გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურის ინფორმაციით, მთაწმინდაზე ხანძრის შედეგად დაზიანებული ტერიტორიის გამწვანება გაზაფხულზე დაიწყება. ინფორმაციას IPN-ი ავრცელებს.
თბილისის მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურის უფროსის მოადგილის თამარ შარაშიძის თქმით, უკვე გამოვლენილია კომპანია, რომელიც მთაწმინდის ფერდს გაამწვანებს.
„ტენდერი გამოცხადებული იყო. გამოვლინდა გამარჯვებული კომპანია, რომელმაც უნდა უზრუნველყოს მთაწმინდის ფერდის გამწვანება, რაც მოიცავს შემდეგ მოვლა-პატრონობას. გაზაფხულზე დაიწყება აღნიშნული ღონისძიებები“, – განაცხადა თამარ შარაშიძემ.