგაშენში სასმელი წყლის სისტემის სარეაბილიტაციო სამუშაოები შეასრულა. სამუშაოები კი შპს...

ბლოგი

ტესტი

ვინ რას წყვეტს? – გაარჩიე უფლებამოსილებები

შეგიძლია, გაარჩიო, რომელ საკითხს წყვეტს ადგილობრივი ხელისუფლება და რომელს - ცენტრალური? - შეავსე ქვიზი და გაიგე, რამდენად კარგად ერკვევი მმართველობით სისტემებში. დავიწყოთ!

თვითმმართველობის ისტორია

სოფელ-სოფელ