სამთავრობო ელექტონული პეტიციების პლატფორმის პრეზენტაცია გაიმართა

392

სამცხე-ჯავახეთის მედიაცენტრში სამთავრობო ელექტონული პეტიციების პლატფორმის პრეზენტაცია გაიმართა. ინფორმაციას ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.

ამავე წყაროს თანახმად, აღნიშნული საიტის მიზნებისა და ფუნქციონირების შესახებ ბორჯომელებს ინფორმაცია ცენტრის ხელმძღვანელმა, მარინა კუპატაძემ მიაწოდა.

“ichange.gov.ge არის ოფიციალური ონლაინპორტალი, რომლის განხორციელების ვალდებულება საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციამ აიღო, ღია მმართველობის პარტნიორობის საქართველოს მეორე სამოქმედო გეგმის ფარგლებში. პორტალის დახმარებით, საქართველოს ნებისმიერ სრულწლოვან მოქალაქეს ან მოქალაქეთა ჯგუფს შეუძლია, პეტიციის საშუალებით, მთავრობის ყურადღება მიაპყროს იმ საკითხზე, რომელიც მისი აზრით, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. შესაბამისი კრიტერიუმების დაკმაყოფილების შემთხვევაში, საქართველოს მთავრობა ვალდებულია, განიხილოს პეტიციაში აღწერილი საკითხი და მოახდინოს მასზე რეაგირება. სამცხე ჯავახეთის მედიაცენტრმა“ პორტალის პოპულარიზაციის მიზნით, შეხვედრები ქალაქ ბორჯომშის გარდა, სოფელ დვირშიც გამართა. ადგილობრივებს, არასამთავრობო ორგანიზეციების და მედიის წარმომადგენლებს პლატფორმის მოხმარების და რეგისტრაციის წესები გააცნო. მოქალაქეებს შეუძლიათ, მოითხოვონ ცვლილებები ichange.gov.ge სამთავრობო პლატფორმის გამოყენებით. კამპანია დაფინანსებულია USAID-ის პროგრამის “დემოკრატიული მმართცველობის ინიციატივა”-ს (GGI) მიერ.  კამპანიის განმახორციელებელი პარტნიორია სამოქალაქო საზოგადოების რეგიონული ქსელი (R-CSN)”,-წერია ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციაში.