ბათუმში, კახაბრის ადმინისტრაციულ ერთეულში ქუჩების კეთილმოწყობის სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს. ინფორმაციას ბათუმის მერია ავრცელებს.
ამავე წყაროს ინფორმაციაში წერია, რომ ამ ეტაპზე, ზედაღელის ქუჩაზე ასფალტის საფარის დაგების სამუშაოები ხორციელდება, რომელიც მიმდინარე წლის იანვარში დაიწყო და ივნისის თვეში დასრულდება.
“მიხეილ შარაშიძის ქუჩაზე სანიაღვრე არხის მოწყობა სრულდება. გოდერძი ჩოხელის ქუჩასა და l და lll ჩიხებში გარეგანათების მონტაჟი მიმდინარეობს. კახაბრის ტერიტორიაზე ბეტონის საფარის დაგება სულ 22 ქუჩის მონაკვეთზეა დაგეგმილი. ამ ეტაპზე, სამუშაოები ნაჭყებიას, თევდორე მღვდლისა და მუსხელისშვილის ქუჩებზე, მუსხელიშვილის პირველ შესახვევსა და მახვილაურის დასახლებაში მიმდინარეობს”,-წერია ინფორმაციაში.