გორის მუნიციპალიტეტში “სოკარ ჯორჯიას” წარმომადგენლებს გორის საკრებულოში დაიბარებენ. საქმე შეეხება აბონენტების ნაწილის პრეტენზიებს გაზის საფასურთან დაკავშირებით. ინფორმაციას გორის სათემო რადიო “მოზაიკა” ავრცელებს.
საკრებულოს წევრების აზრით, ბოლო პერიოდში მოსახლეობას გაზმომმარაგებელ კომპანიასთან კითხვები დაუგროვდა და არგუმენტირებული პასუხების მოსმენაა საჭირო.
“სოკარ-გაზის” წარმომადგენლებს ფრაქციების თავმჯდომარეები შეხვდებიან და აბონენტების ნაწილის წინაშე არსებული პრობლემების გამომწვევ მიზეზებს გაეცნობიან.
შეგახსენებთ, რომ დეკემბრის თვის დავალიანება ენერგოომბუდსმენის შუამდგომლობით 900-მდე აბონენტმა გაასაჩივრა, თუმცა მათგან არცერთი არ დაკმაყოფილებულა.