ხობში, ქვემო ქვალონისა და საჯიჯაოს საბავშვო ბაღებში მზის ენერგიაზე მომუშავე წყალგამაცხელებელი კოლექტორი დამონტაჟდა. ინფორმაციას ხობის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.
“საქართველოს რეგიონებში განახლებად ენერგიაზე სოფლის მოსახლეობის ხელმისაწვდომობის გაზრდა შესაბამისი ტექნოლოგიების დანერგვისა და გავრცელების გზით”, – ასე ჰქვია გარემოსდაცვით პროექტს, რომელსაც არასამთავრობო ორგანიზაცია “მწვანე მომავალი“ ხობის მუნიციპალიტეტში ახორციელებს.
“პროექტის შესაბამისად, ქვემო ქვალონისა და საჯიჯაოს საბავშვო ბაღებში, ახალი ხიბულისა და ქარიატის ადმინისტრაციულ ერთეულებში (ოთხ ოჯახში) დამონტაჟდა მზის ენერგიაზე მომუშავე წყალგამაცხელებელი კოლექტორი. ხოლო, ხეთის საბავშვო ბაღში სარემონტო სამუშაოების დასრულების შემდეგ, ასევე დამონტაჟდება მზის ენერგიაზე მომუშავე მოწყობილობა. ორგანიზაციის წარმომადგენლები მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ერთეულებში ადგილობრივ მოსახლეობასთან საინფორმაციო ხასიათის შეხვედრებს მართავდნენ და მათ, პროექტის მიზნებსა და ამოცანებზე აწვდიდნენ ინფორმაციას.”მწვანე მომავალი“ პროექტს გლობალური გარემოსდაცვითი ფონდის (GEF SGP) მცირე გრანტების პროგრამის ფინანსური მხარდაჭერით ახორციელებს”,-აცხადებენ ხობის მუნიციპალიტეტის მერიაში.