გორის მერიამ საწვავის ხარჯი წინა წელთან შედარებით 10 ტონით გაზარდა

621

2018 წელს გორის მერია 74.4 ტონა ბენზინს დახარჯავს, მომსახურებაზე ხელშეკრულება გორის მერიამ “რომპეტროლთან” გააფორმა. თვითმართველობის ბიუჯეტიდან, შეძენილი საწვავისთვის 154 752 ლარი დაიხარჯება. ინფორმაციას “შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრი” ავრცელებს.

შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრის ცნობით,  მოიძია 2014 წლიდან დღემდე, მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელების მიერ გაფორმებული ხელშეკრულებების ასლები. 2017 წლის ბოლოს ქალაქი და თემი გაერთიანდა, რომლის ერთ-ერთი მთავარი მიზანი ადმინისტრაციული ხარჯების შემცირება იყო.

საწვავი ლარებში:
2014 წელი – 43 792 ლარი
2015 წელი – 116 678 ლარი
2016 წელი – 108 486 ლარი
2017 წელი – 103 280 ლარი
2018 წელი – 154 752 ლარი

საწვავი რაოდენობის კუთხით:
2014 წელი – 23, 8 ტონა
2015 წელი – 67, 8 ტონა
2016 წელი – 73, 8 ტონა
2017 წელი – 64,2 ტონა
2018 წელი – 74,4 ტონა

2018 წელს ქალაქის მერიას 15 მანქანა ემსახურებოდა, მანამდე ეს მანქანები გადანაწილებული იყო როგორც ქალაქის მერიაზე, ასევე, გამგეობებზე. ქალაქს 11 მანქანა, ხოლო თემს – 4 მანქანა ემსახურებოდა. ავტოპარკი შეცვლილი არ არის.