ბესიკ ბაუჩაძემ ხულოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს ტოვებს. საკრებულოს წევრის უფლებამოსილების შეწყვეტასთან დაკავშირებით მან განცხადება უკვე წარადგინა. ინფორმაციას “აჭარის ტელევიზია” ავრცელებს.
სად გააგრძელებს ხულოს ყოფილი გამგებელი და საკრებულოს წევრი მუშაობას ჯერჯერობით უცნობია. თუმცა ვრცელდება დაუდასტურებელი ინფორმაცია, რომ ის საარქივო სამმართველოში დასაქმდება.
ბესიკ ბაუჩაძე თვითმმართველობის არჩევნების დროს „ქართული ოცნების„ სიის მეორე ნომერი იყო. საკრებულოს თავმჯდომრის ინფორმაციით ,ბაუჩაძეს რამაზ ძირკვაძე ჩაანაცვლებს.