ხობის მუნიციპალიტეტსა და საქართველოს ძალოსნობის ეროვნულ ფედერაციას შორის  გაფორმებული ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი სპორტის ოლიმპიური სახეობის (ძალოსნობა) პოპულარიზაციასა და ძალოსნობის დარბაზის გახსნას ითვალისწინებს. ხობის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, ხობის მუნიციპალიტეტში ასევე ჩამოყალიბდება ძალოსნობის ჯგუფი, ახალგაზრდები მაღალ დონეზე მომზადდებიან და დარბაზები სპორტული ინვენტარით აღიჭურვება. გარდა ამისა, ხობელი სპორტსმენები რესპუბლიკურ და საერთაშორისო ტურნირებში ჩაებმებიან. "თვითმმართველობა იღებს ვალდებულებას, გამოყოს თანხა მწვრთნელის შრომის ასანაზღაურებლად, ხოლო ფედერაცია უზრუნველჰყოფს დარბაზების აღჭურვას შესაბამისი...
წინა სტატია გაერთიანებული პროფკავშირების თავმჯდომარე ირაკლი პეტრიაშვილი სამშენებლო რეგულაციების დარღვევაზე საჯარიმო სანქციების მხოლოდ თბილისში მიმდინარე მშენებლობებეზე დაწესებას აპროტესტებს. ინფორმაციას IPN-ი ავრცელებს. "რატომ არ უნდა იყოს ზედამხედველობის შესახებ კანონში შეტანილი ცვლილება მთელ საქართველოზე გავრცელებული, რატომ უნდა შრომობდეს თბილისში დასაქმებული უსაფრთხოდ და ბათუმსა და ქუთაისში საფრთხის ქვეშ, ეს არის დისკრიმინაციული და მოქალაქეებში აგრესიის გარდა არაფერს გამოიწვევს", - ამბობს ირაკლი პეტრიაშვილი. პეტრიაშვილი გამოეხმაურა შრომის უსაფრთხოებაზე...
ხობში, ქვემო ქვალონისა და საჯიჯაოს საბავშვო ბაღებში მზის ენერგიაზე მომუშავე წყალგამაცხელებელი კოლექტორი დამონტაჟდა. ინფორმაციას ხობის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს. "საქართველოს რეგიონებში განახლებად ენერგიაზე სოფლის მოსახლეობის ხელმისაწვდომობის გაზრდა შესაბამისი ტექნოლოგიების დანერგვისა და გავრცელების გზით”, - ასე ჰქვია გარემოსდაცვით პროექტს, რომელსაც არასამთავრობო ორგანიზაცია "მწვანე მომავალი“ ხობის მუნიციპალიტეტში ახორციელებს. "პროექტის შესაბამისად, ქვემო ქვალონისა და საჯიჯაოს საბავშვო ბაღებში, ახალი ხიბულისა და ქარიატის ადმინისტრაციულ ერთეულებში (ოთხ ოჯახში) დამონტაჟდა მზის...
ხულოში სასმელი წყალი მიკრობიოლოგიურად არის დაბინძურებული. "აჭარის ტელევიზიის" ცნობით, მოსახლეობა, საბავშვო ბაღები და სკოლები ძირითადად მერიის ბალანსზე არსებული 26 წყალსადენიდან მარაგდება, საიდანაც 14 წყალსადენი სტანდარტებს არ შეესაბამება. ამის გამო ხულოს მერია დაჯარიმებულია კიდეც. https://www.youtube.com/watch?v=u3LvHQ4GC84&feature=youtu.be
გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოში დღეს რიგგარეშე სხდომა გაიმართა, რომელზეც ორ საკითხზე იმსჯელეს. ერთი ხეების მოჭრის წესს ეხებოდა, მეორე კი რეგფონდის დაფინანსებით განსახორციელებელ პროექტებისთვის ადგილობრივი ბიუჯეტიდან თანხის გამოყოფას. ინფორმაციას შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრი ავრცელებს. საკრებულოს თავმჯდომარე დავით რაზმაძე ამბობს, რომ მეორე საკითხის დამტკიცების შედეგად, მერიას ტენდერების გამოცხადება უკვე შეუძლია. რაც შეეხება ხეების მოჭრის წესებს, ამ კუთხით სიახლეა. ,,ქუჩებსა თუ ეზოებში ხეების მოჭრის საკითხი მერის...
ანტისტიგმა კამპანიის  #დაინახეყველაფერი-ს ფარგლებში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვთა უფლებების დაცვისა და ადვოკატირების საუკეთესო გამოცდილების მქონე 4 მუნიციპალიტეტი გამოვლინდა. ინფორმაციას newspress.ge ავრცელებს. გამარჯვებულები არიან ხელვაჩაურის, მესტიის, ბოლნისის და ქუთაისის მუნიციპალიტეტები. გამარჯვებულთა შორიაა ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერია,  რომელმაც ნომინაციაში: შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვების განვითარებასა და სოციალურ ინტეგრაციაზე ორიენტირებული პროგრამები და ბავშვების და მათი მშობლების აქტიური ჩართულობა - გაიმარჯვა.
პროდუქციის წარმოების პროცესში წარმოქმნილი პრობლემები, საჭიროებები და ინფორმაციის მიწოდება -  ამ საკითხებზე იმერელი მეწარმეებისა და მთავრობის წარმომადგენლების შეხვედრა გაიმართა ქუთაისში. ინფორმაციას kutaisipost.ge ავრცელებს. რეგიონულ შეხვედრას 150-მდე მეწარმე  და სხვადასხვა სექტორის 20-მდე წარმომადგენელი ესწრებოდა.  მიზანი კი ევროპასთან ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის განხორციელების ჭრილში კერძო და საჯარო სექტორს შორის დიალოგის რეჟიმის გაძლიერება იყო. "მეწარმეებს ვაწვდით ინფორმაციას იმ შესაძლებლობებისა და მოთხოვნების შესახებ, რომელიც ევროკავშირთან...
ქუთაისში, ჭავჭავაძის ქუჩაზე, მაკდონალდსის მიმდებარე ტერიტორიასა და ავტოსადგურზე გზის ახალი საფარი დაიგო. ადგილზე ქუთაისის მერი გიორგი ჭიღვარია და კეთილმოწყობის სამსახურის წარმომადგენლები იყვნენ. ინფორმაციას ქუთაისის მერია ავრცელებს. უწყების ცნობით, გზის ამ მონაკვეთზე უკვე წლებია გზა არ დაგებულა და უამინდობისას გადაადგილების პრობლემებს ქმნიდა, რაც მოსახლეობის უკმაყოფილებას იწვევდა. ,,ჩვენი წინასაარჩევნო დაპირება იყო რომ ქუთაისში ინფრასტრუქტურა მეტად გამართული იქნებოდა და ყოველდღიურ რეჟიმში ვმუშაობთ ამ პრობლემების...
მარნეულის მერია თავის საქმიანობის შესახებ ინფორმაციის მედიაში გავრცელებისათვის 2018 წლის განმავლობაში ადგილობრივი ბიუჯეტიდან 72 000 ლარს დახარჯავს. მერიის მიერ გამოცხადებულ ტენდერში შპს "მარნეული ტვ-მ“ გაიმარჯვა. ინფორმაციას reginfo.ge ავრცელებს. ამავე წყაროს თანახმად, სატელევიზიო მომსახურების შესყიდვა ქართულად და აზერბაიჯანულ ენებზე განხორციელდება.
ეკონომიკის სამინისტროს სააგენტოს - „აწარმოე საქართელოში“ მხარდაჭერით, ფოთში ახალი საწარმო, შპს „აჭარა ტექსტილი“ ამოქმედდა. საწარმოში 3000 ადამიანამდე დასაქმდება. ახალი საწარმოს ამოქმედების შედეგად, კომპანია თანამშრომლობას შეძლებს ისეთ ბრენდებთან, როგორებიცაა New Balance და Under Armour. ამჟამად კომპანია წლიურად 10 000 000 ერთეული პროდუქციის წარმოებას და ექსპორტს ახორციელებს, რაც, ახალი საწარმოს ამოქმედების შემდგომ, კიდევ უფრო გაიზრდება. ქართული ექსპორტიორი კომპანია შპს „აჭარა ტექსტილი“  2008 წლიდან საფეიქრო მრეწველობის...
სამცხე-ჯავახეთის მედიაცენტრში სამთავრობო ელექტონული პეტიციების პლატფორმის პრეზენტაცია გაიმართა. ინფორმაციას ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს. ამავე წყაროს თანახმად, აღნიშნული საიტის მიზნებისა და ფუნქციონირების შესახებ ბორჯომელებს ინფორმაცია ცენტრის ხელმძღვანელმა, მარინა კუპატაძემ მიაწოდა. "ichange.gov.ge არის ოფიციალური ონლაინპორტალი, რომლის განხორციელების ვალდებულება საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციამ აიღო, ღია მმართველობის პარტნიორობის საქართველოს მეორე სამოქმედო გეგმის ფარგლებში. პორტალის დახმარებით, საქართველოს ნებისმიერ სრულწლოვან მოქალაქეს ან მოქალაქეთა ჯგუფს შეუძლია, პეტიციის საშუალებით, მთავრობის ყურადღება...
გორში, სამეფოს ქუჩაზე, სასტუმრო "ქართლის" მოპირდაპირე მხარეს მდებარე ყოფილი კინოს შენობა მალე ახალი დატვირთვით გაიხსნება. ამის შესახებ გორის მერმა კონსტანტინე თავზარაშვილმა გორის სათემო რადიო "მოზაიკას" უთხრა. კონსტანტინე თავზარაშვილის თქმით, სამუშაოები თვის ბოლოსთვის დაიწყება და gori.ge-ს სახელით დაიწყებს ფუნქციონირებას. "ეს შენობა კერძო ინვესტორებს ეკუთვნით და თვითონაც დაინტერესებულები არიან, მალე გახსნან ეს ცენტრი, რადგან ახალგაზრდობა მსგავსი სივრცის ქალაქში არარსებობას ყოველთვის ასახელებს პრობლემების ჩამოთვლისას....
ყვარელში ახალგაზრდა მარიამ იაშვილმა, პროექტ "აწარმოე საქართველოში" ფარგლებში, ჯერ საოჯახო სასტუმრო "Violet"-ი გახსნა, რომელიც ტურისტებისთვის მიმზიდველი აღმოჩნდა. თუმცა, მარიამ იაშვილმა ბიზნესის განვითარება გადაწყვიტა. მის შესახებ ინფორმაციას "კახეთის ხმა" ავრცელებს. "ჩემს ოჯახს აქვს ხილის ბაღი, სწორედ ამიტომ გადავწყვიტე ახალი ბიზნესის დაწყება და მონაწილეობა მივიღე USAID-ისა და CRISTAL–ის ფონდის პროექტში „ახალგაზრდა მეწარმეთა სკოლა“, რომლის დახმარებითაც შევძელი ჩემი ბიზნესიდეების განხორციელება’’ - ამბობს იაშვილი....
ბორჯომის ქუჩებში დასუფთავების სამუშაოები გრძელდება. ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, ამჟამად საყოფაცხოვრებო ნარჩენებისაგან, ჩირგვებისა და ქვებისაგან ინტენსიურად იწმინდება ვაშლოვანისა და ლიკანის დასახლებაში ცენტრალური გზის მიმდებარე ტერიტორიები. ასევე, რამდენიმე დღის წინ დაიწყო მდინარის ნაპირების დასუფთავება. სამუშაოებს "დასუფთავებისა და კეთილმოწყობის სამსახური" აწარმოებს. სამსახურის უფროსის, დავით ზაალიშვილის თქმით, ინიციატივა უპრეცედენტოა და ის ყოველდღიური გეგმით გაწერილ საქმიანობასთან ერთად ხორციელდება. "უნდა აღინიშნოს, რომ დასუფთვების სამუშაოები ერთი თვის წინათ...
პარლამენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ოთარ დანელია მიწის მართვის ეროვნული სააგენტოს შექმნის ინიციატივით გამოდის. ამის შესახებ "კახეთის ხმა" წერს. ოთარ დანელიას განცხადებით, სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის შესახებ ორგანული კანონის პროექტთან ერთად მზადდება კანონთა პაკეტი, რომელიც პარლამენტს უახლოეს მომავალში წარედგინება. "ვფიქრობთ, რომ უნდა არსებობდეს სახელმწიფო სუბიექტი - მიწის მართვის ეროვნული სააგენტო, რომელიც მოქნილი იქნება და მიწის ნასყიდობის თუ გარიგების შემთხვევაში, მას უპირატესი შესყიდვის...
მარნეულის მუნიციპალიტეტის მერმა, თემურ აბაზოვმა მერიის სამსახურებს კონკურსის შედეგად ახლადდანიშნული თანამშრომლები წარუდგინა - ინფორმაციას მარნეულის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს. მათივე ცნობით, თანამშრომელთა ნაწილი დღეიდან ოფიციალურად შეუდგა სამსახურეობრივი უფლებამოსილების შესრულებას. "მარნეულის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ გამოცხადებული პროფესიული საჯარო მოხელეებისა და შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებული პირების კონკურსი დასრულდა. მერიას პროფესიული საჯარო მოხელის 10 ვაკანტურ პოზიციაზე ჰქონდა კონკურსი გამოცხადებული, რომლის შედეგადაც საკონკურსო კომისიამ დაწესებულების ხელმძღვანელს რეკომენდაცია...

ბლოგი

ტესტი

ვინ რას წყვეტს? – გაარჩიე უფლებამოსილებები

შეგიძლია, გაარჩიო, რომელ საკითხს წყვეტს ადგილობრივი ხელისუფლება და რომელს - ცენტრალური? - შეავსე ქვიზი და გაიგე, რამდენად კარგად ერკვევი მმართველობით სისტემებში. დავიწყოთ!

თვითმმართველობის ისტორია

სოფელ-სოფელ