2018 წელს გორის მერია 74.4 ტონა ბენზინს დახარჯავს, მომსახურებაზე ხელშეკრულება გორის მერიამ "რომპეტროლთან" გააფორმა. თვითმართველობის ბიუჯეტიდან, შეძენილი საწვავისთვის 154 752 ლარი დაიხარჯება. ინფორმაციას "შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრი" ავრცელებს. შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრის ცნობით,  მოიძია 2014 წლიდან დღემდე, მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელების მიერ გაფორმებული ხელშეკრულებების ასლები. 2017 წლის ბოლოს ქალაქი და თემი გაერთიანდა, რომლის ერთ-ერთი მთავარი მიზანი ადმინისტრაციული ხარჯების შემცირება იყო. საწვავი ლარებში: 2014 წელი -...
ინფრასტრუქტურული პროექტის ფარგლებში 5 კმ-მდე მაგისტრალური ხაზი შეიცვლება, რაც გააუმჯობესებს მოსახლეობის წყალმომარაგებას. ინფორმაციას პროექტის განსახორციელებლად ქობულეთის მერია 358 200 ლარს დახარჯავს. ამავე წყაროს თანახმად, ციხისძირის ადმინისტრაციულ ერთეულში წყალსადენი სისტემის მოწესრიგება ეტაპობრივად მიმდინარეობს. გასულ წელს რეაბილიტაცია სათავე ნაგებობას ჩაუტარდა. ციხისძირში წყალმომარაგების პრობლემა წლების მანძილზე ერთ-ერთ მთავარ პრობლემას წარმოადგენდა. პროექტის განხორციელების შედეგად პრობლემა მოგვარდება და უწყვეტი წყალმომარაგებით 1 400-მდე ოჯახი ისარგებლებს.
ქალაქ გურჯაანში, ტურისტულად მნიშვნელოვან ადგილებში 48 ცალი დახურული ტიპი ნაგვის კონტეინერის განთავსება დაიწყო. ინფორამცაის გურჯაანის მუნიციპალიტეტი Facebook-ზე ავრცელებს. გურჯაანმა 11 ცალი 1100 ლიტრიანი ლითონის კონტეინერი ადგილობრივი ბიუჯეტიდან 2017 წელს იყიდა, რისთვისაც 11 800 ლარი დაიხარჯა, 37 კი მუნიციპალიტეტს მსოფლიო ბანკმა საჩუქრად გადასცა. მერია კონტეინერების შეძენას მიმდინარე წელსაც გეგმავს, რისთვისაც ადგილობრივ ბიუჯეტში 200 000 ლარია გათვალისწინებული. დღეისთვის ქალაქის ქუჩებში 150-მდე სანაგვე კონტეინერი...
ყვარლის მუნიციპალიტეტის მერიის ინიციატივითა და არასამთავრობო ორგანიზაცია "World Vision”-ის პარტნიორობით ახალ პროექტზე მუშაობა დაიწყო. ყვარლის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, პროექტის მიზანია, გააუმჯობესოს მოქალაქეების მომსახურება ყვარლის მუნიციპალიტეტის მერიაში. პროექტი ითვალისწინებს არსებული მიმართულებით თანამედროვე მიდგომების დანერგვას, რომელიც უზრუნველყოფს მოქალაქეთა უფრო სწრაფად, ეფექტურად და ხარისხიანად მომსახურებას. "თემის აქტუალურობიდან გამომდინარე, დღევანდელი სამუშაო შეხვედრა მიმდინარეობდა ინტერაქტიურ პროცესში, სამუშაო ჯგუფის დიდი ჩართულობით. სამუშაო ჯგუფი მზადაა, გარკვეული დროის განმავლობაში...
"მონაწილეობითი ადგილობრივი ბიუჯეტირება ქალაქ რუსთავში“, - ასე ჰქვია მარნეულის მუნიციპალიტეტის პროექტს, რომლის ფარგლებში მარნეულის მუნიციპალიტეტის მერი თემურ აბაზოვი ქვემო ქართლის სხვა მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელებთან ერთად შემაჯამებელ კონფერენციას დაესწრო. მარნეულის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, კონფერენციას ასევე ესწრებოდნენ ადგილობრივი და საერთაშორისო ორგანიზაციებისა და სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლები. ამავე წყაროს მიხედვით, კონფერენციაზე პროექტის ფარგლებში გაწეული საქმიანობა, მიღწეული შედეგები და მათი განვითარების პერსპექტივები განიხილეს. "პროექტი ევროკავშირის მიერ...
ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფელ კლდის ე.წ "ზეუბნის" საავტომობილო გზაზე ასფალტო -ბეტონის საფარი მოეწყობა (მეორე ეტაპი). ინფორმაციას ახალციხის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს. ამავე წყაროს თანახმად, სამუშაოებისათვის მერიამ ტენდერი უკვე გამოაცხადა. პროექტი რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან და ადგილობრივი ბიუჯეტიდან დაფინანსდება.
ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულომ სხდომაზე სხვადასხვა საკითხთან ერთად ღორის სპერმის დარჩენილი 500-ლარიანი დავალიანების საკითხიც განიხილა. ინფორმაციას "გურიის მოამბე" ავრცელებს. გამოცემის ცნობით, დღის წესრიგით გათვალისწინებულ რიგით მეცხრამეტე საკითხი, სწორედ ფერმერული მეურნეობის  განვითარების ცენტრის სუბსიდირება იყო. ცვლილების სახით ბიუჯეტში გათვალისწინებული 500 ლარი კი, სწორედ შეძენილი ღორის სპერმის დავალიანების დასაფარად იყო გამოყოფილი. "ნაციონალურმა მოძრაობამ" სხდომაზე იკითხა: "ფერმერთა გაერთიანება, რომლის ლიკვიდაციაც წინა მოწვევის საკრებულომ განახორციელა, რაში იღებს ამ...
„ადგილზე აღებული სინჯების ანალიზის საფუძველზე დადგინდა, რომ კომპანია RMG-ის საკუთრებაში მყოფი კაზრეთის პოლიმეტალური სამთომომპოვებელი საწარმოს მიერ დაბინძურებული მდინარე კაზრეთულა დიდი რაოდენობით შეიცავს ისეთ მავნე ელემენტებს, როგორებიცაა: კადმიუმი, ტყვია, სპილენძი, თუთია, რკინა, ნიკელი, მანგანუმი და დარიშხანი. ზემოთ აღნიშნული ელემენტებიდან განსაკუთრებით საყურადღებოა სამი: კადმიუმი, ტყვია და დარიშხანი, რომლებიც ადამიანის ორგანიზმზე საზიანო გავლენას ახდენს. რეგიონში განვითარებულია მებოსტნეობა, წარმოებით დაბინძურებული მდინარეები მაშავერა და ფოლადაური კი სამელიორაციო სისტემაში გამოიყენება. ბოსტნეული დიდი რაოდენობით ითვისებს...
გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურის ინფორმაციით, მთაწმინდაზე ხანძრის შედეგად დაზიანებული ტერიტორიის გამწვანება გაზაფხულზე დაიწყება.  ინფორმაციას IPN-ი ავრცელებს. თბილისის მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურის უფროსის მოადგილის თამარ შარაშიძის თქმით, უკვე გამოვლენილია კომპანია, რომელიც მთაწმინდის ფერდს გაამწვანებს. „ტენდერი გამოცხადებული იყო. გამოვლინდა გამარჯვებული კომპანია, რომელმაც უნდა უზრუნველყოს მთაწმინდის ფერდის გამწვანება, რაც მოიცავს შემდეგ მოვლა-პატრონობას. გაზაფხულზე დაიწყება აღნიშნული ღონისძიებები“, - განაცხადა თამარ შარაშიძემ.
„ერთიანი აგროპორექტის“ ფარგლებში, მარნეულის მუნიციპალიტეტში თანამედროვე სტანდარტებით აღჭურვილი სასათბურე მეურნეობა - „შპს მზა ჩითილი“ მოეწყო. ინფორმაციას "კახეთის ხმა" ავრცელებს მეურნეობაში, სადაც 30 ადამიანია დასაქმებული, წლიურად 30 მილიონი ჩითილის წარმოებაა შესაძლებელი. პროდუქციის რეალიზაცია ადგილობრივ ბაზარზე ხდება. კომპანია პროექტის „შეღავათიანი აგროკრედიტი“ ბენეფიციარია. საწარმოში ჯამურად 1 142 000 აშშ დოლარი ინვესტიცია განხორციელდა, აქედან, 442 000 აშშ დოლარს შეღავათიანი აგროკრედიტი შეადგენს. სასათბურე მეურნეობა 11 000 კვ.მ...
წინა სტატია "ის ჯობდა, გამგებლად როგორც კი დავინიშნე, შავი "ტოიოტას" 90-ათასიანი ჯიპი შემეძინა, როგორ სხვა მუნიციპალიტეტებში მოხდა?" - ასე ეხმიანება ლანჩხუთის ყოფილი გამგებელი ზაზა ურუშაძე სახელმწიფო აუდიტის დასკვნას, რომლის თანახმადაც, საკუთარი და მამის ავტომობილები გამგეობისთვის ჰქონდა მიქირავებული. ურუშაძემ კომენტარი „გურია თუდეისთან“ გააკეთა. "ბოლო დღეებია, საინფორმაციო საშუალებებში ქვეყნდება ინფორმაცია, თითქოს გამგებლობის პერიოდში კანონდარღვევით ვსარგებლობდი საკუთარი და მამაჩემის სახელზე რეგისტრირებული ავტომობილით. ზოგიერთი მედიასაშუალებით...
გორის მერმა კონსტანტინე თავზარაშვილმა საზოგადოებას მუშაობის პირველი 100 დღის ანგარიში წარუდგინა. პრეზენტაციის დასრულების შემდეგ, შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში გაგრძელდა. ღონისძიებას, რომელსაც გორის დემოკრატიის სკოლამ უმასპინძლა, აღნიშნული სკოლის მსმენელები, არასამთავრობო ორგანიზაციების, ადგილობრივი თვითმმართველობისა და მედიის წარმომადგენლები ესწრებოდნენ. შეხვედრის მიზანი იყო ხელისუფლებასა და საზოგადოებას შორის კომუნიკაციის, ადგილობრივი ხელისუფლების ანგარიშვალდებულების, გამჭვირვალობისა და ჩართულობის ხელშეწყობა. შეხვედრა აღმოსვალეთ ევროპის მრავალპარტიული დემოკრატიის ადგილობრივი ცენტრის ინიციატივით მოეწყო.
წინა სტატია თბილისის მერის, კახა კალაძის ინფორმაციით, გუდიაშვილის მოედნის სარეაბილიტაციო სამუშაოები ხვალ დაიწყება. კალაძის განცხადებით, სარეაბილიტაციო სამუშაოების პრეზენტაცია გუდიაშვილის მოედანზე ხვალ, 14:00 საათზე გაიმართება. ინფორმაციას IPN-ი ავრცელებს. ”ხვალ ვიწყებთ გუდიაშვილის მოედნის სარეაბილიტაციო სამუშაობს. უკვე ყველაფერი მზადაა სამუშაოების საწარმოებლად. შეგახსენებთ, ეს ის ადგილია, რომელიც ერთგვარ სიმბოლოდ იქცა თბილისზე მოამაგე ადამიანებისთვის, ისინი წლებია ინარჩუნებდნენ ამ მოედანს და იცავდნენ მას. მე წინაასაარჩევნოდ ვთქვი და...
ნარიყალას ფერდობზე სამუშაოების შემსრულებელი კომპანია დაჯარიმდა. ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ Facebook-ზე ვიდეომიმართვაში თქვა. კალაძის თქმით, ნარიყალაზე სამუშაოები შესაბამისი ნებართვის გარეშე მიმდინარეობდა, ამასთან კომპანია ამბობდა, რომ ადგილზე არქოლოგიურ გათხრებს აწარმოებდა, რისი ოფიციალური ნებართვაც ასევე არ ჰქონდათ. "მინდა გამოვეხმაურო ნარიყალას ფერდობზე დაწყებულ სამუშაოებს, რომელსაც დიდი მითქმა-მოთქმა მოჰყვა. ამ ფაქტმა, რასაკვირველია, გამოიწვია, როგორც მოსახლეობის, ისე თბილისის მერიის უკმაყოფილება. აღნიშნული სამუშაოები მიმდინარეობდა ყოველგვარი...
წინა სტატია ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილებები შედის, რომლის მიხედვითაც, 100 ლარით შეიძლება დაჯარიმდნენ ავტობუსებისა და მიკროავტობუსების მძღოლები, თუკი დედაქალაქის თვითმმართველობის მიერ განსაზღვრულ ქუჩებზე დადგენილ გაჩერებებზე არ გააჩერებენ ტრანსპორტს. ინფორმაციას "საზოგადოებრივი მაუწყებელი" ავრცელებს. ინიციატივით, 50-ლარიანი ჯარიმაა დაწესებული თბილისის თვითმმართველობის მიერ განსაზღვრულ ქუჩებზე სხვა სახის სატრანსპორტო საშუალებების ავტობუსის გაჩერებაზე გაჩერების ან დგომის წესის დარღვევისთვის. ამასთან, დედაქალაქში ტრანზიტული მოძრაობის წესის დარღვევაზე ჯარიმა შესაძლოა 20 ლარიდან 500...
წინა სტატია სახელმწიფო ენის დეპარტამენტის თავმჯდომარის გიორგი ალიბეგაშვილის თქმით, შენობების გარეწარწერების საკითხთან დაკავშირებით ენის დეპარტამენტი მერიის სხვადასხვა შესაბამის სამსახურთან მოლაპარაკებებს აწარმოებს. ინფორმაციას IPN-ი ავრცელებს. მისი თქმით, გარეწარწერების ქართულ ენაზე მითითების მხრივ დარღვევები არსებობს და ამ პრობლემის მოგვარებაა საჭირო. გიორგი ალიბეგაშვილი იზიარებს თბილისის მერის კახი კალაძის განცხადებას, რომ მერიამ შესაძლოა ბანერებზე მხოლოდ უცხოურენოვანი წარწერების აღსაკვეთად პარლამენტს კანონის გამკაცრების მოთხოვნით მიმართოს. ალიბეგაშვილის განმარტებით, გარეწარწერაზე ქართული...

ბლოგი

ტესტი

ვინ რას წყვეტს? – გაარჩიე უფლებამოსილებები

შეგიძლია, გაარჩიო, რომელ საკითხს წყვეტს ადგილობრივი ხელისუფლება და რომელს - ცენტრალური? - შეავსე ქვიზი და გაიგე, რამდენად კარგად ერკვევი მმართველობით სისტემებში. დავიწყოთ!

თვითმმართველობის ისტორია

სოფელ-სოფელ