ახალგაზრდა გოგომ ყვარელში აგროტურისტული ობიექტი გახსნა

1056

ყვარელში ახალგაზრდა მარიამ იაშვილმა, პროექტ “აწარმოე საქართველოში” ფარგლებში, ჯერ საოჯახო სასტუმრო “Violet”-ი გახსნა, რომელიც ტურისტებისთვის მიმზიდველი აღმოჩნდა. თუმცა, მარიამ იაშვილმა ბიზნესის განვითარება გადაწყვიტა. მის შესახებ ინფორმაციას “კახეთის ხმა” ავრცელებს.

“ჩემს ოჯახს აქვს ხილის ბაღი, სწორედ ამიტომ გადავწყვიტე ახალი ბიზნესის დაწყება და მონაწილეობა მივიღე USAID-ისა და CRISTAL–ის ფონდის პროექტში „ახალგაზრდა მეწარმეთა სკოლა“, რომლის დახმარებითაც შევძელი ჩემი ბიზნესიდეების განხორციელება’’ – ამბობს იაშვილი. ახალი ბიზნესიდეა კი აგროტურისტული ობიექტს შეეხება, რომელიც იაშვილმა უკვე გახსნა.

ახალგაზრდა მეწარმე სამომავლოდ წარმოების გაფართოებას, ტურისტებისთვის დამატებითი სერვისების შეთავაზებას და ხილის ჩირის სხვადასხვა სახეობის წარმოებას გეგმავს. იაშვილი მიიჩნევს, რომ აუცილებელია სახელმწიფომ აგრუტურიზმის განვითარებას შეუწყოს ხელი.

“აუცილებელია სოფლებში აგროტურიზმი განვითარდეს. ამ მხრივ კი ძალიან მნიშვნელოვანია სახელმწიფოს როლი. ვისურვებდი, რომ ამ მიმართულებით სხვადასხვა სახის პროექტი განხორციელდეს“, – აღნიშნავს მარიამ იაშვილი.